ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონის 1000 მატჩი: კარიერა ციფრებში

უდიდესი ადამიანი ბრწყინვალე კარიერით, მსოფლიოს ნომერ პირველი კიპერი, ყველასთვის მისაბაძი და პატივსაცემი, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რომელიც დღემდე ბრწყინვალედ ასპარეზობს, “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების კაპიტანი. თქვენ წინაშეა ლეგენდა სახელად – ჯანლუიჯი ბუფონი. 
ბუფონის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე შედგა 1995 წელს, როდესაც ის “პარმას” კარს იცავდა.
სტატისტიკის სერვისმა Orta-მ გამოაქვეყნა ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრები ბუფონის კარიერიდან.

168 – ბუფონმა ჩაატარა 168 მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით, ეს აბსოლუტური რეკორდია “სკუადრა აძურას” ისტორიაში.

614 – ჯიჯის აქტივში 614 მატჩია სერია ა-ს ეგიდით გამართულ მატჩებში. მას მხოლოდ 1 მატჩი აკლია, რომ ხავიერ ძანეტის (615) დაეწიოს, ხოლო აბსოლუტური რეკორდის მოსახსნელად შემდეგი სეზონი უნდა გამოიყენოს პაოლო მალდინის 647 მატჩი აქვს ჩატარებული.

103 – ჩემპიონთა ლიგაზე 103 მატჩში დაიცვა საკუთარი კარი, ის მესამე იტალიელი ფეხბურთელია რომელიც ასიანთა რიცხვს შეუერთდა, დანარჩენი ორი ანდრეა პირლო და პაოლო მალდინი არიან.

7 –  ჯიჯი 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მსგავსი შედეგი არცერთ მეკარეს არ აქვს.

17 – ბუფონმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 17 მატჩი ჩაატარა, აქაც მსგავსი შედეგი არცერთ მეკარეს არ აქვს.

973 – გასულ სეზონში ბუფონმა თავისი კარი 973 წუთის მანძილზე მშრალად შეინახა და ამ მაჩვენებლით  იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

23 – თავის კარიერაში ბუფონმა 23 პენალტის მოგერიება შეძლო (პენალების სერია არ ითვლება).

426 – 1000-დან 426 შემთხვევაში ბუფონის კარში გოლი არ გასულა.

828 – 1000-დან 828 გოლი აქვს გაშვებული ლეგენდარულ კიპერს.

21 thoughts on “ბუფონის 1000 მატჩი: კარიერა ციფრებში

  1. თქვენი აზრით ლუკაკუ რომელ კლუბს შეუთანხმდა? ღიად აცხადებს რო მიდის და არჩევანიც უკვე გავაკეთეო…
    შეიძლება ჩელსი? რავი ჩელსიზე კაი მოგონებები არუნდა ქონდეს

  2. ისე უცნაურად არ გეჩვენებათ ამდენი ტურინელის დროზე ადრე დაბრუნება ნაკრებიდან?

  3. ბარძალიმ ნაადრევად დატოვა ნაკრები “პირადი პრობლემის გამო”. წუხელ კი იუვეს დიჯეისთან “უგულავია”)) ნაპოლის ფანები ჩივიან – ჩვენთან შეხვედრამდე კარგად რო დაივენოს, მიტომ დატოვა შეკრებაო… ასევე ნაადრევად დატოვეს ნაკრები მანჯუკიჩმა, ალვეშმა და იგუაინმა… იციან ბიჭებმა ვისთვის შეინახონ ძალები ))
    :juvee:

  4. “მილანის” გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვენ, რომ ჩვენი წერილის გმირი კლუბის “დიდების დარბაზიდან” გამოიყვანოს. საქმე ეხება “იუვენტუსი”-“მილანის” შეხვედრაში, ბოლო დამატებულ წუთზე “როსონერის” კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს.

    “მილანისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ იმ ეპიზოდში არბიტრი აბსოლუტურად სწორად მოიქცა.

