ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “პორტუსთან 4-2-3-1-ით ვითამაშებთ”

მასიმილიანო ალეგრიმ პალერმოსთან შეხვედრა შეაფასა…

იტალიის ჩემპიონატი 25-ე ტურის სადებიუტო შეხვედრაში პალერმოსთან(4:1) გამარჯვების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებთან წარსდგა და მატჩის შესახებ ისაუბრა.

“პირველ ტაიმში 2-0-ზე გავჩერდით. პალერმომ უკან დაიხია და ჩვენ რამდენიმე შანსი გვქონდა, ამიტომ ტაიმით უკმაყოფილო ვარ. პირველ ნახევარში გოლების გარდა ღირებული ვერაფერი შევქმენით..

ეს გამარჯვება სკუდეტოს არ ნიშნავს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, სადაც ჩვენი მიზანი 3 ქულა იქნება..

ტაქტიკა მანჯუკიჩის და კუადრადოს გარეშე? ფლანგებზე დიბალას და პიაცას დაყენება გადავწყვიტე, რითიც კმაყოფილი ვარ. ხორვატმა გუნდისთვის კარგად იმუშავა. მას დიდი შესაძლებლობები აქვს, თუმცა მარკო ჯერ ახალგაზრდაა და ზრდისთვის დრო უნდა მივცეთ..

ჩემპიონთა ლიგა? თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პორტუსთან 4-2-3-1 ტაქტიკით ვითამაშებთ. მაქამდე კიდევ 5 დღეა. ჩვენ კარგ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და ჰყავს სწრაფი მოთამაშეები.”

24 thoughts on “ალეგრი: “პორტუსთან 4-2-3-1-ით ვითამაშებთ”

  1. ალეგრი როცა მოყავდათ, მაროტამ ჰკითხა – შეგიძლია იუვეს ტიტულები მოუტანოო. ალეგრიმ – მე საუკეთესო მწვრთნელი ვარ და რა სალაპარაკოაო. მაროტამ – კაი ვნახოთო. პირველ წელს ალეგრიმ სკუდეტო და ლიგის ფინალი დადო. მაროტამ ეს ვინა ყოფილაო და ლიდერები გაუყიდა და ტრეკუარტისტად ერნანეში მოუყვანა, აბა ვნახოთ რას იზამო. ალეგრიმ მაინც მოიგო სკუდეტო და ლიგაზეც გაიწია, ბავარიას სახლში 0-2 ამოუქაჩა და მიუნხენში შტურმისთვის მოემზადა. მაროტამ ჭკუა იხმარა და მსაჯი მოისყიდა,თან ბავარიაში წინასწარ ვიდალი და კომანი ყავდა ჩანერგილი. ალეგრი არ დანებდა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ ევრაც მოსყიდული ყავდა ბრუციანს და ლიგის დათმობა მოუწია. წელს ალეგრის მთავარი დასაყრდენი – პოგბა გაუყიდა და ღიპიანი, მაზილა იგუაინი მოუყვანა, თან 90 მილიონი გადაყარა და რა ვქნა ფული არ დამრჩა და ნახევარმცველს ვერ მოგიყვანო. ალეგრიმ ეს ვერ გამაჩერებსო და ლიგაზე და სერიაში თავში მოექცა. მაროტამ ბევრი იფიქრა, ფიზმომზადების მწვრთნელები მოისყიდა და ნახევარი სასტავი გაუტრავმა. ალეგრი არ დანებდა, სქემა შეცვალა და შეუჩერებელი გახდა. მაროტა დილემაში ჩავარდა, მეტი კოზირი არ დარჩა და წელს ეგ ეტყობა ლიგასაც ჩამოიტანს ტურინშიო და არსენალს შეუთვალა – წაიყვანეთ ეგ გადარეულიო… ასე ებრძოდნენ იუვეს მტრები ჯერ კონტეს, ახლა ალეგრის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ…

    შეთქმულების თეორია #1 :lool: :lool: :lool:

