სამპდორია 0-1 იუვენტუსი (შეფასებები)

გთავაზობთ tuttosport-ის მიერ გამოქვეყნებულ მოთამაშეთა შეფასებებს…
ბუფონი 6.5 – უმკლავდება ბრუნო ფერნანდეშის დარტყმულს. მოქმედებს მშვიდად და აუღელვებლად.
ალვეში 6 – ცდილობს სწორი გადაწყვეტილებებით სამოქმედოდ სივრცე შეიქმნას. მეორე ტაიმში უშვებს უხეშ შეცდომას, თუმცა ბარძალიმ დროული დახმარება გაუწია.
რუგანი 6 – პირველ ტაიმში კუალიარელას გაჩერება უწევს. მურიელის დრიბლინგი გაანეიტრალა. შესვენების შემდეგ ცოტათი ინერტული გახდა.
ბარძალი 6 – რამდენიმეჯერ კუალიარელამ ადვილად აუარა გვერდი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს მშვიდად.
ასამოა 6 – ყოველთვის მზადაა შეტევაში ჩაერთოს. იდეალური საგოლე გადაცემა ხუან კუადრადოს მიმართულებით.
პიანიჩი 7 – დირიჟორი, რომელიც აკონტროლებს ტემპს და თამაშს.
ხედირა 6.5 – ძირითადად ტაქტიკური ორთაბრძოლებითაა დაკავებული. უთავისუფლებს ზონებს მარკო პიაცას.
კუადრადო 7.5 – მის გარეშე თანამედროვე იუვენტუსი წარმოუდგენელი ხდება. სისწრაფე და დინამიკა – ეს ის კომპონენტებია, რომელიც კოლუმბიელს ბიანკონერების არსენალში შეაქვს. გააქვს შეხვედრის ერთადერთი გოლი.
დიბალა – მოედანს კუნთის პრობლემების გამო ტოვებს.
პიაცა 5 – შემოდის დიბალას ნაცვლად, თუმცა მის შეტევებს სიმწვავე აკლია.
მანჯუკიჩი 6.5 – ფიზიკური ორთაბრძოლების მთავარი გმირი. ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსიც, თუმცა …
იგუაინი 6 – მორიგი უგოლო შეხვედრა. პიპიტა ცდილობს გაითავისუფლოს სივრცე და მწვავედ შეუტიოს, თუმცა უშედეგოდ.
თუმცა პოგბას წასვლას მივესალმები.არ იყო იუვეს დონის
ნახევარდაცვას რო გაიძახით რაღაც აკლიაო, ყოველ წელს, იცვლება ცენტრი. რა გასაკვირია… ვიდალი პირლო,პოგბა,მარკიზიო. ეხლა ვინ არიან ?
ლოგიკური ჰეფასებეა ყველასი
ბარსასთან მარკიზიო-პიანიჩი დააყენოს თუ იგივე სქემით ითამაშებს. ფინალში მარკიზიოს პასს რა დამავიწყებს ზე კლასნი პასი იყო. შეიძლება ტრამვის გავლენაც არი და ჯერ არ შეუძლია ყველა თამაშის ჩატარება. სხვა შემთხვევაში მართლა ტეხავს მარკიზიოს გაზამენება. ხედირა კარგი ნახევარმცველია ეგ იასნია მარა რავიცი თანაბრად მაინც უნდა გაუყოს სათამაშო დრო
პრინციპში ექსპერიმენტების დრო არაა ახლა
მანძუკიჩის შემართება ისეთი მაგარია ცუდს ვერაფლით ვერ ვამბობ,მაგრამ ნახევარმცველი და მითუმეტეს გარემარბი არააა რა.სანდრო რომ აწიოს და კიელინი მარცხნივ(რუგანი უკვე არის იმდონეზე რომ დადგეს კიელინის ადგილას)
ისე გუნდი იანვრიდან მართლა კარგად თამაშობს ძველებურად ცინიკურია
მასეა ნაღდად რაღაცა აკლია ნახევარდაცვას
არადა ამ ტაქტიკაშიც ვპიქრობ ხედირაზე უკეთესი იქნება(ხედირა თადარიგში არ დაჯდება,ვპიქრობ მაშინვე დატოვებს გუნდს)
პიანიჩი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია იუვესთვის და ხედირაც მაგრამ მარკიზიოს გარეშე იუვე რაგაც ცარიელი ჩანს ნახევარდაცვაში…