ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბარსელონა” იგუაინს უფრთხის

ესპანური “დეპორტივოს” მტავარმა მწვრთნელმა პეპე მელმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩზე სადაც ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ბარსელონა” შეხვდებიან.
მელის აზრით, ორმატჩინ დუელში მთავარ როლს ტურინელთა არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი ითამაშებს. ამას გარდა “დეპორტივოს” მწვრთნელმა მისი ტურინელი კოლეგა მასიმილიანო ალეგრი შეაქო.
“”ბარსელონაში”  გონსალოს ძალიან კარგად იცნობენ და მას განსაკუთრებით უფრთხიან. პიკეს გარდა “ბარსას” საჰაერო ორთაბრძოლებში არ ჰყავთ ფეხბურთელები რაც მათი სუსტი წერტილია. რაც შეეხება ალეგრის ის ბრწყინვალე მწვრთნელია, ის ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და ვფიქრობ კარგად შეისწავლის “ბარსელონას” და იმ სისუსტეებს რაც კატალონიელებს აქვთ მაქსიმალურად გამოიყენებს. იტალიური ფეხბურთი ტაქტიკურად ძალიან ძლიერია და სწორედ ეს უნდა გამოიყენოს ალეგრიმ”.

69 thoughts on ““ბარსელონა” იგუაინს უფრთხის

  1. მაგრად მიკვირს აქ კომენტარების.ალეგრის იმედი გაქვთ და იგუაინის,დიბალას,კიელინის,ბონუჩის,ბუფონის ,სანდროს არა ხო.ალეგრის მოგებული რომელი თამაში გახსოვთ?წაგებულს მე გაგახსენებთ ბევრს თან

  2. ალეგრიმ იცის თუ როგორ უნდა დაამარცხოს ბარსა, გავიხსენოთ მილანის თამაში ლიგაზე 2012/13 წლებში 2-0 რო მოუგო, საპასუხო მატჩი კი წააგო და საერთო ჯამში გავარდა მარა გადახედეთ იმდროინდელ მილანის შემადგენლობას და ბარსას :lool: თან ბარსა მა წლებშI ბოგინობდა და ალეგრიმ კინაღამ სასწაული მოახდინა ბოატენგით და მუნტარით :buhee: ასე რომ მე სულმოუთქმენლად ვერლი ამ თამაშს და იუვეს გამარჯვებას :vashaa: ვიცი ძნელი იქნება მარა ალეგრი იზამს თავის სიტყვას!

    1. ნიანგმა წააგებინა ის თამაში ალეგრის!!! მეც ალეგრის იმედი მაქვს ყვრლაზე მეტას, ისე უნდა მოამზადოს ბიჭები, რომ ბარსას სუსტ წერტილებზე უტყან სულ და გავაგდოტ, ამოვიდა ყელში ბარსა რეალი ბაიერნის ბოგინი ევროპაში დროა ტურინული ჰეგემონია დავამწყაროთ

  3. იუვე წელს ლიგას იგებს მარა მომავალ წელს იცი რა მოხდება ვერაფერს იგებს გარდა ევროპა ლიგისა სკუდეტო პრიორეტი აღარ იქნება და ძალიან გაუჭირდება ლიგას ზედეზიდ ვერავინ იგებს წელს თუ მოიგებს იუვე და ვიცი რო მოიგებს

  4. როგორც პირველ თამაშში იყო პსჟ-ბარსასი,პსჟ-მ აჯობა ცენტრში და შედეგმაც არ დააყოვნა,ისე იქნება იუვესთანაც,ცენტრი დავითრიოთ და მოგება ჩვენია,რაც არ უნდა იყოს ნეიმარი მესი სუარესი თუ უკნიდან ვერ გაუქაჩეს ვერაფერსდ იზამენ

  5. ალეგრიმ იცის რა ტაკტიკა ამაზე მართლა შევთახმდეთ ყველა იმის მიუხედავათ მოგვწონს თუ არა

  6. და პიანიჩი მანჯუკიჩი ეგრევე თუ რამე ჩართავს,კიელინი იმიტომ მგონია მარცხნიდან რომ შეტევის დროს ცენტრში შემოიწევს და სანდრო გააკონტროლებს მთელ ფლანგს

  7. ბუფონი

    ალვეში ბარძალი ბონუჩი კიელინი

    ხედირა მარკიზიო

    კვარდადო სანდრო
    დიბალა იგუაინი

    ჩემი აზრით ამ სასტავს დააყენებს

  8. ცენტრში პიანიჩი და მარკიზიო ან ხედო და მარკიზა. მგონი პიანიჩი მარკიზიოს წყვილი უფრო ეფექტური იქნება და რატომ არ ცდილობს ალეგრი ამ წყვილს მისცეს შანსი.

