ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ბონუჩი სათადარიგოთა სკამზე დარჩება”

ჩემპიონთა ლიგამდე 1 დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა…

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პორტოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრეს-კონფერენცია გამართა. ალეგრი ჟურნალისტებს ღიმილით და მხიარული განწყობით შეხვდა.

“პორტო ჩემპიონთა ლიგაზე საოცრად გამოდის. მათ 27 სექტემბრის შემდეგ არ წაუგიათ. გაუშვეს ცოტა გოლი და თავად 10-ჯერ გაიტანეს. ბოლო წლებში მათ მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის ჩელსი დაამარცხეს. ჩვენ ვიცით რა სირთულეები გველის წინ, გოლების გატანა გვესაჭიროება..

ბონუჩი? ხვალ ის სათადარიგოდან დაიწყებს, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება გუნდისთვის, კომპანიისთვის და ჩემთვის. გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღეთ. ამასთან მინდა განვაცხადო, რომ არც ჩემი რეაქცია ყოფილა სხვებისთვის მისაბაძი. ლეო ჭვიანი პიროვნებაა, ის მიხვდა რა მოხდა. მომავალში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული..

ბარძალი და კიელინი? ისინი კარგად არიან. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, რადგან გუნდი ერთად უნდა იყო, თუმცა შაბათს ემპოლისთან შეხვედრა გველის, შემდეგ კი ნაპოლი და კოპა იტალია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ზოგმა შაბათს ითამაშა, ზოგს ოთხშაბათს მოუწევს თავის გამოჩება. ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემს გუნდში კონკურენცია დიდია..

გუნდი ბონუჩის გარეშე? გუნდი მზადაა და მოტივირებულია. არ ვფიქრობ, რომ ბონუჩის სიტუაცია ჩვენზე იმოქმედებს. ეს ჩვენ უფრო დიდ ემოციებს და მოტივაციას გვმატებს. ვფიქრობ, 25-ივე მოთამაშე მზადაა..

რატომ დაისაჯა მხოლოდ ბონუჩი? მარტივია. ეს რომ ადრე მომხდარიყო, ბონუჩის სიტუაციას თავიდან ავიცილებდით. ეს ცხოვრებაა..”

21 thoughts on “ალეგრი: “ბონუჩი სათადარიგოთა სკამზე დარჩება”

  1. სათადარიგოთა სკამზე კი არა ტრიბუნაზე იქნებაო, ასე თქვა. ანუ არ ითამაშებს ბონი. პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა.

  2. ისე მაგარი პასუხი გაუცია ალეგრის მოკეტე და ითამაშეო. თან ვის ეუბნება მილანისტი იუვენტინოს. ბონი არის ფიგურა იუვეში. ახლა ჯიჯის რომ უთხრას ესე. სთხოვა ტიპმა შეცვლა და ამაზე ასეთი უხეში პასუხი რა პონტია? რომ შეეცვალა რა მოხდებოდა? მეტად მომხდარა ესეთი რამ? ლიპი ამ შემთხვევაში ბონის რომც არ ეთხოვა ისე შეცვლიდა რა. ეჰ ლიპისნაირი ტრენერი როდისმე გვეღირსება.

    1. Trava ar hqonda da araferi rato unda shecvala? Bufoni arasdros ityvis shemcvaleo tu trava ar aqvs da bonuchis 300 tamashi rom daugrovda jveshi magito undoda shecvla rom tashi daekrat. Bufonma me 300 tamashze an me 500 tamashze moitxova msgavsi? An delpierosdan gaxsovt msgavsi ram? Bonuchi magra mevaseba magram mouvida shecdoma

  3. ძვირი არ დაგიჯდეს ალეგრი ახლა მაგის დასჯა თორე დღეს კისერის მოტეხვას არავინ გაპატიებს არცერთი იუვეს ბალეჰიკი და ეს იმედია ეს იცი ალეგრი მე პირად ნებისმიერი ანგარიჰით ნიჩიით კმაყოფილი ვიქნები რადგან მაინც ტურნჰი უნდა გავინაღდოთ ჰემდეგი ეტაპი და თუ მოიგებთ ამას რა ჯობია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.