ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა : “გამარჯვებით კმაყოფილები ვართ”

სამი ხედირამ “პორტოსთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა..

“ვფიქრობ, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, სტუმრად ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება კარგი შედეგია.სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც პორტო ათი კაცით დარჩა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით შეხვედრა მოგვეგო.კაცნაკლულ მოწინააღმდეგესთან თამაში არანაკლებ რთულია, ისინი მთელი გუნდით იცავდნენ თავს და შესაბამისად, სივრცეები ფაქტობრივად არ გვრჩებოდა.ჯერ არაფერი დასრულებულა, ტურინს გაბრაზებული და მონდომებული პორტო ეწვევა, შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

“ლიგის ფავორიტებად მიგვიჩნევენ ? – ამ თემაზე იშვიათად ვფიქრობ და ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მართლაც ასეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ევროპის მასშტაბით კიდევ რამდენიმე გუნდს აქვს ამაზე პრეტენზია.მე უბრალოდ მჯერა, რომ იუვეს შორს შეუძლია გასვლა.”

3 thoughts on “ხედირა : “გამარჯვებით კმაყოფილები ვართ”

  1. დღეს დღეობით ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველი. წელს უკვე 90 წუთი შეუძლია თამაში და ეს კარგია. ეს რომ არ გაეყვანა ბავარიასთან შარშან ცენტრიდან, არ იყო იმ თამაშის შემომბრუნებელი ბავარია… უმაგრესი იგროკი გვყავს ამის სახით…
    თუმცა რასაც ვამბობ ამაზე მისი ტიტულები მეტყველებს… ტიპს რა ჩემპიონატშიც უთამაშია ყველაფერი აქვს მოგებული.
    ბუნდესლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ახალგაზრდულში უეფას 21 წლამდელებშიც და ყველა ამ გუნდში ერთ ერთი ძირითადი იგროკი იყო, მათ შორის თუნდაც რეალში რაღაც პერიოდი მაინც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.