ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კამორანეზი: “მესის იუვენტუსში თამაში შეეძლო”

მაურო კამორანეზი ისტორიის უცნობ დეტალებზე საუბრობს…

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის იუვენტუსის ექს ნახევარმცველი მაურო ხერმან კამორანეზის მტკიცებით იყო დრო, როდესაც არგენტინელ ლიონელ მესის ტურინის იუვენტუსში თამაშის შანსი ჰქონდა.

“კაპელო მესის პოტენციალს მაშინ ხედავდა, როდესაც ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ფაბიო მას უნიკალურ მოთამაშეთ თვლიდა და ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ლიონელი აუცილებლად გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამშე..

კაპელომ გვითხრა, რომ მისი პოტენციალის გამოვლენამდე უნდა მოგვეცადა და შემდეგ ის გვეყიდა. მაშინ სერია ა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იყო..

ვფიქრობ, იუვე რომ არ დაქვეითებულიყო, ჩვენ მესის შევიძენდით და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. ამაში ეჭვიც არ მეპარება. შესაძლოა იუვესთან ერთად იმდენი ტიტული ვერ მოეგო, რამდენიც ბარსელონაში, თუმცა ინდივიდუალურად იმავე დონეზე იქნებოდა.”

165 thoughts on “კამორანეზი: “მესის იუვენტუსში თამაში შეეძლო”

  1. პიანიჩმა ინტერვიუ მისცა ტუტოსპორტს: “კენჭისყრას ერთად ვუყურეთ, ზოგმა გაიცინა, რეალი-ბავარიის მერე გასაგები იყო, რომ ბარსა შეგვხვდა, მაგრამ რამე რეაქცია არ გვქონია.

    ჩვენ ლიგის მოგება გვინდა, ამიტომ ძლიერი მეტოქეც უნდა დავამარცხოთ. რა თქმა უნდა ბარსას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ შევისწავლით მათი დამარცხების გზებს და აუცილებლად შევთავაზებთ სიურპრიზებს.

    ბარსას ძალა გამოჩნდა 6-1 -ით გამარჯვების დროს, მაგრამ პსჟ-მ დიდი შეცდომები დაუშვა, რაც მიუღებელია ასეთი რანგის თამაშებში. 3 გოლს არ უნდა უშვებდე ბოლო 8 წუთში.

    ბარსელონამ ასევე აჩვენა, თუ რა შეუძლია რწმენას – პირველიდან ბოლო წუთამდე მათ სწამდათ საკუთარი თავის და თითქოს შეუძლებელი შეძლეს.

    ჩემპიონთა ლიგა, სერია ა, იტალიის თასი? ზუსტად ამისთვის მოვედი აქ. ალეგრიმ აგვიხსნა, რომ სეზონი იყოფა სამ ნაწილად: აგვისტო-დეკემბრი, იანვარი-მარტი და მარტიდან სეზონის ბოლომდე. მესამე ფაზა წყვეტს ყველაფერს და ამიერიდან ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება.

    აქ როცა მოვედი, მე ამიხსნეს, რომ აქ ასე აზროვნებენ: ჩვენ მივდივართ წინ, ეს ჩვენი მუშაობის და თამაშის ნაწილია. ჩვენ არ ვწუწუნებთ და არ ვქმნით აჟიოტაჟს. ფოკუსირებას ვახდენთ ვარჯიშებზე და თამაშზე. იუვე სამაგალითოა ყველასთვის. მსაჯის შეცდომები თამაშის ნაწილია და ისინი ჩვენს წინააღმდეგაც ხშირად ცდებიან, მაგრამ აქ არ არის მიღებული მათთან კამათი. ჩვენ ჩვენი სიძლიერე მოედანზე უნდა დავამტკიცოთ…

    როდესაც რომაში ვიყავი, იმედი მქონდა რომ იუვეს დავამარცხებდით, მაგრამ ეს ვერასდროს მოვახერხეთ. ახლა ვხვდები რატომაც – კლუბი ძლიერი და ერთიანია, აქ არასდროს ნებდებიან, ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაგითმობენ, ამიტომაც არ კარგავენ ქულებს! ეს ფსიქოლოგიური საკითხია, შენ არაფერზე ფიქრობ, გარდა მომავალი მატჩისა და მაქსიმალურად ემზადები ამისთვის. აქ მკვლელები არიან და მე მომწონს ეს მიდგომა.

    თავიდან ვფიქრობდი, რომ ადაპტაციას ადვილად გავივლიდი, მაგრამ გამიჭირდა. ახალ სისტემაში მე საკუთარი თავი ვიპოვე. ძველი შესაძლებლობას არ გვაძლევდა გამოგვეყენებინა ჩვენი საუკეთესო თვისებები. ფიორენტინასთან თამაში გარდამტეხი მომენტი გამოდგა, ჩვენ შევცვალეთ ფორმაცია, რათა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი ხარისხი. ახლა თანაგუნდელებმა იციან სად მომძებნონ მე, მე კი ისინი. ასევე ვისწავლე დაცვითი თამაში, რაც აქამდე არ გამომდიოდა კარგად. ალეგრის წყალობით, უკვე სიამოვნებას ვიღებ დაცვისას, მოედანზე გადაადგილებაც უკეთესად გავიაზრე.

    ჩემი კუმირი არის ზიდანი, ის ჩემი ორიენტირია. მას შეეძლო რთული საგნები მარტივად ექცია. ის არის ფეხბურთის განსახიერება.”

  2. გერმანიის ნაკრების შემადგენლობას რომ შევხედე მარტო კროოსი მომხვდა თავლში, და ნარარჩების ***************!

    კროოსი მაგრა მინდა იუვეში, ძალიან კლასნია, მაგრა დაგვილაგებდა ცენტრს.

  3. მოაცილეთ ახლა ეს სურათი თორემ არარ შემოვალა მა სიატზე :lool:

    ხედირას ტერფის ტრამვა მიუღია და ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებსო ინგლისტან. მეტი არაფერი კონკრეტული ინფო არ არის. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

    :forza:

  4. სხვა სურათი მაინც დადეთ ეშმაკი პირველივე გვერდზე რა უბედურებაა :forza: :forza: :forza:

  5. ადმინ ინფო რამე ახალი არაა ჯუვეზეეე…???? ბარსას საიტი მგონიააა უკვე :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.