ტოლისო: “იუვენტუსის” ინტერესი დიდ სტიმულს მაძლევს
რამდენიმე ხნის წინ “ლიონის” ნახევარმცველმა კორენტიმ ტოლისომ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდის გამოცვლა სურს. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
22 წლის ფეხბურთელის შეძენა “იუვენტუსთან” ერთად მილანის “ინტერსაც” სურს. მაგრამ როგორც ფეხბურთელის განცხადებიდან ჩანს მას “იუვეს” რიგებში სურს ასპარეზობა.
“ისეთი კლუბის ინტერესი როგორიც “იუვენტუსია” უფრო დიდ სტიმულს მაძლევს უფრო მეტად დავიხარჯო და სეზონი წარმატებულად დავასრულო. მიუხედავად იტალიელების ინტერესისა ამ მომენტჩი ჩემი მიზანი “ლიგა 1-ში” მეოთხე ადგილის მოპოვება და “ევროპა ლიგაზე” რაც შეიძლება შორს გასვლაა”.
3 მაღალი დონის ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს . ალბათ ტოლისოსაც მოიყვანენ , ვერატიზეც ვრცელდება ჭორები და იმედი მაქვს 4-3-1-2 სქემას დაუბრუნდება ალეგრი . თქვენ რას ფიქრობთ ამ სქემით ფინალში გავედით და ვიდალი ყავდა როგორც გამთამაშებლად და ახლა პიანიჩი ან დიბალას დაყენება მაგ პოზიცია იდეალური იქნებოდა.
კარგია მაგარია ძაან
კარგი შენაძენი იქნება-უდაოდ!! მივესალმები!!

22 წლისაა და ფიზიკურად უმაგრეს ფორმაშია,ნძონძის და მატიჩის მოყვანას ჯობია ,ისე ლემინას და სტურაროსთან ერთად კარგი თადარიგის ჩამშლელები გვეყოლება.ძირითადში ვერატის ველოდებით….