ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ბარსელონასთან თამაშამდე ჯერ დიდი დროა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “სამპდორიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..

“ბარსელონასთან დაპირისპირებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ მსურს, ხვალ სამპდორიას ვეთამაშებით, შემდეგ ორჯერ ნაპოლის და ბოლოს კიევოს, აი მას შემდეგ კატალონიელებთან ჯახზე დავიწყებთ ფიქრს.გენუაში თამაში ყველას უჭირს, სამპდორიამ რომასა და მილანს მოუგო, ჯენოაც დაამარცხა და ჩვენთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.კიელინი ჯანმრთელადაა, თუმცა 100 პროცენტით მზად არ არის, ამიტომ ხვალ დავასვენებ.იგი სანაკრებო ბატალიებსაც გამოტოვებს.ძირითადში ანდრეა ბარძალი იქნება, მას ან ბონუჩი, ან რუგანი შეუწყვილდება.სეზონის დასრულებამდე სულ უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად, ყველა შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რომას და ნაპოლის ჩემპიონობის შანსები ჯერ კიდევ აქვთ, არ დაგვავიწყდეს.ბარსელონასთან დაპირისპირებამდე შიდა ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულები უნდა მოვიპოვოთ, იტალიის თასის ფინალში გავიდეთ, შესაბამისად, 11 აპრილამდე დიდი დროა.”

“დანი ალვეშის დაბრუნება კამპ ნოუზე ? – ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი ესპანეთში.სამპდორია მონდომებული, დაბალანსებული გუნდია, მათ შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან და შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ.დერბიში გამარჯვების შემდეგ მათი ოცნება საკუთარ მოედანზე იუვენტუსის დამარცხება იქნება, რატომაც არა..”

“იუვენტუსის” განაცხადს რაც შეეხება, ბიანკონერებს მხოლოდ მედჰი ბენატია დააკლდებათ : ბუფონი, ნეტო, აუდერო; კიელინი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, ალვეში, რუგანი, ლიხტშტაინერი; პიანიჩი, ხედირა, მარკიზიო, ლემინა, ასამოა, სტურარო, რინკონი; კუადრადო, იგუაინი, მანჯუკიჩი, პიაცა, დიბალა, კინი

56 thoughts on “ალეგრი : “ბარსელონასთან თამაშამდე ჯერ დიდი დროა”

  1. წელს ვერცერთი ესპანური კლუბი ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას რეალი მითუმეტეს, ფინალში ესპანური კლუბები არ იქნებიან. მე მაგრად მგონია ფინალი იუვე ბაიერნი თუ მანამდე არ შეხვდნენ ერთმანეთს, რავიცი გული მაგრად მიქრძნობ ბავარია იუვეს ფინალს, ბევრჯერ მქონია წინათ გრძნობა ფინალების მიმართ და ბევრჯერ ზუსტად ის კლუბები გავიდნენ ლიგის ფინაში. ბაიერნი და იუვე რეალზე და ბარსაზე ბევრად მაგარ ფორმაშია წელს. საერთოდ 80 პროცენტით დარწმუნებული ვარ თუ იუვე ფინალს ითამაშებს მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. მოკლედ იმის თქმა მინდა ფინალი იქნება ბაიერნი იუვე ბიჭებო.

  2. არ გედავები ბრატ არ მოგწონს ნუ მოგწონს,მე ვფიქრობ მაგარი პრეზიდენტია

  3. აქ მოჯის ადიდებენ მაგრამ ის ვინც მან გაყიდა ძნელად ჩამოსათვლელიაა რამმდენი ვარსკვლავი და ბოლოს სა ბოლოს მის გამო ჩაეშვა გუნდი ჭაობში :forza:

  4. ანიელიმ ოცეულს MიღMა გუნდი ჩაიბარა და პირველობისთვის ბრძოლობს თან წარმატებით

    1. კონტემდე რატომ ვერაფერს მიაღწია?:) იუვე ყვრლაფერზე წინ საფეხბურთო გუნდია. მისი მთავარი სიძლიერი ფეხბურთია და არა პრეზიდენტი. იუვემ იმიტომ ამოქაჩა შენი ნახსენები 20ეულიდან რომ კრიზისისას და მერე გუნდს უერთგულა ფ ე ხ ბ უ რ თ ე ლ ე ბ მ ა:) რომ არა ბიჭები იუვე შეიძლება ათეულ წლიან შვებულებაზე გასულიყო

      1. კაი გეყოფა )) მანამდე სხვა მართავდა იუვეს და ახლანდელ მილანს დაამგავსეს გუნდი, ლიგაზე თამაში გვენატრებოდა ხალხს, ფინანსურ სისუსტეზე რო არაფერ ვთქვათ. კონტეც მაგან მოიყვანა და ის ფეხბურთელებიც. კლუბი ფინანსურად ტოპებში გაიყვანა, ლიგის მოგების პრეტენზია რო გვაქ, აქმდე მიყვანა ადვილი საქმე გგონია შენ? ქებას და თანადგომას იმსახურებს ეგ კაცი და არა კრიტიკას და გინებას. ნეტა წარმატებით გააგრძელოს ის საქმე რასაც აკეთებს და ვნახავთ, სულ მალე რა დონეზე იქნება იუვე!!!

        :forza:

  5. პოგბას დედას……10 -იანი მისცეს ხელფასი გაუორმაგეს და მაინც მიდიოდა და 105 მილიონი აიგეს მეტი რა უნდა ექნათ დაეთყვევებინათ?