  2. Araper kisers ar moitexavs alegri mag tamashs kide didi mnishvneloba saertod ar aqvs anu ro ver moigon tundac.mtavari machi turinshi iqneba chemi azrit alegri mtavar miznad goli ro ar gaushvan magas daisaxav tu gauvardebat kide 1-0 didi arapers cvlis chamoiyvanen turinshi da moaxchoben portus)).am taqtikidac ro itamashos albat pirvel taimshi sheutevs da mere karis usaprtxoebaze izrunebs.didad ar sheutevs me ase mgonia.mtavaria gavalt uechveli))

    1. Wina xazi ki iseti gvyavs ro goli ro gavutanot vis gaukvirdeba))).savaraudot dautmobs kidec moedans maincda mainc pirvelnomrad ar itamashebs da gvadrados gamoiyenebs kontrshetevebze.dididzalebit ar sheutevs tan portos kargi plangebi yavs swrapebi arian centric kargi yavt hereerie dzaan dzlieri naxevarmcvelia.bevr golebs ar velodebi me piradat iseti tamashi iqneba ro saitze kritikosebi iguguneben :lool: .logikuri albat Pre iqneba nainc ver mogvigeben tu ar gauvardebat.tu gagvitanen chemi azrit lixshtaineri-alveshis prtidan)) sashinel pormashi arian orive am alveshs ra chirs ra.exla benatia ro daayena eg ar momewona neta magas xo ar upirebs ro daawyebinos arada ratomac ara rugani.eg machi juves dzalebs ver gazomavs mara mnishvnelovani tamashia asetuise mainc portoa yvelas uchirs mand tamashi.kargi shemadgenlobac yavt mekarec kargi.centrshi gagvichirdeba tumca chveni pliusi sentri xo araa :lool: .saintereso tamashi iqneba im juves albat ver vnaxavt rac gvinda mara mtavaria gavalt 90% darwmunebili var)))

      1. არავის მიმართ არ დამიწერია უარყოფითი კომენტარი, მაგრამ ასეთი ნაბოდიალევი ანალიზი არ მინახავს რა თან ისეთ

          1. Ase iqnebatqo uechveli xo ar vambob chemi azriatqo ase warmomidgenia eg tamashitqo da.raxan maset rames miwer erti dawere midi ra ras piqrob mag tamashze gaakete analizi da mere vnaxavt vin bodialobs.tamashis mere advilia laparaki.dawere sheni analiwi am tamashze ras piqrob?? Dzaan mainteresebs

      2. რაც დაწერე ზუსტად ისე მგონია მეც თუ მაფიოზებმა არ გადაწყვიტეს მატჩის ბედი.არც ის გამიკვირდება ჯუვემ რომ დიდი უპირატესობით მოიგოს მაგრამ ალბათ ნაკლები გოლი და ჩაკეტილი თამაში იქნება.მარტო ჩვენ არ გაუფრთხილდებით კარს,პორტო უფრო დაინტერესებული იქნება მაგით რადგან იციან ტურინში რა ჯოჯოხეთი ტრიალებს სტუმარი გუნდების მიმართ.იუვე დაუმარცხებელი და უძლეველია ტურინში.იტოგში ყველანაირ შედეგს ველოდები ხოლოთ მინიმალური ანგარიშით

  3. პორტუს ალეგრი სერიუზულად მოეკიდე თორე ნამდვილად მოიტახავ კისერს და გვაწყენინებ იუვეს ბალეჰიკებს რაც გინდა ის ტაქტიკა იხმარე ოღონდ ჰედეგი კარგი იყოს და ბაზარი არაა

  4. ოღონდ ლიხშტაინერი არ დააყენო რა ძირითადში, ეგ უკლასო ეგ, მარტო თოხივით ფეხის ამორტყმა რომ იცის ბურთისთვის

        1. ფანობა არა ის მიტყდება მეც იუვეს ფანი რომ მქვია და ლექსოსაც .ან ყველას იმას ვინც მხოლოდ ცუდის დასანახად შემოდის და წერს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.