  9. vetanxmebi deportivos mcvrtnels higuaini gadackvitavs zalian bevrs!!! Burtis gatanis saocari algo aq am adamians da serie a-shi ro pirvelze vart higuainis damsaxurebaaa, magram exla ragac saswauli unda knas!! Unda daamtkicos ro N3 forwardshi shedis!dybalas dzalian didi imedi mak! + alvesi unda daakenos lichtas magivrad kvela variantshi!!!!! Da cin cuadrado! Me cuadrados gareshe vercert tamasshi ver davinaxe mravalferovneba! Chaketvit kvelam vnaxet finalshi rac sagvemarta, barcastan chaketva faktiurad sheudzlebelia) sheteva ufro mets gadackvitavs da saocari grdznoba mak ro juve gava!!!!!!! Forzaaa! Cels jijis tasi unda aaaacevinon!!!!!!

  10. სასწაული თამაშებ იქნება, ჩემი აზრით ალეგრიმ უპრობლემოდ უნდა დაჯაბნოს ენნრიკე ტაქტიკაში, მაგრამ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო თავდასმა უნდა გადაკეტოს, მსოფლიოს ერთერთმა სსაუკეთესო დაცვამ, ცენტრის დამარება და ბუფონის კიდე აუცილებლად დაგვჭირდება, ხოლო შეტევაში კიდე არცერთ ლოგიკაში არ ჯდება რომ მსაჯის გუნდმა მშრალად შეინახოს კარი, ყელაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იუვე გადალახავს მაგ ბარიერს

  11. მე რომ ენრიკეს ადგილას ვიყო შარშანდელი ბავარია იუვეს თამაშს გადავხედავდი და იუვეს კონტრატაკებს ჩერეზ ალეგრიდან გავშიფრავდი

  12. _____________________ბუფონი___________________

    ლიხშტაინერი____ბონუჩი________კიელინი_____სანდრო

    _____________ხედირა__________პიანიჩი___________

    ალვეში_______________დიბალა____________მანჟუკიჩი

    ____________________იგუაინი____________________

    ____________________სუარესი____________________

    _______ნეიმარი____________________მესი__________

    ____ინიესტა_________რახიტიჩი_________რაფინია____

    მასკერანო_______უმთითი_______პიკე________რობერტო

    ___________________შტეგენი______________________

    სავარაოდო შემადგენლობები და განლაგება ასე მგონია.

    წესით ლიხშტამ ფიზიკურად უნდა დაჯაბნოს ნეიმარი + ალვეში მიეხმარება და დაზღვევაზე ბონუჩიც ეყოლება.

    აქეთ მესი უნდა გაანეტრალონ წესით სანდრომ და უკანდაწეულმა მანჯუკიჩმა,

    რაკიტიჩი პერსონალურზე უნდა აიყვანოს პიანიჩმა თუ შესძლებს + დიბალაც მიეხმარება.

    დალშე მგონია რომ მასკერანო და რობერტო ვერ გაუძლებენ ჩვენს ფლანგურ შეტევებს, ასევე გამჭოლი პასებიც გაამართლებს იგუზე ცენტრიდან.

    1. ზამენიდან კვადრატა კარგად შემოვა და ააწიოკებს ბარსას ფლანგს, მანჯუკუჩს ალბათ არ შეცვლის თამაშის ბოლომდე.

      1. ალვეშის მაგივრად კუადრადო ჯობია მანდ. + მაშერანო მარცხენა მცველად გამორიცხულია. და ლიხშტაინერი თუ ნეიმარს “გაანეიტრალებს” იმაზე ენა როგორ გიბრუნდება რო ჩვენი ფლანგები დაჩაგრავენ მაგათ ფლანგებს..
        მე ესე მგონია რო პიანიჩის მაგივრად მარკიზიო აჯობებს. ალვეშის მაგივრად კუადრატა. ესე გამოვა რო ცენტრში ძლიერი დაცვა იკნება და კონტრებზე ფლანგებიდან კუადრადო+სანდრო, + წინ იგუ და დიბალა. ეს მგონია ჩვენი გამოსავალი. ანუ ჩავუკეტოთ ცენტრი და შევუტიოთ სწრაფი ფლანგებით

  13. კრესპო რა მაგრად ათამაშებს ერთ ადგილს,ყოფილი დაბოღმილი მერდა…

  14. მთავარია ტურინში მოვიგოთ მე 1:0 ზეც თანახმა ვარ, ნოუ კამპზე ლეგენდარული ბუფონი,ბარძალი ბონუჩი და კიელინი თავისას იტყვიან
    :forza:

  15. დროა 90 000 000€-მა თავის სიტყვა თქვას
    დადგა ის მომენტი რისთვისაც მოიყვანეს იგუაინი
    შენ იცი პიპიტა აგერ ბურთი, აგერ იუვენტუს სტედიუმი და ნოუ კამპი

  16. ბიჭებმა თავი და ყველაფერი უნდა დასდონ მოედანზე.

