ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი: “იუვეში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებთან “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” ტრანსფერზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.
“სპორტული ჟურნალისტები ყოველთვის საუბრობთ, რომ მე “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” ფულის გამო გადავედი.  ეს ასე არაა უამრავი ფეხბურთელისთვის ფული მეორეხარისხოვანია, ასეა ჩემს შემთხევაშიც. ჩვენ კლუბებს იმიტომ ვიცვლით, რომ უკეთესი მომავალი გვსურს, გვსურს ტიტულები და ახალი საფეხურების დაპყრობა. ახლობლები მეუბნებდნენ, რომ ტურინი არის ძალიან ლამაზი და მშვიდი ქალაქი, რაშიც აქ გადმოსვლის შემდეგ დავრწმუნდი. არ ვნანობ “ნაპოლიდან” “იუვეში” გადმოსვლას, აქ ბედნიერი ვარ, ზუსტად აქ არის ის რასაც ვეძებდი. 
“ბარსელონა?” – ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდს გაუმართლა. “ბარსელონას” ჰქონდა ჩავარდნა პარიზში, მაგრამ თავადაც ნახეთ “ნოუ კამპზე” რა თამაშიც აჩვენეს და დამსახურებულად გავიდნენ 1/4 ფინალში. 
“იუვემ” ბოლოს ლიგა 1996 წელს მოიგო, ახლა კი დადგა დრო, კვლავ აღმართოს ლიგის თასი. იმედი მაქვს წელს მოვახერხებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ეს ზუსტად ისაა, რისთვისაც აქ მოვედი”.

წყარო:GOAL.COM

2 thoughts on “იგუაინი: “იუვეში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვარ”

  1. იგუ ჰენ თუ დაიწყებ გოლების გატანას ლიგაზე მართლა მოვიგებთ დაცვა კარგია მეკერა არა უჰავს ეს რათ ქმაუნდა ხომრობით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.