ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი: “ბარსელონას” მარცხი არაფერს ნიშნავს

ესპანეთის “პრიმერა დივიზიონის” 31-ე ტურში “ბარსელონა” სტუმრად 2-0 დამარცხდა “მალაგასთან”, აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით მასიმილიანო ალეგრიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ უნდა გვჯეროდეს იმის, რომ შევძლებთ “ბარსელონას” ბარიერის გადალახვას. “მალაგასთან” განცდილი მარცხი არაფერს ნიშნავს, “ბარსლონას” ევროპის ნებისმიერ მოედანზე შუძლია გამარჯვების მოპოვება. 
აზრი არ აქვს დავჯდეთ და ვარჩიოთ “ბარსელონას” თამაში – უბრალოდ უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ ფეხბურთი. ჩვენ ვფიქრობთ ამ მატჩზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის უახლოესი მატჩი, და უახლოესი მატჩი არის – ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი.
როდესაც გუნს ყავს ლეო მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და სხვები, ძნელია მათი შეჩერება.  უნდა ვიყოთ ყურადღებით, შეტევაში მომენტები მაქიმალურად უნდა გამოვიყენოთ და არ დავივიწყოთ დაცვა”.

წყარო:espn.co.uk

22 thoughts on “ალეგრი: “ბარსელონას” მარცხი არაფერს ნიშნავს

  1. ძვირფასო ბარსას ფანო. ჩემი ძმაც და მთელი ჩემი გარშემომყოფებუც, სამი კაცის გარდა… (ორი ჩელსი და ერთიც მე რა თქმა უნდა იუვე) ბარსას გულშემატკივრობენ. მაგრამ, მათ ფეხბურთის პატივისცემა იციან. რომ ამბობ მესი, სუარესი და ნეიმარიო და დანარჩენ პოზიციებსაც გავყვეთო, ასე არ შეიძლება ძმაო არა. მოდი დავიწყოთ. ბარსას ტრიო საუკეთესოა და ამაში სულელი თუ შეგედავება. მაგრამ დიბალა-მანჯუ-იგუ საკმაოდ ძლიერი სამეულია. შეიძლება ითქვას (აქ უკვე ყველას თავისი აზრი აქვს და ვერც ბაიერნის ფანებს შევედავები ვერც რეალისას) მეორე ადგილზე არიან და დიდი სხვაობა არაა დარჩენილი მსნ-მდე. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს მათი მომმარაგებლები. იდეალური ინიესტა, (ბარსელონას საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმართან ერთად)ბრძოლისუნარიანი, ტექნიკური, სწრაფი (სირბილს არ ვგულისხმობ მაიმცდამაინც) და სტაბილური ნახევარდაცვქ, რომელსაც ღირსეულად უდგას გვერდში რაკიტიჩი. იუვე? პირველ რიგში კვადრადო, რომელიც დიბალას თამაშის ხარისხს უპრობლემოდ აორმაგებს და პიანიჩი. ეს ორი წყვილი ერთ ძალას წარმოადგენს გუნდისთვის. თუმცა, გავაგრძელოთ ნახევარდაცვით და ვთქვათ, რომ აქ საუბარი ფეხბურთის უპატივცემულობა კი არა საკუთარი თავის უპატივცემულობაც კი იქნება. რა თქმა უნდა სხვა ნებისმიერი ნახევარმცველის შემთხვევაში იუვეს დიდი პლუსი აქვს. შემდეგი საფეხურია დაცვა… იდეალირი ბბს არაფრისმაქნისი ჭღრპღრ-ს წინააღმდეგ. ამაში თუ შედავებას აპირებს ვინმე, მგობი სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მას ფეხბურთზე ფიქრიც კი. და კარში ძალიან ძლიერი ტერ-შტეგენი იდეალური ჯიჯის წინააღმდეგ. ერთადერთი მინუსი იუვეს ამ პოზიციაზე ბარსასთან ასაკი აქვს, მაგრამ ჯიჯი რის ჯიჯია თუ ციფრებმა დაჩაგრეს, ასე რომ ეს პოზიცია თქვენთვის მომინდია. ისე, რა თქმა უნდა ჯიჯი ჯობია ბბს-ს ხარჯზე. ადვილია კარში დგომა, როცა კარგი დაცვა გყავს და პირიქით. ბარსას მართლა კარგი მეკარე ყავს, მაგრამ დაცვა ვერ უწყობს ხელს. ეს რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს. სკამიც ცალკე თემაა. ბარსას უჭირს სკამზე და იუვეს ერთი მთლიანი გუნდი ყავს სათადარიგოზე. იმედია ნეტოს საჭიროება არ იქნება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, წარმოიდგინე რა ბარიერი აქვს ინიესტა რაკიტიჩსა და მსნ-ს და რა ბარიერი აქვთ გადასალახი იგუ-მანჯო-დიბოს? რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იუვეს შემტევთა კლასი იკლებს ორი პუნქტით, მაგრამ ბარსასი ოცი პუნქტით და საერთო ჯამში იუვე ბევრად ძლიერი გამოდის.
    მალაგასთან თამაში მოტივაციის საკითხიც იყო. ბარსას ლიგა ურჩევნია რა თქმა უნდა და ფაქტია, რომ ყველაზე საჭირო დროს, ჩემპიონატში ვაბანკზე წავიდნენ და ვერ დაძლიეს ფსიქოლოგიური წნეხი. ითქმაშეს ძლის დაზოგვით, რაც ცხადყოფს, რომ მოახლოვებულ მატჩზე ნერვიულობენ. იუვეს ეგ პრობლემა არ აქვს. ქვეყანაში საკმაოდ წინ არიან, თასზეც ფინალში არიან. საერთო ჯამში, ორივე მატჩში, დასაკარგი მხოლოდ ეს ორი მატჩი აქვთ და არა სხვა დანარჩენებიც. ამიტომ, მთელი ყურადღება შეუძლიათ მიაბყრონ ამ თამაშს. ესეც პლუსია. კიდევ ერთი. იუვე მოწყურებულია ლიგას და მოტივაცია ძალიან მაღალია. ბარსაში კი ეს საკითხი მწვავე არაა იმდენად, რამდენადაც საკმაოდ ბევრჯერ შეძლეს მათ უკვე ამ ტიტულის მოპოვება ბოლო ხანებში. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გამომიწვიე, თორემ რეალურად ციფრებს არ ვენდობი. აქ სხვა ციფრებია გადამწყვეტი. 1XX2

