ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ბარსელონასთან თამაშამდე ჯერ დიდი დროა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “სამპდორიასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა..

“ბარსელონასთან დაპირისპირებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ მსურს, ხვალ სამპდორიას ვეთამაშებით, შემდეგ ორჯერ ნაპოლის და ბოლოს კიევოს, აი მას შემდეგ კატალონიელებთან ჯახზე დავიწყებთ ფიქრს.გენუაში თამაში ყველას უჭირს, სამპდორიამ რომასა და მილანს მოუგო, ჯენოაც დაამარცხა და ჩვენთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.კიელინი ჯანმრთელადაა, თუმცა 100 პროცენტით მზად არ არის, ამიტომ ხვალ დავასვენებ.იგი სანაკრებო ბატალიებსაც გამოტოვებს.ძირითადში ანდრეა ბარძალი იქნება, მას ან ბონუჩი, ან რუგანი შეუწყვილდება.სეზონის დასრულებამდე სულ უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად, ყველა შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რომას და ნაპოლის ჩემპიონობის შანსები ჯერ კიდევ აქვთ, არ დაგვავიწყდეს.ბარსელონასთან დაპირისპირებამდე შიდა ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულები უნდა მოვიპოვოთ, იტალიის თასის ფინალში გავიდეთ, შესაბამისად, 11 აპრილამდე დიდი დროა.”

“დანი ალვეშის დაბრუნება კამპ ნოუზე ? – ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი ესპანეთში.სამპდორია მონდომებული, დაბალანსებული გუნდია, მათ შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან და შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ.დერბიში გამარჯვების შემდეგ მათი ოცნება საკუთარ მოედანზე იუვენტუსის დამარცხება იქნება, რატომაც არა..”

“იუვენტუსის” განაცხადს რაც შეეხება, ბიანკონერებს მხოლოდ მედჰი ბენატია დააკლდებათ : ბუფონი, ნეტო, აუდერო; კიელინი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, ალვეში, რუგანი, ლიხტშტაინერი; პიანიჩი, ხედირა, მარკიზიო, ლემინა, ასამოა, სტურარო, რინკონი; კუადრადო, იგუაინი, მანჯუკიჩი, პიაცა, დიბალა, კინი

56 thoughts on “ალეგრი : “ბარსელონასთან თამაშამდე ჯერ დიდი დროა”

  1. ანიელის წასვლა ერთადერთ ვარიანტში !?”გამიხარდებოდა”!? თუ დელპიერო მოვიდოდა მაგის ადგილას თორე ისე მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჭაობიდან ამოვიდა გუნდი.
    პოგბას 10 ნომერს და მაგის წასვლაზე ტირლის რაც შეეხება უნდა შევეშვათ. მეც ძაან გამწარებული ვიყავი ზაფხულში მმართველებზე მაგრამ რო დამეწმინდა გონება მივხვდი რო ეგ შავი მონა იყო მოსაშორებელი და მაგაში ამხელა თანხა რასაცქვია გამოვაძრეთ მანჩესტერს. იუვე არავის არასდროს ეხვეწებოდა დარჩენას და აქედან გამომდინარე ყოველთვის ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ აქ ვისაც უყვარდა ჩვენთან ყოფნა, აქედან გამომდინარეა ის რო უოველთვის ახერხებდა იუვე ყველას გაოცებას, თავისზე უფრო ძლიერი გუნდის დამარცხებით, რაც რათქმაუნდა გამოწვეული იყოს იმით რო ბოლომდე აკვდებოდა თამაშს ყველა ფეხბურთელი. თორე სხვანაირად რო შევხედოთ, აბა ესეთი გუნდი, ზუსტად ამ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შეყარე რომელიმე ფულიანი შეიხის ნაყიდ #-გუნდში, დარწმუნნებულები იყავით რო მერვედფინალს ვერ გავცდებოდით ლიგაზე ვერასდროს. ასერომ დაიკიდეთ გამყიდველი “”შავი მონა”” :forza: :forza: :forza:

    1. ანიელი საუკეთესო პრეზიდენტია მსოფლიოს მასშტაბით :forza: სანამ ძალიან არ გაუჭირდება იუვეს და იმედია არასდროს მოხდება ეს, მანამდე არ უნდა დატოვოს პოსტი ანდრეამ

    2. მე პირადად იგუაინის მოყვანამ უფრო გამაღიზიანა ვიდრე პოგბას წასვლამ. პოლს ისეთი ხელფასი შესთავაზეს, რომელზეც მხოლოდ იუვეზე შეყვარებული ფეხბურთელი იტყვოდა უარს, ანუ ჯიჯი, ლეო, კლაუდიო და ჯორჯო

  2. მერტენსმა რა შეაგდო :wow: სუსტ გუნდებთან როგორც ყოველთვის შეუდარებელია ნაპოლი. ლიგაზე კანკალს რო არ იწყებდნენ რაღა უჭირთ.

