მაროტა: “იუვე დიბალას გარშემო შენდება”
მაროტამ დიბალას მომავალზე ისაუბრა…
ტურინის იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, განაცხადა, რომ კლუბი პაულო დიბალას გარშემო უნდა აეწყოს.
“ჩვენ სკაუტებს ფეხბურთელების დასაკვირვებლად ვაგზავნით, ჟურნალისტები კი თავიანთ საქმეს აკეთებენ. ისინი წერენ სიახლეებს, თითქოს ჩვენ უკვე გავიფორმეთ ესა თუ ის მოთამაშე..
დიბალა? ის ჩვენი ფეხბურთელი, მისით ვამაყობთ და იუვენტუსის აშენებას მის გარშემო ვაპირებთ. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ..
შეთანხმება უკვე მიღწეულია და სულ მალე გრძელვადიანი კონტრაქტიც გაფორმდება. მნიშნველოვანია, რომ ის ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს და ჩვენთან ერთად სურს გზის გაგრძელება..
დიბალა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს.”
დიბალა,იგუაინი და სანჩესიც თუ მოიყვანეს არავისზე ნაკლები თავდასხმა არ იქნება თუ ბევრზე მეტი არა.ყველაზე მეტად ნახევარდაცვას უნდა გაძლიერება და იმედია ვინმე ძლიერს მოიყვანენ,შემქმნელს და არა ჩამშლელს.პლიუს ფლანგის მცველი ლიხშტას შემცვლელი
ცალსახაა ათიანი დიბალას
ეს ძალიან მაგარია მარა ტრანსფერები მაინც გვინდა სრიუზული ისე ვერ დავიპყრობთ ევროპას და სკუდეტოებს იუვეს პრიმავერაც მოიგებს რადგან რეალურად კონკურენტი ამ სეზონჰი არაა
შეთანხმება თუ შედგა და პაულო დიდი ხნით დარჩება, 10-იანს აუცილებლად გადასცემენ.
კარგია ათიანი მარა დელპიეროს ნომერი მარტო იტალიელისთვის მემეტება და საერთოდ იუვეჰი ათი ნომერი თერთმეტი ნომერი და როცა წავა ჯიჯი პირველი ნომერიც უნდა ამოიღონ ეს ფეხბურთელები ამას იმსახურებდნენ იმედია მეთანხმენი ძმაო
არანაირად არ გეთანხმები,ყველა ეგ ნომერი რაც შენ ჩამოთვალე პატარა ბავშვების ოცნებაა და იტალიელი პატარა ფეხბურთელების ოცნებაა რომ ოდესმე იუვეში მოხვდნენ და ეგ ნომრები ეცვათ.თვითონ დელპიერომაც ეგ თქვა როცა მსგავსი შეკითხვა დაუსვეს რო არ ვარ მომხრე ნომრების გაუქმებისო
და მართალიც არის.
იტალიელი არავინ ჩანს ეგეთი, თორემ უკეთესი იქნებოდა გეთანხმები. მაგრამ ნომრების ამოღებაზე ვერ დაგეთანხმები, რადგან იუვეს პოლიტიკაში არ ჯდება ეს, გუნდი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას. ალეც არ დათანხმდებოდა მაგას.
ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?! დიბალა თავისი გაქანებით ალექსაზე დიდი ლეგენდა შეიძლება გახდეს
juveshi aleqsaze didi veravin gaxdeba dzma
10 მაგ ბიჭს და სამუდამო კონტრაქტი