ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ბონუჩისთან ყველაფერი მოგვარებულია”

“ემპოლისთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“წინა შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და ამიტომაც, ცვლილებები აუცილებლად იქნება.ბონუჩი რა თქმა უნდა ჩემს განკარგულებაშია, მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებ, სამშაბათს ნაპოლისთან შეხვედრა გველის და ესეც უნდა გავითვალისწინოთ.გონსალო იგუაინი თავს კარგად გრძნობს, სამი ხედირა კი სავარაუდოდ, ხვალ დაისვენებს.ბონუჩის თემა დახურულია, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, შევხვდი პრეზიდენტს, მაროტას, პარატიჩისა და ნედვედს, ამაზე ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ აქვს.ყველამ კარგად იცის, რომ წესებს უნდა დაემორჩილონ.თამაშის შემდეგ ლეომ გუნდის წინაშე ბოდიში მოიხადა, ყველაფერი ძველებურადაა.არ გამოვრიცხავ, ხომ ხვალ ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩეს და მინდორზე კიელინი-ბარძალის წყვილი იხილოთ, თუმცა ეს უკვე ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება.რაც შეეხება ემპოლის, სწორედ ამაზე ვფიქრობთ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ამიტომაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ.პიაცა ? – მან პორტოსთან გოლით ოცნება აიხდინა, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა.დანი ალვეში ნამდვილი ჩემპიონია, მისგან არაფერი მიკვირს.”

“ყველა ტურნირი მარტში უახლოვდება დასასრულს და სწორედ იმ დროისთვის უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში, ეს ეხება ჩემპიონთა ლიგას, იტალიის ჩემპიონატს და კოპა იტალიას, რომელზეც ნაპოლის წინააღმდეგ სერიოზული გამოცდა გველის.პორტოსთან გამარჯვება უკვე წარსულია, 2-0 უპირატესობა არაფერს ნიშნავს, ვინც ფიორენტინას შეხვედრა იხილეთ გუშინ, ამაში დამეთანხმებით.გუნდი თავს კარგად გრძნობს, გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და საბრძოლველად მზად ვართ.ხვალ ნეტო ითამაშებს, ნაპოლისთან მატჩამდე მას სათამაშო დრო სჭირდება.”

“პიაცას უშუალო პოზიცია ფლანგზე თამაშია, მაგრამ გამოცდილების შეძენასთან ერთად სხვადასხვა პოზიციებსაც მოერგება.დარწმუნებული ვარ, იგი სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდება.რანიერის ლესტერიდან წასვლა ? – იგი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, კლაუდიო მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რაც ლესტერთან ერთად გააკეთა.ახლა გუნდს რთული პერიოდი დაუდგა და შესაძლოა, ცვლილების დრო დადგა.”

2 thoughts on “ალეგრი : “ბონუჩისთან ყველაფერი მოგვარებულია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.