ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა: “იუვენტუსში” უკეთესი გავხდი

“იუვენტუსის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც “ბებერი ქალბატონის” შემოთავაზებას დათანხმდა. მისი თქმით სწორედ იტალიაში წარმოაჩინა თავისი თავი უკეთ ვიდრე სადმე სხვაგან.
გერმანელი ნახევარმცველი “იუვენტუსში” 2015 წელს მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე მოიპოვა.
“შემიძლია ვთქვა, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ, აქ ვიპოვე ჩემი თავი და მაქსიმალურად ვცდილობ წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. “რეალიდან” “იუვენტუსში” ჩემი გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემს კარიერაში, აქ უფრო უკეთესი და ტაქტიკურად განსწავლული გავხდი. “იუვეში” მეძლევა უფრო მეტი თავისუფლება მოედანზე და შემიძლია შეტევაში აქტიურად ჩართვა”.

წყარო:La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შარშან ალეგრის უდიდესი შეცდომა იყო, როცა ბავარიასთან ხედირა გაიყვანა, მაშინ დავკარგეთ ცენტრი და მთლიან ცალკარა გახდა თამაში… ნუ მესმის რომ ხედირა შარშან ისეთი ვერ იყო როგორც წელს, მაგრამ მინიმუმ 10 წუთით მეტი რომ დაეტოვებინა მინდორზე, ბავარია ვერ ამოატრიალებდა იმ თამაშს…
ისე კი უძლიერესი ფეხბურთელია, ყველა ტიტული დამსახურებულად აქვს მოგებული და პლიუს ამას ისეთ კომენტარებს აკეთებს, ზოგჯერ მგონია რომ ბავშვობიდან იუვენტინოა… პირადად მე არაფერი ცუდი არ მეთქმის ხედირაზე… და ის რომ მარკიზიო უნდა იყოს მინდორზე უფრო ხშირად თუ ხედირა ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია და შესაბამისად წელს ხედირა უკეთეს ფორმაშია როგორც ჩანს… მთავარია გუნდის შედეგი და არა ის ვინ რამდენი წუთი იქნება მოედანზე… :forza:

სერგი მუჯირი
სერგი მუჯირი
7 years ago

რას საუბრობთ საერთოდ, ხედირა არის უძლიერესი ცენტრი, ჯერესერთი ბევრი ფეხბურთს გოლების და ცრუ მოძრაობების გამოუყურებს და მაგას ედავს მხოლოდ, ან კომბინაციებს ან სეივებს, ერთხელ ნაყურებ თამაშს კიდევ რომ ნახავ ჩანაწერს და დააკვირდები ხედირას, თუ როგორ უჭირავს ჩენტრი მერე აღარ იტყვი ადამიანი სისულელეებს, თუ ბავშვი არ ხარ, ხედირა არის ბეტონი და ტიპს მარტო უჭირავს მგონი ცენტრი, როდესაც ფორმაშია ნებისმიერ გუნდში შეუცვლელია, კლუბში თუ ნაკრებში, თნდაც ბავარიასთან სერიამ გამოაჩინა ყველაფერი, როგორც კი ხედირა მცირე ტრანვის გამო გაიყვანეს, ეგრევე წამოვიდა პრესი და ცენტრი დაიკარგა, სულ ვეუბნები ყველას, ხედირა თუ ფორმაში შეხვდა ლიგის თააშს, ძალიან ძალიან გაუჭირდება იმ მსაჯს, თუ გუნდს ეგ კიდე საკითხავია… Read more »

მაქს
მაქს
7 years ago

ტიტულებით არ გამიზომია კაცო, უბრალოდ ავღნიშნე ფაქტი: როცა რეალი-გერმანია იყო უძლეველი ორივეგან შეუცვლელი ფეხბურთელი იყო თავისი გამორჩეული თამაშითქო :) ყველა ტიტული დამსახურებულად აქვს, მიუხედავად რომ მარკიზიო ჩემი ფავორიტია არამგონია 3 დიდ ჩემპიონატში გაექაჩა ხედირასავით.

