ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ძნელია იპოვოთ ჩვენზე უკეთესი გუნდი”

მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც “იუვენტუსი” 3-2 დამარცხდა “ნაპოლისთან”.

“ეს იყო შესანიშნავი მატჩი. ჩვენ ვითამაშეთ უკეთ ვიდრე კვირას, მაგრამ დავუშვით უპატიებელი შეცდომები მატჩის მსვლელობისას რამაც ცხოვრება გაგვირთულა. მართალია წავაგეთ, მაგრამ მთავარია იტალიის თასის ფინალში ვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ.
იგუაინი? – მე არ ვდარდობდი მის უგოლო სერიაზე, უკანასკნელ დღეებში ის მეტად მონდომებული იყო და მისმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების და გამოცდილი ჩემპიონების ტანდემი “იუვენტუსს” დიდ პოტენციალს აძლევს. “იუვე” შესანიშნავი კლუბია და ძნელია იპოვოთ ისეთი გუნდი, რომელიც მასზე უკეთესია”.

11 thoughts on “ალეგრი: “ძნელია იპოვოთ ჩვენზე უკეთესი გუნდი”

  1. შეიძლება მართლა რთული ყოფილიყო უკეთესი გუნდის პოვნა აი იმ ეპოქაში, როცა ტელევიზია და ინტერნეტი არ იყო, მაგრამ დღეს ..

    :juvee:

  2. ალეგრი იმედია ცოტა კაიფჰი ხარ ახლა რეებს ბაზრობ პირველ ტაიმჰი მართლა კარგები იყავით მორეჰი კი რავი პროსტა ფინალჰი ნეტო არ დააყენო ნერვები არ მომიჰალო

  3. 1. არ მესმის ალეგრის რატომ ათამაშებს ბენატიას როცა სკამზე უნიჭიერესი რუგანი გყავს, დროა ბონუჩის შეუწყვილდეს რუგანი. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ბენატია ბურთსაც ძალიან უაზროდ იშორებსხოლმე.

    2. არ არის სტურაროს საქმე მარცხენა ვინგერად თამაში, ნუ არც მანძუკიჩის ყველა გუნდს ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს, იგივე ასამოას შეუძლია მანდ თამაში, ან ლემინას. მე პირადად სანამ თავზე თმას გადაიპარსავდა იქამდე მომწონდა სტურაროს თამაში :დ უფრო მებრძოლი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებდა ადრე, რაღაცით ვიდალის მსგავსი იყო მაგრამ შევმცდარვარ. ქალებმა დაღუპეს ქალებმა

    3. არ გვყავს სათადარიგო სკამზე ისეთი ფეხბურთელი ვინც რეალურად გააძლიერებს შეტევას. ვინ შემოდის ცვლილებაზე რინკონი, ლემინა, და რომელიმე მცველი.

    1. რუგანი იუვეს მომავალია და უკვე დაამტკიცა რო ღირსეულია. ბენატიას კი საქმეში ცდიან, რომ ნახონ ღირს თუ არა მისი გამოსყიდვა…

      1. 3 მილიონი გადახდილია უკვე, გამოსასყიდი თანხა 17 მილიონია. 20 მილიონად თუ იუვენტუსმა ბენატია დატოვა მაშინ კარგად გვქონია საქმე. იგივე კულიბალი ნაპოლიდან ბევრად ჯობია ბენატიას. რინკონი ბენატიას ტრანსფერი ორივე უაზრობა მგონია.

  4. არეული შემადგენლობით შედეგებს მაინც აღწევს ალეგრი და ესაა მთავარი. ალეგრი ყველანაირად ეცადა დაემალა თავისი მთავარი უპირატესობები და თან შედეგები დაედო არცთუ ცუდ ფორმაში მყოფ ნაპოლისთან მის მოედანზე. ნაპოლოლის დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ლიგას გამოეთიშა, სკუდეტოს შანსი წინა თამაშში წავართვით, ახლა თასზე ოცნებასაც ჩამოვაშორეთ. თან როგორც ყოველთვის, ბინძურად თამაშობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მშვენიერი შედეგი დადო გუნდმა.

  5. აუ ლემინას ეყოფა ეს სკამზე ლპობა რა! გასაგებია რო თავში აქ ავარდნილი დროა შეცვლაზე შემოიყვანოს ხოლმე.ანუ 3 ზამენა ხო აქ ხოდა ერთ ერთი იყოს ლემინა ყოველ მატჩში! საჭირო კაცია საჭირო. კიევოსთან მანჯუ დააყენოს და იგუაინი სკამზე დასვას.ჩემი აზრით დიბალას რო ხშირად ცვლის არის მაგარი სისულელე.ამათვის ძალების გადანახვა ნიშნავს ბურთის წინ და უკან გორაობას გოლის გატანის შემდეგ და მგონი მეოორე ვარიანტი ჯობია, დროზე გააკეთონ ზამენები და შეცვალონ ის ვინც მართლა დაღლილია.რამდენჯერაც ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშეთ პრაქტიკულად ყველა მატჩში გოლი გაუშვით.

  6. ცენტრში რომ იძულებით მანჯუკიჩს ათამაშებ და იგუს ზამენა არა ყავს საერთოდ, ეგაა საუკეთესოობა.

    მაგ უაზრო ტრაბახს სჯობია წესიერი ტრანსფერები მოსთხოვო ხელმძღვანელონას, თორემ მერმის შეიძლება ბენატიას ტრეკვარისტად დაყებაც მოგიწიოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.