ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პორტო : “აბსურდული არბიტრობა”

პორტოს ნახევარმცველს ფეხზე 17 ნაკერი დაადეს…

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იუვენტუსთან(0:2) მარცხის შემდეგ, პორტუგალიური პრესა აქცენს გერმანელ არბიტრზე ფელიქს ბრიხზე აკეთებს, რომელმაც შეხვედრის მანძილზე რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

პრესაში გავრცელდა პორტოს ფეხბურთელის ჰექტორ ერერას ფოტო, სადაც ნათლად ჩანს რა მდგომარეობაშია მისი ფეხი ლიხშტაინაერთან შეჯახების შემდეგ. ნახევარმცველს საავადმყოფოში 17 ნაკერი დაადეს. ამ ეპიზოდში კი შვეიცარიელი მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა მატჩის შემდეგ აღშფოთება გამოთქვა მსაჯობაზე:

“მატჩი ალექს ტელესის გაძევებით დაიწყო, თუმცა შეხედეთ ერერას ფეხს. ეს საშინელებაა. ეს ფეხბურთი არაა. აბსურდული არბიტრაჟი. ფეხბურთი მხოლოდ 2 წუთი გაგრძელდა.”

13 thoughts on “პორტო : “აბსურდული არბიტრობა”

  1. კაროჩე მანდ, ახალი წესების მიხედვით მგონი აფსაიდია. ფეხით სადაც დგას არ არის წინ დიბალა, მაგრამ ტანით წინ არის ანუ გადახრილია კარისკენ ტანით, თუმცა ფეხით მცველთან ერთ ხაზზეა ან შეიძლება უკანაც. თუკი არა აქვს მნიშვნელობა სხეულის რომელი ნაწილით ხარ წინ მაშინ აფსაიდში ითვლება

    და სწორიცაა ალბათ, შეიძლება თავით გაგაქვს გოლი და ფეხით სულაც არ იყო აფსაიდში

  2. იუვენტუსი რო იგებს ეგრევე მსაჯებს რატო აბრალებენ???წინა წელს ბავარიასთან რო მსაჯმა ორივეთამაშში უამრავი “შეცდომა” დაუშვა და თან ყველა იუვეს საწინააღდეგოდ იმაზე რატო ხმას არ იღებდა არავინ.გუშინ ის ასპროცენტიანი გასაგდები იყო და პლუს გოლიც არ ჩათვალეს და ამას ეს ფეხი თუ ასე ქონდა როგორ ჩაამთავრა მთელი ტაიმი ასეთი ტრამვით,ეს ხომ აბსურდია,თან მსაჯმა რეაგირება მოახდინა და ყვითელი მისცა,მაგაზე მეტს ვერაფერს ვერ გააკეთებდა.ამოვიდა ყელში იმის შიში მოგებას შეგვარგებენ თუ არა და ვინმე ოდესმე თუ აღიარებს რო მართლა მოგვიგესო :blin:

  3. მართლა არასამართლიანი მსაჯობა იყო, რადგან ტელესი პირაპირ წითელით უნდა გაეგდოთ კვადრატა რო მოჩეხა და მერე დიბალას გოლზე რატო არავინ არ იძახით არაფერს? ტიპი არ იყო თამაშგარეში, გაამეორეთ და ნახეთ…

  4. რა პონტი იყო ეხლა ამის გამომზეურება იმათი მხრიდან, და მსაჯზე აპელირება. ეხლა ჭრილობა საიდან უნდა დაენახა მსაჯს, და ისე რაც გამოჩნდა მაქსიმუმი იყო ყვითელი ბარათი

    ფაქტია, რომ ლიხტა ბურთზე ცდილობდა ჯერ თამაშს საგოლე სიტუაცია იყო და კარში გადაგზავნა უნდოდა ბურთის.

      1. გასაგებია, მარა ფაქტია ყვითელი ბარათი მისცა მსაჯმა ლიხტას, არ დამიწერია არ უნდა მიეცათქო

  5. რა გაახურეს საქმე! ტელესი სხოდუ გასაგდები იყო კუადრადოს ეპიზოდისას და რა უნდათ? ხო ასე ქონდა ფეხი და ტიპმა ბოლომდე ითამაშა?!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.