ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონინსენია: “ბონუჩის სასჯელი შეცდომაა”

ლეგენდარული ფეხბურთელი ალეგრის გადაწყვეტილებას იწუნებს…

ლეგენდარული ფეხბურთელი რობერტო ბონინსენია თვლის, რომ იუვენტუსი დიდ შეცდომას უშვებს ლეონარდო ბონუჩის ტრიბუნაზე დატოვებით.

“ვთვლი, რომ ბონუჩი უნდა დაჯარიმებულიყო, თუმცა საქმე ტრუბინებამდე არ უნდა მისულიყო. ეს შესაძლოა დიდი შეცდომა გამოდგეს, ფაქტიურად საკუთარ კარში გაშვებული გოლის ტოლფასი. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ რას ნიშნავს მწვრთნელის გადაწყვეტილება და მას პატივს უნდა სცემდნენ..

ჩვენ რთული შეხვედრა გველის. 5 სკუდეტოს შემდეგ, იუვე ლიგაზეა კონცენტრირებული, რომელიც დიდი ხანია არ მოუგია. პორტუ მართლაც სერიოზული მეტოქეა..

მე ალეგრის მიდგომა მომწონს. მან როგორც იქნა იპოვა სისტემა, სადაც მანჯუკიჩი გუნდს შემტევ ძალას მატებს, განსაკუთრებით სტუმრად. დიბალას ვამჩნევ, რომ საკუთარ მოედანზე უკეთ ასპარეზობს. გულშემატკივრების თვალწინ ის უფრო მოტივირებულია. გასვლაზე კი მას მეტოქის მცველები მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ და თავად არგენტინელიც უფრო შებოჭილია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Vigaca rodisme xo unda daisajos. Mashin yvelas unda gautaron

lasha naxucrishvili
8 years ago

დასასჯელი იყო და სწორადაც მოიქცა მაქსი აი სხვებზე რო თვალები ხუჭა იმიტომაც მიყვნენ სხვებიც.აი დიბალა კიდე ხო და ამას საიდან მოუვიდა თავში ასეთი სისულელე ტო არ მჯერა :|

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მართალია ეს კაცი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
8 years ago

ვერაფელს იტყვი მართალია ეს კაცი,მაგრამ ბონი მართლა უნდა დასჯილიყო,პროსტა დანარჩენებს თუ გაუტარეს ეგეც უნდა გაეტარებინათ

ფიცხელა
ფიცხელა
8 years ago

“კალჩოპოლის” მოსამართლე, კარლო პორჩედუ—ამის ინტერვიუ დადეთ რა, იუვეს დასჯა შეცდომაა იყო, მტკიცებულებების გარეშე დავსაჯეთო, სამართლიანად მოიგეს სკუდეტოვო

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აუ მეც ეგ მინდოდა დამეწერა. იტალიაში პრესა სულ ამ კომენტარზე მსჯელობსო. კარგი იქნება აქაც რომ დადოთ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Mashin jve daichagra yvelaze metad da ramxela zarali naxa. Mashindel jves italiashi konkurencias veravin ucevda rashi chirdeboda chacyoba ar mesmis. Chemi azrit jvem tavisi simartle unda damtkicos da italis fexburtis bederacidan an mtavrobisgan soliduri fuladi anazgaureba unda migos minimum 500 milioni da dakarguli 2 skudeto daibrunos seria B-shi yofnas es mainc ver anazgaurebs magram mainc

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x