ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ბონუჩისთან კონფლიქტს ეხმიანება

მასიმილიანო ალეგრიმ სიტუაცია განმარტა…

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბონუჩისთან მომხდარ უთანხმოებაზე ისაუბრა, რომელიც პალერმოსთან შეხვედრაში, მესამე ცვლილების დროს დაფიქსირდა.

ფეხბურთელი შეცვლას ითხოვდა და საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა. საფინალო სასტვენის შემდეგ კი ტრადიციულ აღნიშნვაზე უარი თქვა და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

ჟურნალისტებმა გაშიფრეს სიტყვები, რომელიც მწვრთნელმა და უკანაზახელმა გაცვალეს.

ალეგრი: “მოკეტე და თამაშზე იფიქრე”
ბონუჩი: “წადი შენი”

ამასთან დაკავშირებით ალეგრიმ სპეციალური განცხადება გააკეთა.

“ასეთი რაღაცეები ხდება. ჩემს შემადგენლობაში 3 მოთამაშე იყო, რომელიც შეცვლას ითხოვდა. გაუგებრობა მოხდა, თუმცა ეს პრობლემა არაა, ასეთი რამ ხშირად ხდება..

ბონუჩი მწვრთნელობას სწავლობს? შესაძლოა ის მომავალში გახდეს კიდეც, თუმცა იქამდე დიდი დროა და ბევრი უნდა ისწავლოს.”

როგორც ცნობილია, მომხდარის შემდეგ კლუბმა ლეონარდო ბონუჩი დააჯარიმა.

83 thoughts on “ალეგრი ბონუჩისთან კონფლიქტს ეხმიანება

  1. არასდროს გამიხარდება იუვეს კრიზისი არცერთდონეზე არავის გამო.იუვე მიყვარს 93 წლიდან და არცერთი წამი არ მახსოვს იუვეს რამე არ მიყვარდეს

    1. მითუმეტეს რომ 93 წლიდან ხარ. თვით ტრაპატონის არ მოუპოვებია 100 თამაშში 75 გამარჯვება ,მიუხედავად იმისა რომ მაშინ სერია ა სხვა დონის იყო არ აკნინებს ეს ალეგრის ღვაწლს. კონტესაც აჯობა ლიპისაც. და მოდი პატივი ვცეთ ჩვენს მწვრთნელს და დავუდგეთ მხარში და დავივიწყოთ ეს აკვიატებები

    1. და კიდევ ლექსო სანამ ამ პოსტს წაიკითხავდი რას წერდი ალეგრიზე შე ჩმორო დაახვიე აქედანო ხო? ალბათ როგორ გაგახარა ამ პოსტმა თითქოს მილიონი მოიგე და მოგეცა კიდევ ბევრი დაწერის საბაბი.

  2. ალეგრის დადებითი მხარეა ახალგაზრდა ფეხბურთელების გახსნა,სხვაში კი აშკარად სუსტია

  3. ცასაფრებულის პოზიცია ნამდვილად ცუდია,და ღმერთმა ქნას ალეგრისთან ერთად მოვიგოთ ლიგა,მაგრამ შეფასებები ყოველთვის შეიძლება

  4. რეალისტი ჩვენ ხომ ყველას იუვე გვიყვარს,გულწრფელად მითხარი არ გინდა იუვეში ალეგრიზე მაღალი დონის სპეციალისტი?

    1. ალეგრი ჩვენი მწვრთნელია ამჟამად და გვინდა წარმატებები მოგვიტანოს, რისკენაც მიდის მშვენივრად. თანადგომაა საჭირო და არა ჩასაფრება, ფეხი როდის დაუცდება. ალეგრი ინტელიგენტი კაცია, მშვიდი და მეგობრული ურთიერთობის მომხრეა. დიბალამ რა მოიგო მაგით? ბოდიშის მოხდა მოუწია, ლიხტაც გაამწესა სკამზე და არც ბონუჩის ამართლებს ვინმე, მაგასაც მოუწევს მობოდიშება. აქ ალეგრი არაა მარტო, ეს კლუბის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს. დარწმუნებული ვარ მძიმე საუბრები ექნებოდათ ნედვედს, ანიელის, თუნდაც ბუფონს. ერთიანობა იყო იუვეს მთავარი ფუნდამენტი ყოველთვის და არავის მისცემენ მისი დარღვევის უფლებას!

    2. იცი რა ჩემო ლექსო სურვილი და რეალობა სხვადასხვა რამეა,აი თორნიკეს სურს იუვეში 30 ივე იტალიელი იყოს, თუ ბაჯოს,ვიერის,ინძაგის დელ პიეროს,ტოტის კანავაროს,მალდინის,ბარეზის,ნესტას,თუნდაც ძამბროტას და ტაკინარდის დროს დააბრუნებს უკან გაშლილი ხელებით მივეგებები ყველას.მაგრამ ხომ ხედავთ დღეს არ არიან მათნი დონის იტალიელები და იმიტომ არის იუვეში ბევრიიონერი.ზოგჯერ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი და არა თქვენს სურვილს.

