“ბაიერნს” კომანის გამოსყიდვა სურს
“ბაიერნის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აამოქმედოს კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ გამოისყიდონ ფრანგი კინგსლი კომანი.
ფრანგი ფეხბურთელის გამოსყიდვა მიუნხენურ კლუბს 21 მილიონი ევრო დაუჯდება. თავად ფეხბურთელს სურს რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა დეტალის შეთანხმება და “ბაიერნის”სრულფასოვანი წევრი გახდეს მრავალი წლის მანძილზე. მაგრამ, არის ერთი მაგრამ, კომანის თამაშით მოხიბლულია გვარდიოლა და კონტე, შესაბამისად “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” 50 მილიონ ევროს ამზადებენ რათა ფეხბურთელზე გააკეთონ ფსონი, ამ შემთხვევაში რამდენად იტყვის აღნიშნულ თანხაზე უარს გერმანული კლუბი უცნობია, მითუმეტეს რომ ჯერჯერობით კინგსლი არ განიხილება გერმანული კლუბის ძირითადის ფეხბურთელად.
წამოვიყვანოთ რა კარგია

კომანს მე პირადად პიაცა მირჩევნია მარცხნივ)) ან დავამატოთ თანხა და დუგლას კოსტა წამოვიყვანოთ
კომანი + 20 ლიმონი და დუგლას კოშტა წამოვიყვანოთ.
არადა კომანი ამ სისტეაში მაგრად გამოგვადგებოდა.
წაიყვანეთ არა უჰავს