ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: “კასილასი ბრწყინვალე ფორმაშია”

ჯიჯის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია…

ტურინის იუვენტუსის კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი პორტოსთან მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა.

“შედეგების და ჩვენი თამაშის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი პერიოდი გვიდგას. ვიცით, თუ რა მნიშნველობა აქვს ამ შეხვედრას და რამდენად ძლიერია მეტოქე. უკანასკნელ წლებში პორტო ყოველთვის ახერხებდა მიზნის მიღწევას და ტურნირებს საუკეთესოთა შორის ასრულებდა. მათ დიდი ევროპული გამოცდილება აქვთ და ჩვენც პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ..

ბოლო წლებში საკმაოდ დიდ პროგრესს განვიცდით. ევროპაში პატივისცემაც დავიმსახურეთ. ეს ყველაფერი იმის წყალობით შევძელით, რომ ჩვენ ყველა შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით ვუდგებით. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ საც შეიძლება შორის წახვიდე ასეთ ტურნირზე..

ბონუჩის სიტუაცია? ასეთი რამ ხშირად ხდება გუნდებში, სადაც მაქსიმალურად დიდი კონკურენციაა. ვფიქრობ, იუვე ახლა საფეხბურთო ელიტაში იმყოფება, ასე რომ ასეთი სიტუაციები საკმაოდ ნორმალურია. ასეთი შემთხვევები ხდება გუნდებში, სადაც დონე მარალია..

არ ვიცი ითამაშებს თუ არა ლეო. მწვრთნელს ჯერ ძირითადი შემადგენლობა არ დაუსახელებია, ასე რომ ვნახოთ. ამ სიტუაციაში ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ, ჩვენს გუნდში თამაშობის უნიჭიერესი, უძლიერესი და საკუთარ თავში დარწმუნებული ლეო, ამიტომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მსხვერპლს გუნდის წარმატებისთვის გაიღებს. ლეო თავაზიანი ბიჭია, რომელსაც ნამდვილი იუვენტუსის სული აქვს..

თვითმფრინავში მითხრეს, რომ ეს ჩემი მე-100 შეხვედრა იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. სიმართლე რომ გითხრათ, მე უფრო მეტი მეგონა..

კასილასი? ის ჩემი კოლეგაა, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდი და ახლაც ასეა. მან რთული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ახლა ის ბრწყინვალე ფორმაშია.”

22 thoughts on “ბუფონი: “კასილასი ბრწყინვალე ფორმაშია”

  1. დაიდო სასტავი იუვეს საიტზე:

    ბუფონი,

    ლიხშტა, ბარძალი, კილო, სანდრო,

    ხედო, პიანიჩი,

    კუდრატა, დიბო, მანჯუკა,

    იგუ

    ფორცა იუვეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!

    :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. რა უსამართლობაა რა არის, ძაძა ისე როგორ გაუშვეს ტურინში ძეგლი რო არ დაუდგეს, მტრედებიც საკაიფოდ დააბირჟავებდნენ ზემოდან.ტეხავს პროსტა, იუვეს ხელმძღვანელობა საერთოდ არ ცემს პატივს თავის ფეხბურთელებს რა.

  3. ეხლა ბევრ იუვეს ბალელშიკს უდევს მაყუთი ალაბათ იუვეზე :c:

    მე როცა უეჭველი უნდა ვუყურო იუვეს თამაშს, არ ვდებ მაყუთს ტოტოში, იმიტომ რომ თუ დავდე მერე ვნერვიულობ და გემოს ვეღარ ვატან თამაშის ყურებისას :c:

    ეხლა რისი თქმა მინდოდა – მჯერავს რომ აღმავლობის გზაზე ვართ, ფსიქოლოგიური დაძაბულობა უნდა ჩაცხრეს კლუბში, ალეგრიც უნდა დარჩეს იუვეში 2-3 წელი მაინც და ჩემი სურვილი ასულდეს ზაფხულში ვერატი ან კროოსი უნდა დაიდოს.

    ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    :forza: :forza: :forza:

  4. ბიჯოოო ….. :lool:

    ხელმძღვანელობამ ალეგრიც უნდა დასაჯოს ფინანსურად ბონუჩისთან ჩხუბის გამოო, გადაირევი რაა :lool: :lool: :lool:

    ან ერთია დამნაშავე ან მეორე, ორივე რა პონტია, მაშინ შინაურულად მოეყომარებინათ და საქვეყნოდ ნუღა გაიხდიდნენ თავს :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.