ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიაცამ ტრავმა მიიღო

სანაკრებო მატჩები “იუვენტუსისთვის” ცუდად დასრულდა, გუშინ ესტონეთთან მატჩში ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა მარკო პიაცამ ტრავმა მიიღო.
ესტონეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრების და “იუვენტუსის” ფეხბურთელმა ერთი შეხედვით საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, მატჩის 65-ე წუთზე პიაცას ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მუხლის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც მოედანი საკაცით დატოვა. წინასწარი ინფორმაციით ტრავმა ძალიან სერიოზულია. ფეხბურთელის თვითერზე კი წერენ, რომ მარკოსთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. მაგრამ უმჯობესია დავალოდოთ გამოკვლევებს, რის შემდეგაც გამოჩნდება რამდენად სერიოზულია ხორვატი ფეხბურთელის ტრავმა.
მატჩი რომელშიც პიაცამ ტრავმა მიიღო სენსაცია დაფიქსირდა, ხორვატიის ეროვნული გუნდი 3-0 განადგურდა ესტონელებთან.

6 thoughts on “პიაცამ ტრავმა მიიღო

  1. ცუდია ძაან მაგრად გაუჩირდება მომავალში ამას თუ სერიოზულად დაშავდა ხო საერთოდ ჯობია ერთი სეზონით გაანათხოვრონ თორე აზრი არ ექნება ….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.