ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პორტო – იუვენტუსი (ფეხბურთელების შეფასებები)

tuttosport გვთავაზობს ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებას ჩემპიონთა ლიგის მატჩში…

ბუფონი 6 – ჯიჯის ბევრი საქმე არ ჰქონია. 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე.

ლიხშტაინერი 6.5 – დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის განაცხადს, რათა შესაძლებლობები წარმოგვიჩინოს. ტელესის გაძევებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ალვეში 6.5 – შემოვიდა მეორე ტაიმში და მორიგი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. 2 გოლით გუნდში იგუაინის შემდეგ ლიგაზე საუკეთესოა.

ბარძალი 6 – ანდრეას მოედანზე დისკვალიფიცირებული ლეონარდო ბონუჩის შეცვლა უწევდა. ინტელიგენტი, მშვიდი, გაწონასწორებული. დაცვაში ბევრი საქმე არ ჰქონია.

კიელინი 6 – თავიდან უწევს ადრე სილვას წინააღმდეგ თამაში, ტელესის გაძევების შემდეგ მხოლოდ შეტევების წამოწყებით იყო დაკავებული.

ალექს სანდრო 7 – ბრწყინვალე მატჩი ყოფილი თანაკლუბელების წინააღმდეგ. ალვეშის გოლის ეპიზოდი სწორედ სანდრომ დაიწყო.

ხედირა 6.5 – არაზუსტი დარტყმები, თუმცა მოედნის ცენტრს კარგად აკონტროლებდა.

პიანიჩი 6 – მოქმედებისთვის საკმაოდ პატარა სივრცე ჰქონდა. როგორც კი ბურთს მიიღებდა მასთან მაშინვე რამდენიმე პორტუგალიელი ჩნდებოდა.

კუადრადო 6.5 – კარგი პირველი ტაიმი. ტელესის გაძევებაში საკუთარი როლი ითამაშა.

პიაცა 7.5 – პირველი გოლი ტურინულ კარიერაში. კარგად ისარგებლა მარკანოს შეცდომით და ალეგრის შეცვლა გამოიცნო. ბრწყინვალე ტექნიკა.

დიბალა 6.5 – არგენტინელს მთელ მოედანზე უწევდა გადაადგილება. ბურთის მისაღებად ხშირად უკან იხედვა. მცირე უიღბლობა და ძელი.

მარკიზიო – შეფასები გარეშე

მანჯუკიჩი 6 – ნაკლებად აქტიური, თუმცა დაკავებული შავი სამუშაოს შესრულებით.

იგუაინი 6.5 – უგულო შეხვედრა, თუმცა არგენტინელი პარტნიორებს დიდ დახმარებას უწევდა. შესანიშნავი მოძრაობა, თუმცა კასილასის კარი გადარჩა.

ალეგრი 8 – ბონუჩის დატოვებიტ მაქსი დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, თუმცა იუვემ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა შემდეგი ეტაპის საგზური. გამოიცნო პიაცას და დანი ალვეშის შეცვლები, რომელთაც გოლების გატანა მოახერხეს.

32 thoughts on “პორტო – იუვენტუსი (ფეხბურთელების შეფასებები)

  1. ჰაჰა, ალვეშს ახლა დავაკვირდი. გოლის მერე პირველი ლიხშტას ჩაეხუტა :forza: ვოტ ეტა კლასს. არ ვიცი რა ქნა მაქსმა, მარა ყველაფერს სწორად აკეთებს

      1. პირველი არხის კომენტატორები ხო ძაან მაგარი განსწავლულები არიან. მთელი საღამო იზახოდნენ მანჯუკიჩი და იგუაენი ერთად დაუყენებია ალეგრის და ეს დიდი სიურპრიზიაო :)

    1. Am klipis yurebis dris gamaxsenda rogor dacinodnen brucos 40 milioni ram miacemia gijia ar icis menejerobao.axla kide ormagi girs da aravis memeteba amis iuvedan gashveba 40 milionis tavze mogebis miuxedavad.ra dartyma aqvs am patara bichs,ras ubraxunebs apobs lamis bades.magaria dibo dzaan

