ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო იუვეს ელჩი გახდება

ლეგენდა ტურინში ბრუნდება…

Football Italia-ს ცნობით, მას შემდეგ რაც ანდრეა პირლო ნიუ-იორკ სიტის შემადგენლობაში კარიერას დაასრულებს, ტურინში დაბრუნდება. ფეხბურთელს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის ბიანკონერებს ახალ როლში მოევლინება.

უცნობია, როდის გეგმავს ლეგენდარული ნახევარმცველი ბუცების დაკიდებას, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ პირლო ბიანკონერის ოფიციალური ელჩი გახდება იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ ანდრეას ამერიკელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.

6 thoughts on “პირლო იუვეს ელჩი გახდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.