ალეგრი : “ჩემს მომავალზე საუბრის დრო ახლა არაა”
“უდინეზესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..
“ამ მომენტისთვის მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვფიქრობ და არ მსურს საუბარი ჩემს მომავალზე.ზაფხულში კლუბის პრეზიდენტს შევხვდი და მას ვუთხარი, რომ იუვენტუსში დარჩენა მსურდა, როცა შესაფერისი მომენტი დადგება, მზად ვარ ხელმძღვანელობის წინაშე კიდევ ერთხელ წარსვდგე.ახლა სეზონის უმნიშვნელოვანესი პერიოდი გვიდგას, ნელ-ნელა თითოეულ ტურნირზე ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ასე რომ, მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.ჩემი მომავალი ახლა უდინეზესთან დაპირისპირებაა, შემდეგ ვნახოთ..”
“წინ რამდენიმე რთული მატჩი გველის და რა თქმა უნდა ვეცდები, შემადგენლობა შეძლებისდაგვარად გადავახალისო.იგუაინი ხვალ ითამაშებს, შემდეგ შეხვედრაში შეიძლება დავასვენო, ფორმაშია მარკიზიოც, იგი ხვალ სასტარტოში იქნება, თუმცა ჯერ უნდა გადავწყვიტო, ვინ შეუწყვილდება კლაუდიოს.რამდენიმე საკითხი ჯერაც გასარკვევია, მაგალითად, ბენატია დაიწყებს თუ კიელინი.სკუდეტოს მოსაპოვებლად ჯერ კიდევ უნდა გამარჯვებებია საჭირო, უდინეში კი მარტივი სამი ქულის მოპოვება შეუძლებელია.მახსოვს შარშან, ფრიულიზე მოპოვებული გამარჯვებით სამეულში გასვლა გავინაღდეთ, ახლა იმავე სტადიონს მნიშვნელოვანი სერიის გასაგრძელებლად ვეწვევით.”
გთავაზობთ “იუვენტუსის” განაცხადს : ბუფონი, ნეტო, აუდერო; კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, დანი ალვეში, რუგანი, ლიხტშტაინერი; პიანიჩი, ხედირა, კუადრადო, მარკიზიო, ასამოა, რინკონი; იგუაინი, მანჯუკიჩი, პიაცა, დიბალა
მარკიზიო ისევ არ დააყენა
სკამის ფეხბურთელად აქცია პინჩიპინო. ხედოს ძალიან ვაფასებ, მაგრამ რეალურად ძალიან ჩამოუვარდება კლაუდიოს დონეს
მარკიზიო უპრო პრიანიჩის კონკურენტია..მარა მე მიმაჩნია პრიანიჩი მარკიზიო უპრო კარგი იკნება
პრიანიჩი არა პროჭიანიჩი კიდევ ))))
რასაკვირველია, ამ სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ალეგრის, მომავალი, მაგრამ დიდი შანსია რომ წავიდეს. ხელმძღვანელობასთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს, ბოლო დროს ფეხბურთელებიც უპატივცემულოდ ექცევიან და კარგი შემოთავაზება თუ ექნება წავა ალბათ. ინგლისური მედია უკვე წერს რომ არსენალთან ყველაფერი შეთანხმებულია და ვენგერის გადაწყვეტილებას ელოდებიანო.
Ar getanxmebi chemo dzmao. Xelmdzgvanelobastan idialuri urtiertobebi zaqvs. Fexburtelebtan iyo problemebi
სუპერთასის მერე ვინ დაასხა მაროტას და პარატიჩის?
იგუს გოლები მინდა დღეს ბომბარდირი უნდა გახდეს 2008 წლის მერე ბომბარდირი არ გვყოლია სერია აში სირცხვილია სირცხვილი
სიტუაციის მიხედვით
1-2 წელი იყოს, მერე ახალი იდეებია საჭირო და ახალი მოტივაცია…
ერთ ორ წელჰი ალგრი ლიგას დადებს და მერე არ მოგინდება ამის წასვლა
არც თვითონ გაჩერდება. 5 წლის შემდეგ მოტივაციის პრობლემა ჩნდება. ყველა ფერგიუსონი ვერ იქნება ))
აი ამაჰი ძმაო კი მართლა მართალი ხარ
ალეგრი კიდევ დიდი ხნით უნდა დარჩეს იუვეში

არ გეთანხმები დიდი ხნით არა პოლნი ხელჰეკრულებით ანუ სამუდამოდ
ჩიპრიენზე ხო ვწერ მაგარი ბიჭია თქო. აგერ გუშკნაც მაგან მოაგებინა ნიცას. უნივერსალი ნახევარმცველი ყალიბდება, ძალიან მინდა იუვეში. ტოლისოს ბევრად ჯობია ჩიპრიენი და კიდევ ბევრს.
რა მაგრა წავიდა ეს ბოლო ტურები.
ჯერ იყო კალდარამ ჩაუდო ნაპოლის შიგ ხახაში, მერე რომამ ჩააცოხნა მერდა ინტერს საკუთარ ბუნაგში, ეხლა კიდევ ნაპოლიმ წამოიცვა რომა და გაუნელა საჩემპიონო ამბიციები

და იუვე კიდე ყველას ულაღლაღებს

ყველა თამაშის მოგება ძნელია, მარა უახლოესი 3 თამაში კალჩოში უნდა მოვიგოთ, რომას და ნაპოლის დევნის სურვილი რომ საერთოდ დავუკარგოთ და სხვა მიზნებზე გადავრთოთ ეგ ლუზერები

პროფესორობას შეეშვი და საქმეს მიხედე
ადმინი სტატიას თუ გამოიტანთ, იუვეს პირველი სკუდეტო კალჩოპოლის შემდეგ, თავისი კომენტარებით, საიტზე რა ხდებოდა, მაშინ დაუვიცკარი მომენტი იყო.
https://www.youtube.com/watch?v=kk5VC44ZiFA ვისმაგივრად დააყენებდით ?
თუ არ გინდა წასვლა არც არავინ გაგიჰვებს და თუ ჰენ წელს ლიგას დადებ სამუდამო კონტრაქტს გაგიფორმებენ