    1. გუნდი რომელიც თავის ლიდერს უშვებს შუა გზისას, ანუ ნ1 მიზნის მიუღწევლად (ჩლ), ეს გუნდის იმიჯზე დარტყმაა, ღირდა თუ არა 100 ლიმონი სხვა საკითხია:) თვით რონალდო მანიუში ლიგამდე დარჩა, მოგებია მერე მისცეს წასვლის ნება:) ესაა იუვეს პრობლემა არ იციან სწორი მიდგომა

  6. მაგ ფინანსებით იქმნება ის სისტემა რაც მწვერვალზე აიყვანს იუვეს

  7. 0 დოლარიდან 105 აიგო,14 ლევერკუზენიდან მოიყვანა და 40 გაყიდა ტევეზი 9 იყიდეს და Aმოწურა და წავიდა თვითონ.ანიელისთან პრეტენზია როგორუნდა გქონდეს ჭAობიდან ამოიყვანა გუნდი

  8. იუვეში ანიელის მოსვლის შემდეგ ფინანსური აგმავლობა დაიწყო,სპორტული წარმატება კი ისედაც სახეზეა

    1. ეს “თანამედროვეობის საუკეთესო” ზე გაბერილი სიტყვაა ჩემო ძმაო:) მარკეტინგული წინსვლა გუნდის ლიგაზე წარმატებებმა განაპირობა და არა მენეჯერის არასაფეხბურთო “გარიგებამ” ან სხვა რამემ. აი, ლოგოს ცვლილება მართლა ინოვაციური ნაბიჯი იყო და ვნახოთ შედეგები

    1. ხო აბა რა:) ტოლსწორი არ ჰყავს -პოგბა:ვიდალ:მორატა:ტევესნარევი სიცილი-;)

  9. არაფერია საგანგაშო ძმებო. ანიელის აბრალებენ მაფიის წარმომადგენელთან კონტაქტს. იუვე ბილეთებს ყიდის ულტრასებს და რაღაც შეთანხმებაზე მიდიან რო სიმშვიდე იყოს სტადიონზე, ჩვეულებრივი ამბავია. ჰოდა ერთი ულტრასების წარმომადგენელი მაფიის წევრიაო. ჯერ ერთი ანიელიმ მე არ შევხვედრივარო, კლუბის წარმომადგენელი ხვდებოდა და რომც შეხვედროდა, ანიელი ვალდებული არაა გამოიძიოს პიროვნების მაფიასთან კავშირი. ნუ აფსურდული ბრალდებაა, მაგრამ ხო უნდა უჩხრიკინონ იუვეს რამე. სამართლიან ბრძოლაში ვერ ერევიან და ცდილობენ რამეში გამოიჭირონ. ანიელი ჭკვიანი ბიჭია, ასე ადვილად ვერ მოერევიან.

    :forza:

  10. ბრატცი რაღაც ახალი იმფორმაციები იდება იტალიურ პრესაში ანიელიზე და ხომ არ იცით რა ხდება???

  11. ძმებო კაცურად ვინც თამაჰობთ ტოტალიზატორს ჰემთხვევით დამედო ვულსბურგი დამრჰტადი დამჰრტადის 01 ფრეზე გაყრა წააგო 1 ნოლი და ბილეთი ცოცხალია კიდე რა ჯანდაბა მეკაიფებიან თუ ჰეიძლება ასეთი რამე პირველ დავდე ისიც ჰემთხვეით ეს ფსონი

    1. 1(0) – ასეთი რაღაც თუ დადე მაშინ გაგრძელდება ბილეთი იმიტო რო მოიგო ვოლსბურგმა )) ფრეზე გაყრით ერთიანია ეს, ფრის შემთხვევაში ამოგივარდებოდა კუში, ერთიანი რადგან წამოვიდა დაგიჯდა

      1. მადლობა ძმაო მარა ნოლით ერთი მედო ასე წერია ბილეთჰი და იმიტო ვერ ვხვდები რატო მიწერს ცოცხალს ბილეთს ამ ჰემთხვაჰი ხო წააგებაა ალბათ

      1. არა ძმა დამრჰტადი 0–1 ფრეზე გაყრა მეწერა ანუ ჰემთხვეით დამედო და მოიგო ვოლსბურგმა წესით წაგებულია ხო

  12. ორსოლინიმ შეაგდო და მოაგებია ასკოლის
    მაგიც მაგარი ჩუბაკი გვყავს

  13. ბრატცი ანიელიზე იწერება რაღაც სიახლეები იტალიურ გაზეთებში და ხომ არ იცით რა ხდება ????

  14. ძან იშვიათად ვწერ რაიმეს კომენტარში აქ უბრალოდ უყურებ და ვკაიფობ მეცინება ბარსამანიაზე რამდენი სიახლე იდობა ყველაწუთს და აქ არაფერი ვარჯიშის ვიდეო და მსგავსი რაღაცები აქ არასდროს არაფერი ტეხავს მაგარი

  15. ალეგრი გენიალური მწვრთნელია :forza: ბარსასთან რაც არ უნდა ქნას ყველაფერი ეპატიება ამ ეტაპზე. სამწუხაროა რო არ გაგვიმართლა და 1/4 ფინალში შეგვხვდა ჩემპიონატის უძლიერესი გუნდი, მგონია რო ბარსას და ბაიერნის გარდა ყველასთან ფავორიტები ვიქნებოდით. სამპასთან 3 ქულა გვჭირდება აუცილებლად :forza:

  16. ალბათ ჩუქნის სევილია თორემ მაგ მართლა ძონძში ვინ გადაიხდის ფულს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.