ლუის ენრიკე: “იუვემ” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა
“ბარსელონას” თავკაცი ლუის ერიკე გაკვირვებულია იმით, რომ “იუვენტუსს” მუდმივად აკრიტიკებენ.
“ტურნელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, სიმართლე გითხართ ძალიან მიკვირს მათ მიმართ მუდმივი კრიტიკა. “ნაპოლი” ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და “იუვემ” მასთან მნიშვნელოვანი ქულა აიღო ისე რომ მათ შორის სხვაობა არ შემცირებულა. მართალია “იუვენტუსმა” სწრაფი გოლი გაიტანა ნეაპოლში, მაგრამ შემდეგ ძალიან გაუჭირდა მათთვის ბურთის ართმევა. დარწმუნებული ვარ სამშაბათს იტალიის თასზე სულ სხვა “იუვენტუსს” ვიხილავთ.
იტალიაში კრიტიკა უყვართ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ “იუვემ” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა”.
წყარო:Football Italia
იმედია მართლა სხვა იუვე იქნება