    3. ეს უფრო აკვიატებაა შენგან და არა სურვილი.სეზონის დასაწყისში ერთი იგუანის რომ აკრიტიკებდა და ლანძღავდა ამ მძორში გადაიხადეს 90 მილიონიო,ამ მძორმა უკვე 22 გოლი გაიტანა და ისიც აღარ გამოჩენილა კარგა ხანია, შენს ასე არ მოგივიდეს და ნიკის შეცვლა არ მოგიწიოს

  5. სონი კარგად ჩამოაყალიბე შენი აზრი,მაგრამ მწვრთნელი უნდა აგვარებდეს ასეთ რამეს,იგივე პრობლემა ლიპიმ პირველივე სეზონში მოაგვარა …ეს სისუსტე აისახება გუნდზე დიდი მატჩებისდროს

    1. Lipisac hqonda msgavsi problemebi roberto bajostan da kidev bevrtan da yvela triners aqvs afsoliturad. Contesac hqonda problemebi diego coshtastan tan ufro seriozuli problemebi fergisonsac hqonda msgavsi problemebi

  6. სამარცხვინოა იუვეს მწვრთნელი რომ იმათი დასაცავია ვინც იცავს.ამიტომაც არის ალეგრი უსუსტესი რგოლი იუვეს

    1. და ევროპა ლიგაზე ვინ გაიყვანა? მილანისტმა ალეგრიმ,მილანს რომ მოუგო თასის ფინალი იმიტომ გაძვრა სასუოლო და არა დი ფრანჩესკოს დამსახურებით

  7. Rbilia rbili dzaan milanidan moyolebuli meramdene shemtxvevaa ukve iqit zedorpi akachavebda aqet eseni. Aqet mtlad gablatavdnen lawiraki bavshi eblataveba))) rato shemcvaleo)) da ramdeni aseti paqtic ar gaxmaurebuli vin icis to tan warmoidginet chventan shedarebit wynari da shegnebuli motamasheebi arian vidre sxva klubebshi.paqtia ver aqvs kargi urtiertoba pegburtelebtan da verc bossia gundshi. Iseki bonuchisgan ar velodi mzgavs konpliqts mainc. Sheidzleba urtiertobashia alegri strani tipi an rame….. Es situacia gunddze aisaxeba rac cudia dzaan tan mere sheidzleba sturaro gamoxtes da echxubos da atase aseti ram.meramdene shemtxvevaa am mokle droshi tan ase saxalxod da shignid ra gdeba vin icis?? Buffon mixede saqmes magas shen unda agvarebde.ai ratom yavdat gundshi pepe bolos exla xvdebit??? Yvela magas idzaxda sauketesoao.. Igive padoini))) tundac evra da tundac storari etqmodat sityva rac mnishvnelovania aseti ragac sad xdeboda adre. Mesame shemtxvevaa ukve ert tveshi to… Asedros egreve unda dasajo pirvel shemtxvevaze ro sxvam ver gabedos aman kide gaatara gaatara da aha…. Rbilia dzaan rbili da didi minusia tumca sheidzleba ar icis rogor unda miudges…. Aba kontes etyoda bonuchi wadi shenio :lool: sheidzleba ecema))) da moketes magivrad kontes sheidzleba upro uzrdelurad etqva daje…. Me ver warmomidgenia kide ro dybala xels ar artmevs kontes :lool:

    1. კი მაგრამ ალეგრი თუ ასეთი დამთმობია სად არის ნედვედი სად არის ანიელი? ბოლო ბოლო ელკანი სად არის ხომ უნდა გაუასნოს ახირებულებს რომ ე მანდ ტქვენ არაფერი შეგეშალათო ?

  8. რეალისტი
    Ra unda dafiqrde? Fexburtze 1 da swori azri AR arsebobs, me alegris sashualo donis mwvrtvnelad vtvli da dris meti veravin ver ityvis me var martali Tu Shen, ager otxshabats eqneva ligaze tamashi da vnaxavt Ra donecaa, mwvrtvneli Ari konte da kontestan aranairi msgavseba ro AR aq alegris magas yvela xedavs. Am iuventusit 2014 wlis mere skudetos del neric moigebda, Shen Tu sxvanairad tvli chatvale, vin geubneba chemsavit ifiqretqva? AR waikitxo saertod chemi komentari, iseve rogorc me AR vkitxulob shensas :chuvak:

    1. მეც ვთვლი რომ საქართველოს დავით აღმაშენებელი ჭირდება ახლა და რადგან დიდი ხნის მკვდარია უნდა გავაუქმოთ ქვეყანა ან დავითი და ან არავინო?

  9. ალეგრი უკვე ნერვებს მიჰლი ნამეტარი დამთბობი გახდი სიმკაცრე ზომიერების ფარგლებჰი უნდა გამოაჩინო

    1. შეცვლისას ოვაციები მომინდომა ბიჭმა, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ერთი მიქარვა და ხელფასი უნდა ჩამოუჭრან და სკამი ახეხინონ

    1. ნეტავ სესაძლებლობა იყოს აქ დაბლოკვის კომენტარი რომ არ გამოჩნდეს. ხო ალეგრი არაა იუვეს დონის და გროსო და დი ფრანჩესკოა. შენ ბაცჰილავა ხარ ხომ გვარად?

    2. ლექსო ანთია გყავს აგერ თანამოაზრე გააკეთეთ სხვა საიტი დ აუკომენტარეთ ერთმანეთს. მე რომ ჩემი აზრი მქონდეს და 10000% ით ვიყო მის სისწორეში დარწმუნებული ერთი ორი ათი ოცო ასი კაცი რომ მეტყვის რომ მართალი არ ხარო დავფიქრდებოდი ნუთუ მართლა ვცდებითქო?

    1. როდის უნდა დაგვასვენო შენი სექტური აზროვნებით? დავირალეთ დავირალეთ დაგვასვენეეეე.ალეგრი თუ მილანისტაა ბერარდი ინტერისტაა და თუ ალეგრი ა რგინდ აიუვეში ბერარდი რატომ გინდა?

  10. მესამასე თამაშს ვატარებო და შეცვლით ტაშს დამიკრავს ტრიბუნაო, ნახეთ რა ერთი ამას როგორ ავარდნია თავში, აზრზე მოდი ბიჭო არაფერი შეგეშალოს,არავის აინტერესებს მერამდენე თამაშს ატარებ მთავარი კლუბია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.