ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენტაკურმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

როდრიგო ბენტაკური იუვენტუსთან ხელშეკრულებას გააფორმებს…

ტურინის იუვენტუსის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბოკა ხუნიორსის ურუგვაელმა ნახევარმცველმა როდრიგო ბენტაკურმა ბიანკონერების რიგებში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რისი დამადასტურებელი ფოტოებიც ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა.

აღნიშნული ინფორმაცია ტურინელებმა სოციალურ ქსელებზეც დაადასტურეს. შეგახსენებთ, იუვენტუსმა ტევესის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბენტაკურის ტრანსფერზე უპირატესობა მიიღო, რაც იტალიელებმა გამოიყენეს კიდეც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 9.5 მილიონი ევრო იქნება.

8 thoughts on “ბენტაკურმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

  1. ბენატიას არავინ გაუშვებს, ორი ცენტრალური მცვალი კი გვინდა ზამენაზე და ბარძალი წავა დაბერდა , პიაცა ძალიან კარგი ბიჭია , დანარჩენს იმედია მოგვაშორებენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.