    არ არის ეგეთი ფანტასტიკა ბარსას მოგება, ატლეტიკო რა ჩვენზე ძლიერი გუნდია? უბრალოდ ჩოლოს კარგად ჰყავს შესწავლილი. ჰოდა ამ თამაშის მოგება ბევრ წილად ალეგრის ტაქტიკურ ჩანაფიქრებზე იქნება დამოკიდებული.

    მე მინდა რომ აქ 1-0 მოვიგოთ და ბარსა არხეინად იქნება, რავა 1 ბურთს ვეღარ ამოვუქაჩავთ 4 ბურთიანი ქამბექის მერეო?

    აი მაგ დროს დაენსრევათ ზუსტად დამიჯერეთ :c:

    :forza:

  17. ხალხო ბარსას ფანებს უნდა დაუმტკიცოს იგუმ რო უდლიერესი ტავდამსხმელია ამიტომ მინიმუმ 2 გოლი მაინც უნდა გაუტანოს და გაცუმდებიან მერე

  18. მოიგებს უეჭველი იუვე ლიგას თუ ბარსას გააგდებს და მერე რეალი ჰეხვდება ფინალჰი ვინ იქნება მერე უკვე სულ ერთია

  19. “წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული სეზონია. ტურნირის მოგების შანსი ძალიან ბევრ გუნდს აქვს, მათ შორის ფავორიტები “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “რეალი” არიან, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ტურინის “იუვენტუსი” მოიგებს. ალეგრის გუნდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს შეუძლიათ”.

    “ასევე მინდა ერთი დეტალი აღვნიშნო, თუ ბუფონი კარიერის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, თავს გადავიპარსავ(იცინის)”. – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

  20. 2015-16 წლების საუკეთესო მწვრთნელად იტალიაში… სარი აღიარეს!
    აბაა, მაგხელა ფორის განიავება, რაც იუვემ მისცა, ადვილი საქმე კი არაა :lool: :lool: :lool: :lool:

    არადა მაქსმა რამხელა ქამბექი დადო 3 ლიდერის დაკარგვის მიუხედავად. სარის კი ის იგუაინი ჰყავდა გუნდში, რომელმაც იტალიის ყველაზე მაგარი რეკორდი მოხსნა!!!

  21. პიანიჩსაც დროზე ადრე დაუტოვებია სანაკრებო შეკრება… ეტყობა რაღაც გეგმის ნაწილია ეს, ზედმეტი რისკებისგან თავს იზღვევენ და ძალებს ინახავენ ბიჭები…

  22. დღევანდელი ბარსელონა რომ ფინალის დროინდელ გუნდთან შედარებით შესუსტებული და არასტაბილურია მგონი აშკარაა. აქეთ იუვეს თუ შევხედავთ ახალი ტაქტიკის წყალობით(რამაც ნახევარდაცვის შესუსტება პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახადა) იმაზე უკეთესი გუნდია ვიდრე იმ ფინალში. ახლა გასარკვევი ისაა თუ საკმარისად დასუსტდა ბარსა და ამასთანავე საკმარისად მოუმატა იუვემ იმისთვის, რომ დაამაცხოს. რთული იქნება, მაგრამ ფინალზე მეტი შანსი ახლა გვაქვს და მჯერა გავცდებით მაგ ბარიერს.

  23. წარმომიდგენია, რამდენჯერ ექნება ალეგრის უკვე ბარსა – პსჟ-ს თამაშები გადახვეული )) დეტალურად შეისწავლის ყველა ნიუანსს. კიდევ კაი მაქსს კარგად ეხერხება ანალიზი…

    ისე პსჟ-მ კარგი მაგალითები დატოვა – როგორ უნდა ეთამაშო ბარსას და ამავე დროს, როგორ არ უნდა ეთამაშო ბარსას )))

    ჰოდა მაქს, ახლა შენ იცი, შენი იმედი გვაქს ყველას! :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.