ალეგრი: “იგუაინი ყველა შეხვედრაში? ვნახოთ”

ალეგრის წინასამატჩო პრეს კონფერენცია…
უდინეზესთან შეხვედრამდე 1 დღით ადრე, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.
“ხვალ, ისევე როგორც ყველა შეხვედრაში, საუკეთესო შემადგენლობით გამოვალთ, რომელთაც იმ კონკრეტული დავალებების შესრულება შეეძლებათ, რომელიც იმ მომენტში იქნება საჭირო. ჩვენ სამშაბათს ვითამაშეთ, ამიტომ ძალების აღსადგენათ 4-5 დღე გვქონდა. მოკლედ, მზად ვართ..
ახლა ყველაფერი რიგზეა, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახება. ბიჭები კარგ სტატისტიკას გვთავაზობენ. უნდა გავიგოთ, რომ სეზონის ბედი მარტში წყდება და არა სექტემბერში. ხვალ ჩვენ უდინეზეს ვეთამაშებით. შემდეგ სამპდორია და ჩემპიონთა ლიგის რთული შეხვედრა. უმნიშნველოვანესი მატჩებია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს..
იგუაინი ყველა შეხვედრაში? ეს ჯერ არ ვიცი. ამ შეხვედრაში ის იქნება, შემდეგში – ვნახოთ. შემიძლია გითხრათ რა იქნება უახლოეს მატჩში..
ფოფანა? მისი ბევრი შეხვედრა არ მინახავს, თუმცა ის დამამახსოვრდა, როგორც მაღალი კლასის მოთამაშე..
მარკიზიო? ის მწყობრშია და ხვალ ძირითადში იქნება. ვინ იქნება მისი მეწყვილე ჯერ არ გადამიწყვიტავს.”
უეჭველი სამი ქულა აქ ალეგრი და მერე მილანის გარდა ყველასთან სერია აჰი თუ გინდა ბავჰვებით ითამაჰე მაინც ჩემპიონები ხართ და ვართ