  2. ფინო ალა ფინე,
    გეტრები გაფინე,
    კარში გიდგას ჯიჯი,
    ყველა დროის გიჟი,
    თადარიგში ნეტო,
    ვერ გაუტანეთო,
    მისი ცოლი ეთო,
    ვასიამოვნეთო,
    დაცვის ცენტრში ჯორჯო,
    კაცი ერთი ღორჯო,
    რა ვუთხარი რუგანს,
    წვრილდუნდულა უგვანს,
    ამხელა კაცს ტანი
    ჩურჩხმელას რომ უგავს,
    მტკიცედა დგას ბარძალი,
    მან არ იცის ბანცალი,
    არ დაგვტოვო ანდრეა,
    პენსია ჯერ ადრეა,
    აქეთ მხარეს სანდროა,
    ხიპიშებში სანდოა,
    იქით ფლანგზე კვადრადო,
    აკაჩავებს მაგრადო,
    ოცდახუთი შავი ევრა
    ცოტა არის, ნუ გებევრა,
    ოცდაათი ალვეში,
    ბებუთების ამლესი,
    ტაშისკარში გარბოდა
    მამალზე უმამლესი,
    ბურთებს მაზავს ხედირა,
    ავად მე ვარ, მხნედ – ირა,
    გავთავდები მე მალე
    და წერტილი დამესმის,
    თუ არ ესმის ამ ლექსის
    იმ დიდ მგოსან ალექსის.

    1. მადლობ კარგ გვართობ მარა ეტყობა ნამეტარი აწყობილი ცხოვრება გაქ ასეთი ლექსების წერა რო დაიწყე კაია გააგრძელე ვერთობი

  3. ვინმე მცოდნეს და მოცლილს არ შეგიძლიათ იუვეს გვერდის აპლიკაცია გააკეთოთ? მერე ადმინები მიხედავენ.

    1. ეს ძმაო პოეტი ანონიმური რო გვყავს საიტზე იმას უთხარი და სავარაუდოდ ეცლება და გააკეთებს ალბათ თუ იცის

  4. პიაცას გოლი იყო უმნიშვნელოვანესი! ძალიან უნდა დაეხმაროს გახსნაში. თუ ამ სქემას მიაწვა ბოლომდე ალეგრი, ძალიან საჭირო კაცი გახდება მარკო.

  5. სიმართლე სიმართლეა. დიბალა ნაღდად ოფსაიდში იყო. ფეხი ერთ ხაზზე ქონდათ მაგრამ უეფას წესებით ოფსაიდი არ განისაზღვრება ფეხების მდგომარეობით. სხეულის ნებისმიერი ნაწილი რომლითაც ფეხბურთელს წესების დაცვით შეუძლია გოლის გატანა თუ მეკარესთან უფრო ახლოსაა ვიდრე მცველის სხეულის ნებისმიერი ნაწილი რომლითაც მას შეუძლია ბურთი მოიგერიოს არის თამაშგარე. ანუ ხელი რო ქონოდა წინ გაწეული არ იქნებოდა თამაშგარე, მაგრამ თავი, მხარი, ან მუხლი და ა.შ. თუ მცველზე წინ აქვს უკვე თამაშგარეა :)) :forza: :forza: :forza: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak:

  6. სანდრინიო მხეცია უეფას სიმბოლურშიც მოხვდა, მიუხედავად იმისა რომ მარცხენა მცველია მარჯვენა ფეხსაც რა კარგად ხმარობს, დაასვა ალვეშს ბურთი :forza:

  7. დიბის გოლი 100%-ით უნდა ჩათვლილიყო, ფეხი იგივე ხაზზე ედგა, ტანის მიხედვით კი არ ხდება თამაშგარის განსაზღვრა…

    პატარა მესია, ჩამოვა წაიღებს ბურთს, ლამაზ პასს დახატავს, ან წაიყოლებს რამდენიმე კაცს და ააწიოკებს დაცვას… პასებშიც ბარსას სტილისკენაა, მეშინია, მალე ბარსაში არ აღმოჩნდეს… :loool: :loool:

    1. რამდენი ხანი გეძებ სად ხარ კაცო მადლობა მინდა გადაგიხადო კარგად დავაჯინე იუვე ზუსტი ანგარიჰი და ეს ჰენი დამსახურებაა რომელიღაც კომენტარჰი წერდი რო იუვე ორით ნოლს მოიგებსი მეც დაგიჯერე და ზუსტად იუვეს 2 ბურთით მოგება ავიღე გაიხარე და იმედი მაქ დანარჩენი თამაჰები რაც დარჩა ნერვებს არ მომიჰლის გაიხარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.