    ეს იყო გაგრძელება. მანამდე კი იყო იტალიის სუპერთასი, რომელიც 2016 დეკემბერში შედგა. თამაშის წინ პირლომ საჯაროდ თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ტიტული “ბებერ ქალბატონს” დარჩება. პირველად “მილანის” გულშემატკივრები სწორედ მაშინ გაცხარდნენ.

    :love:

  5. Italiashi pegburti mkvdaria sruli am sityvis mnishvnelobit chaobshi arian da am juvesac miatreven sul imas cdiloben chadziron mara chemi …… Magrad moekidon ))))).ras daamwgavses chempionati tavebi gaiparchakes da imismagivrad rame gamosavalze ipiqron juves landGaven.juves garda yvela italiuri grandis ……… Visac ramis pretenzia aqvs ra vapshe. Es vitom italiuri pegburtis qomagebi da am interi milanis panebi ro shemodzvrebianxolme da juves landzgaven es damogmili xalxic imas yuradgebas ki ar aqceven ro juves mteli italia mxarze yavs gadakidebuli da evropashi daayrevs kbilebit icaven chempionats sxva trak… Mimc… Grandebis gansxvavebit imas ki ar xedaven ro juve pirvelia italiashi yvelanairad magatze tavmoyvare grandi damisaxelet erti mainc? Ver ityvit imitom ro araa…juve moishore da mere gamoxta interi puli ishoves da awyobili gundi dashales isev igive milani grandi sasuolos dasacinad gadaaqcies))) da juveze rogor laparakoben ar mesmis… Juve bolomde ibrdzoda da ibrdVis mashinac ki ibrdzoda roca uchirda eseni kide ras aketeben yvelastan nebdebian da juvestan ity… De… Mara azri :lool: .mova shemdegi sezonic da vnaxot erti ras shecvlian igive xunta))) gundi iqneba milanic da interic romaze raga vtqva :lool: .napoli ragacas mainc cdilobs rac sheudzlit ase tu ise.lazio minda moixodos egeni ibrdzoleben uefaze titulistvis ase mgonia

    1. იუვემ ძალიან მაღლა აწია თამასა, ევროპის ტოპ-დონეზე და უნდა ცდილობდენ მას გაუთანაბრდნენ, მაშინ იქნებიან ისინიც მაღალ დონეზე. იუვე რო დაძირონ, ყველა ერთად დაიძირება. იტალიური ფეხბურთი სამუდამოდ დაკარგავს ფეხზე დადგომის შანსს.

  6. Inglisis gadaswrebaze iyo saubari da eg ki ara saprangeti wamoewia italias :lool: jer inglis rogor unda gadaaswro sircxvilia texavs da mere saprangeti ro wamogeweva egec sircxvilia))) juve ro ar iyos albat ertdros yvelaze magari chempionati mexuteze iqneboda

    1. სანერვიულო ძმაო უკვე მაინც არაფერი არაა ოთხეული მომავალი წლიდან მაინც იქნება თუმცა ტეხავს და მართლა სირცხვილია საფრანგეთის ჩემპიონატიჩ რო გეწევა და ჰანსი აქ გაგისწროს

    2. საფრანგეთი კი არა პორტუგალია და რუსეთი გაასწრებენ ასე თუ გააგრძელეს. ევროპა ლიგაზეც კი ვერ შვებიან იტალიური კლუბები ვერაფერს. ფიორენტინამ და ინტერმა ისე ჩაისვარეს, როსტოვიც კი არ თამაშობს ეგრე.

    1. არ მგონია ტრამვა აქვს და დარჩა როგორც ვიცი ვინოვოზე და იშუშებს ფეხს…

  7. იგუ ყვითლების გამო დაბრუნდა არგენტინის ნაკრებიდან იუვეში, ხოლო ბარძალი აჯახური მდგომარეობის გამო. დიბალას და ხედირას ჯერ არც უთამაშიათ. :chuvak: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.