მაქს
მაქს
7 years ago
Reply to  მაქს

+ ჩემი აზრით, ფეხბურთში ჩახედული შენ კომენტარზე იტყოდა არაობიექტური შეფასებააო. მესმის შენი მეეც მინდა მარკიზიო უკეტესი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა:) ბევრი მიზეზის გამო

forza bianconeri
7 years ago
Reply to  მაქს

არადა პირიქით მგონია, რადგან მე და ფეხბურთის მოყვარულების სრულ უმრავლესობას მარკიზიო უფრო მაღალი დონის ნახევარმცველი გვგონია. კლაუდიო დაუფასებელია ფანების მიერ, მაგრამ მაგდენადაც არ არის დაუფასებელი, რომ ხედირა მიიჩნევოდეს მასზე აღმატებულად. როგორც ჩანს ორივეს მტკიცე და ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვაქვს ამ ორ მოთამაშეზე. ისე ხედირას არ ვიწუნებ, მაგრამ არც ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია იუვესთვის, მაგ პოზიციაზე გაძლიერება არ აწყენდა ბიანკონერის.

soni 10
7 years ago

Markizios tranvis shemdeg uceb ro sheedzlos pormashi shesvla da tranvebs ar sheewuxebina msoplioshi erterti yvelaze magari naxevarmcveli iqneboda Rais xedira :lool: mara ijanjeba ra da did dros kargavs

forza bianconeri
7 years ago

მაქს იქიდან დავიწყებ რომ ტიტულებით ფეხბურთელების შედარება არ არის სწორი. მაგ ლოგიკით ვალდესი და კასილასი ბევრად აღემატებიან ჯიჯის. რეალმა როცა ლიგა მოიგო მაშინ არ ყავდათ ხედირა, ამიტომ საკლუბო დონეზე არ აქვს დიდი წარმატება. მარკიზიო ხედირას საქმეს ბევრად კარგად ართმევს თავს (ჩაშლას) და შეტევაშიც ბევრად კრეატიულია, დააკვირდი რამდენად ხშირად აფუჭებს ცხენდო შეტევებს. ბარსელონასთან რაც გააკეთა მარკიზიომ ეგ არასდროს გაუკეთებია ხედირას და სავარაუდოდ ვერასდროს გააკეთებს, ეგ არის კლასი, ეგ არის ის რაც ადამიანს დაბადებიდანვე აქვს. 2014-15 წლების სეზონში ძალიან პროდუქტიული იყო კლაუდიო და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. რეალთან ორივე მატჩში საოცრად ითამაშა, მახსოვს რონალდო გააწამა, რამდენჯერაც შეხვდნენ პირისპირ იმდენჯერ წაართვა ან… Read more »

vakhtang karchava
7 years ago

ფიზმომზადების მწვრთნელები რო გამოცვალეს, მის მერე მაგრა გამოსწორდა სიტუაცია. კიდე კაი, დროზე მიუხვდნენ საქმეს.

vakhtang karchava
7 years ago

ხედირა უძლიერესი ნახევარმცველია, მაღალი ინტელექტით. ტაქტიკურად ასეთი განსწავლული იშვიათია. ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელები განსაკუთრებულად გამოარჩევენ სემის. მოურინიომ, ლიოვმა და ალეგრიმ მაგრა აქეს ხედო, მაქსმა მისი მეშვეობით ვაკონტროლებ თამაშის ტემპსო. სასიხარულოა ბოლო დროს რო ჯანზე მოვიდა… მარკიზიო როცა ფორმაშია, შეუდარებელია, მაგრამ დატანჯა ტრავმებმა და ვერ ახერხებს ფორმის აღდგენას. ამ მომენტში ხედირა ნამდვილად ჯობია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარკიზიომ დაკარგა ძირითადში ადგილი. მთავარია ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, ფორმა აღიდგინოს და მომავალშიც ბევრ დახმარებას მოუტანს იუვეს ტურინის პრინცი. :juvee:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მახასიათებლებით მარკიზიო და ხედირა გავს ერთმანეთს(მარკიზიო ოდნავ ტექნიკურია)ტიტულებით კი ფეხბურთელების გარჩევა არანაირად არაა სწორი.სუბიექტური ვარ მაგრამ მარკოზიო ყველაფრით მირჩევნია

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მარკიზიო არაა ხედირას დონიე, ეს ალბათ მწარე სიმართლეა ბევრისთვის. :forza:

ტიპი ჩემპიონია ყველაFერი აქ მოგებული რაც შეიძლება ფეღბურთელმა მოიგოს.

მაქს
მაქს
7 years ago

forza bianconeri

ძალიან სუსტი კომენტარია მეგობარო. აბა გვითხარი “მარკიზიოს დონემდე ბევრი აკლიაში” რას გულისხომ? ტიპი ყველაფრის ჩემიპიონია, რეალში საუკეთესო წლებში ძირითადის ფეხბურთელი იყო მუდმივად და ა.შ ერთი მინუსი რაც აქვს არის ტრავმიანობა, და მარკიზიოს რატომ ჩამოუვარდება ბევრით?

forza bianconeri
7 years ago

კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მარკიზიოს დონემდე ბევრი უკლია. უსამართლობაა კლაუდიო ამის გამო, რომ ზის სკამზე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x