“იუვენტუსი” მატიჩს უბრუნდება
“იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კვლავ ეცდება “ჩელსის” სერბი ნახევარმცველის ნემანია მატიჩის დამატებას.
Calciomercato-ს ცნობით, ტურინელები ზაფხულში ლონდონელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ ნემანია მატიჩის თაობაზე. 28 წელის სერბი ფეხბურთელის შეძენა “იუვეს” გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ანტონიო კონტემ დაბლოკა. მატიჩს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
წყარო:Calciomercato