ალვეში: “იუვე ისეთივეა გამარჯვებულია, როგორც მე”
ბრაზილიელი ტურინელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს…
დანი ალვეშმა ესპანურ გამოცემა Abc-ის საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასა და იუვენტუსზე ისაუბრა.
“ჩემი კომფორტული ზონიდან წასვლა და უდიდეს კონკურენციაში ჩაბმა ვარჩიე კლუბში, რომელსაც უდიდესი ტრადიციები და გამარჯვების მენტალიტეტი აქვს..
თავს გამარჯვებულად ვგრძნობ. იუვენტუსიც გამარჯვებულია. ეს გუნდია, სადაც ყოველთვის ისწავლი რაიმე ახალს. აქ ბედნიერი ვარ, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელსაც ამ უდიდეს კლუბში წავაწყდი..
მომწონს, როდესაც ხალხს ჩემი ნახვა ისევ უნდა. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ხშირად იწერებოდა ჩემი წასვლის შესახებ, თუმცა ეს პირდაპირ არცერთი ხელმძღვანელობის პირს არ უთქვამს. მათ ელემენტარული პატივისცემა არ გამოუჩენიათ. ისინი ჩემთან მას მერე მოვიდნენ, რაც ფიფამ ტრანსფერები გაკეთება აკრძალა..
ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ბოლომდე მისვლა შეუძლია. ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა საკმაოდ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით. პორტოს კასილასი ლიდერობს. ვნახოთ რა მოხდება.”
ყოველთვის მაგარი ფეხბურთელი იყო და არის.მაგრად მომწონდა სევილიიდან მოყოლებული
პორტუში ლიხშტა ათამაშონ ნეტავი იმიტომ რომ წინ კვადრატა გვყავს და ლიხშტა შეტევებს ჩაკეტავს ალვეშის დაცვაში ნაკლებად მჯერავს
მადლობა სიახლეების გაშუქებისთვის, მაგრამ ამ ინტერვიუდან ბევრი მნიშვნელოვანი რამა რაა გადათარგმნილი. მაგალითად ალვეში ამბობს, რომ მათ ვინც ახლა ბარსელონაში გარბიან, წარმოდგენა არ აქვთ თუ კლუბი როგორ ექცევა ფეხბურთელებსო.
გეთანხმები მეგობარო )) არა საწყენად ადმინებისთვის, მაგრამ არასრულ თარგმანში ხშირად იკარგება არსი. ამას წინათ ალეგრის ინტერვიუ გამოქვეყნდა, მაგრამ მთავარი აზრი ყურადღების მიღმა დარჩა. ჩემი თხოვნაც იქნება – ნაკლები ინფორმაცია სჯობს და უფრო მეტად სრულყოფილი რასაც გვაწვდით. სჯობს ჭორებს და ვერსიებს ნაკლები დრო დავუთმოთ და ოფიციალური ინფორმაცია სრულყოფილად გამოვაქვეყნოთ.
წარმატებები.გამარჯვებულის მენტალიტეტი ყველაზე მეტად გვჭირდება,პირვენ ნომრად ყველა გუნდთან.იუვესი ისევე უნდა ეშინოდეთ როგორც ლიპის დროს
უნდა მოიგოთ აბა რა