იუვენტუსი აეროპორტში შეყოვნდა
ტექნიკური გაუმართაობის გამო ფრენა გადაიდო…
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, პორტოსთან(2:0) გამარჯვების შემდეგ, პროგრამის მიხედვით იუვენტუსი იტალიის დროით 20.45 წუთზე ტურინში უნდა ყოფილიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ალეგრის გუნდს პორტუგალიაში დარცენა მოუხდა.
შეფერხების გამო მოთამაშეებს და გუნდის პერსონალს მწვანე შუქის ანთებამდე სასტუმროში მოუწევთ დარჩენა. რაც შეეხება ემპოლისთვის დაგეგმილ სავარჯიშო პროგრამას ალეგრი ტურინში დაბრუნების შემდეგ ხელახლა შეადგენს.
იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ გადადებული ფრენის გამო მაქსი შეგირდებს 1 დღიან დასვენებას გამოუყოფს.
ყველას ვისაც არ მოგწონთ ჩემი შეხედულება მაგრამ გიყვართ იუვე გაიხარეთ…და იუვემ გაგვახაროს ლიგის თასით წელსვე
ეგ თავისთავისთავად ძმაო აბა რა გაიხარე და წარმატებები ყველაფერჰი
განსხვავებული აზრი აგრესიას იწვევს აქ.არადა უნდა გვიხაროდეს ბევრი რომ ვართ.ყველას იუვე გვიყვარს და ესაა მთავარი
ტრანფერზე ,ტაქტიკაზე,სატავზე და რავიცი რაზე არ ვიკითხე და არავინ მპასუხობს
საფეხბურთო თემაზე ერთი ორი აზრი რომ ვნახო კომენტარებში,დანარჩენი ფეხბურთის გარდა ყველაფერზე მიდის აქ განხილვა