  3. სკორუფსკიიი მაგარი მეკარეა, მევასება. ისე მე მგონი ჯარიმა იყო, არ უნდა დაედო პენალტი. იუვესთვის რო დაედოთ ეგ მერდას, მერდას და მერდას ფანები ახალ კალჩოპოლის დაიწყებდნენ

  4. Karochee mekare da dacva barsaze uketesi gyvavs, naxevar dacva chemi azrit tanabari dzalis aris. Rac shexeba tavdasxmas aq upiratesoba barsas aqvs magram chveni dacvis meimedeba da tan barsas susti dacva aqvs da aq chveni shemtevebi ashkara upiratesobas flobs. Me vfiqrob barsas gavcdebit tu vinme ar dagvetrannva.

  5. ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა ბრალდების თემასთან დაკავშირებით და ჟურნალისტებს მოუწოდა ჩაერთონ პროცესის დაკვირვებაში მიუმხრობლად.

    ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ ანიელის და კლუბის კიდევ სამ მუშაკს აბრალებენ ბილეთების მიყიდვას და შეხვედრას ულტრასების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მაფიასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

    ანიელიმ თქვა, რომ ის არ ხვდებოდა დამნაშავეებს. როგორც კლუბის პრეზიდენტი, შეხვედრები უხდება ულტრასების წარმომადგენლებთან, რაც სრულიად ნორმალურია. შეიძლება ყველა წმინდანი არ იყოს, მაგრამ მათ არა აქვთ ნასამართლეობა და კანონი არ კრძალავს უდანაშაულო ადამიანებთან ურთირთობას მარტო იმიტომ, რომ ის შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს მაფიასთან კავშირში. ჯერ ამას სჭირდება დამტკიცება, ეს ადამიანები თავისუფლად დადიან ქალაქში და სარგებლობენ მოქალაქის სრული უფლებებით… და ანიელის უკრძალავს მხოლოდ კანონი?!

    ეს არის სრული აბსურდი და ანდრეამ თქვა, რომ ის დაიცავს ოჯახის და იუვენტუსის სახელს. ასევე განაცხადა: ვინც ელოდება ჩემს გადადგომას, მინდა დავამწუხრო – მე, ნედვედი, მაროტა და პარატიჩი კიდევ დიდხანს ვაპირებთ კლუბის გაძღოლას! ))

    ელკანმაც გააკეთა განცხადება და სრული თანადგომა გამოუცხადა ანდრეას. ის დარჩება კლუბის ხელმძღვანელად თავის გუნდთან ერთად!

    :juvee:

  6. რა ვიცი ბრატცი ვფიქრობ ბავარიას რომ ავცდით უკეთესია ამ ეტაპზე, ფინალამდე არც მინდოდა ეგენი.

    პახოდუ ცენტრში კიდევ რეალთან უფრო გაგვიჭირდებოდა, ვიდრე ბარსასთან. მე მგონი კროოსი-კაზიმირო-მოდრიჩის ტრიო უფრო ძლიერი და სტაბილურია ვიდრე დაბერებული ინიესტას ბუსკეტსის და რახიტიჩის.

    ასე რომ ლიგა თუ გვინდა, ეს არეულ-დარეული ბარსა უნდა გამოვაგდოთ.

  7. არსენალის თემაში შევიჭყიტე მაგ საცოდავების და ერთი აგინებდა ვენგერს წადი შენი მიშა სააკაშვილი დედა მოვ**ანო :lool:

  8. ადმინებო!!!

    იუვეს საიტზე დევს ანიელის პრესკონფერენცია.

    ჩემთვის ძალიან ჩახლართულად წერია და იქნებ გადაგვითარგმნოთ რა ხდება. გამოძიების შესახებ ლაპარაკობს და იუვეს მომავალზე.

    დიდი თხოვნა მექნება დასდოთ აქ ეგ სტატია ქართულად.

    ფორცა იუვე.

    1. კონტე ჩვენი ავადმყოფია :lool: :lool: .დარწმუნებული ვარ დაბრუნდება ისევ იუვეში.გავანათხოვრეთ რა )) დრო იყო წასულიყო და უფრო ძლიერი დაბრუნებულიყო ასეც იქნება :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.