ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე ისკოზე ზეწოლას აძლიერებს

ესპანელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს…

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო ზაფხულში გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. შუახაზელი აღარ მალავს სათამო დროის სიმცირით გამოწვეულ უკმაყოფილებს, რასაც ჯერ კიდევ გაუხანგრძლივებელი კონტრაქტიც მოწმობს.

“მე მშვიდად ვარ, თუმცა ფეხბურთელის კარიერა მოკლეა. ჩემი მთავარი სადარდებელი სათამაშო დროა. ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ.”

ესპანელს, რომელიც კასემირო-კროოსი-მოდრიჩის ტრიოს ჩრდილშია, ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

Marca-ს ცნობით, ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ისკოს გაფორმებით ინტერესდება მანჩესტერ სიტია. ქალაქელთა მთავარ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას თანამემამულის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

იტალიური პრესის თანახმად კი იუვენტუსი აქტიურ ფაზაში გადასვლას და ტრანსფერზე ხელის სერიოზულად მოკიდებას გეგმავს, თუმცა როგორც ინტერვიუებიდან ჩანს თავად ისკოს ბრიტანული ვარიანტი უფრო ხიბლავს.

18 thoughts on “იუვე ისკოზე ზეწოლას აძლიერებს

  1. ხვალ იუვე გახევს პორტოს. მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ბავარია მოიგებს. იუვემ ვერ მგონია თუნდაც ფინალამდეც მიაღწიოს.

  2. ხვალ ბონუჩი არ იქნება სკაიმ დაწერა დაისაჯა და კარგია აზრზე უნდა მოვიდნენ ბევს აქვ თავში ავარდნილი არა და არაფრიშთვის მიუღწევიათ ჯერ. ჩემპიონი ჯერ ხასიათით უნდა იყო რო მოედანზე გადაიტანო ეგ თვისებები …

  3. ხვალ ბონუჩი არ იქნება სკაიმ დაწერა დაისაჯა და კარგია აზრზე უნდა მოვიდნენ ბევს აქვ თავში ავარდნილი არა და არაფრიშთვის მიუღწევიათ ჯერ. ჩემპიონი ჯერ ხასიათით უნდა იყო რო მოედანზე გადაიტანო ეგ თვისებები …

  4. Ise inters ra magari shemadgenloba yavda to mourinios xemdzgvanelobit ramodenime wlis win dzaan magari kamanda yvela poziciaze.exla ragac video gamechita ligaze ro shalkes xvdeboda noiers ro stankovichma dzaan magari gautana centridan au ra sheugdo)))))) dzaan magari iyo stankovichi dzaan.ise ase uceb ra shemadgenlobebi yavdat milans inters da uceb rogor gaparchakdnen

  5. მერე მენეჯერი რისთვისაა თუ ესენი ვერ გადმოიბირე.გამზადებულ კონტრაქტებს ხო მეც გავაკეთებ როგორიც იგუანის და პიანიჩის კონტრაქტები იყო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.