ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩმა შესაძლოა პორტუსთან შეხვედრა გამოტოვოს

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის წინ ლიდერებს კარგავს…

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა პორტუსთან გასამართი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვოს. ასევე პრაქტიკულად გამორიცხულია ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის თამაშიც, თუმცა სამივე მათგანის საკითხი დღეს გახდება ცნობილი.

კიელინიმ დაზიანება კალიარისთან მატჩში მიიღო და მას მერე უქმად უწევს ყოფნა, ისევე როგორც ანდრეა ბარძალის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის ნაკრების დაცვის წევრებმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ. დაცვის ხაზში ლეონარდო ბონუჩის მეჰდი ბენატია შეუწვილდება.

ნახევარდაცვის ხაზში საეჭვოა მირალემ პიანიჩის გამოჩენა. ბოსნიელს ტერფის დაზიანება აღენიშნება.

სავარაუდო შემადგენლობა პორტუს წინააღმდეგ:(4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი; ბონუჩი; ბენატია; სანდრო; ხედირა; მარკიზიო; კუადრადო; დიბალა; მანჯუკიჩი; იგუაინი.

9 thoughts on “პიანიჩმა შესაძლოა პორტუსთან შეხვედრა გამოტოვოს

  1. შეტევას არ დაშლის,აი დაცვაში კი ბენატია არა მგონია დააყენოს,რუგანი და ბინუჩი იქნებიან

  2. მგონი ალეგრის აღარც ეკითხებიან შემადგენლობას – ფეხბურთელები თვითონ წყვიტავენ ვინ გავიდეს სათამაშოდ. :chuvak: პორტოსტან ესეთი შემტევი შემადგენლობა არა მგონია ალეგრის იდეა იყოს :chuvak:

  3. ალეგრის ზომიერება ამ შემთხვევაში მისაგებია ჩემი აზრით ეხმარება პროგრესში.ისე ბენატიას თამაშს ამის დაყენება მეც მირჩევნია

    1. ბუფონმა როგორც კაპიტანმა პირველ რიგში უნდა აუწიოს ყური ვისაც ეკუთვნის.

      დალშე კლუბმაც სანქციები უნდა აარტყას ეგეთებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.