    1. Irakli umetes shemtxvevashi getanxmebi magram ert damatebas gavaketeb. Iniesta rakidichi kargia magram ar unda davivicyot chveni naxevar dacva me piradat mimachnia rom jves naxevar dacva cin dgas radgan mat ufro kargat sheudzliat itamashon intensiuri fexburti da barsas naxevar dacva marcuxebshi moaqcion. Xedira dzalian chkviani naxevarmcvelia. Markizio magari mushaa gacilebit musha vidre rakidichi da arc klashi chamouardeba, igive kvadrata da pianichi karoche barsas upiratesoba aris tavdamsxmelebshi magram barsa imdenad sustia dacvashi rom aq jves shetevas ufro didi potenciali edzleva. Magram es yvelaferi mainc saubaria da yvelaferi moedanze gadacydeba fsiqologiasac didi mnishvneloba aqvs. Xo martla alegri da luis enrikec ar unda davivicyot chemi azrit alegri uketesia

      1. ხოო ეგ ტრიო მოდის არ გეგონოს თუ მალაგასთან ვერ ითამაშეს იუვესტანაც ვერ ითამაშებენ შენ ძალიან გინდა რო ბარსელონა გამოაგდოს იუვენტუსმა მაგრამ ბარსელონამ თუ აიწყვიტა მერე ვნახავთ დამწუხრებულ იუვენტუს საკუთარ სტადიონზე :smile:

          1. მესის ნეიმარს და სუარეს მსოფლიოს საუკეთესო ტრიოს რომელს მიდარებ ჯერ აქედან დავიწყოთ და მერე ნახევარდაცვას მივყვეთ თუ გინდა :D :D

          2. მოდი ბევრი რო არ ვილაპარაკოთ დაველოდოთ თამაშს და იქ გამოჩნდება ვის რა შეუძლია კარგიიი :))

        1. მეტი არაფერი იცით თქვენ ) 1 მილიარდიანი თავდასხმა გყავთ ) მესი ნეიმარი და სუარესი, რომელი სუარესი? კიელინისთან რო ვერაფერი ქნა და კბენა დაიწყო ძაღლივით :D:D: )) მსაჯელონა ხართ სიმუალიანტი ნეიმარივით მიკარებაზე რო ბ ოზი ქალივით წვება ეგრევე )) შეგხვდებათ ეხლა კაცური გუნდი და ისწავლეთ როგორ უნდა ნამდვილი თამაში

          1. ანუ გინდა თქვა რო იუვენტუსი ბარსელონაზე ძლიერია იუვენტუსი ფავორიტია იუვენტუსს ბარსელონაზე ძლიერი გუნდი ყავს და მთლიანობაში იუვენტუსი ბარსელონაზე მაღლა დგას ხოო :D???

  2. ნახევარდაცვა უნდა გავუთიშოთ და მთელი თამაში რაც შეიძლება მაღალი პრესინგი ვეთამაშოთ და აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს თან ბევრს. ჩემი აზრით წელს არ არის ბარსა ისეთი ძლიერი, როგორც მაშინ ფინალის დროს. ბაზარი არაა მაგრათ ივაჟკაცეს სენ-ჟერმენთან, მარა ეგ თამაში პსჟ-მ უფრო წააგო რაა. ასე რომ არც ეგეთი ძლიერია დღეს ბარსა რო ჩვენთან სრული უპირატესობით ითამაშოს, განსაკუთრებით ტურინში.

  3. ალეგრის ჰკითხეს: როგორ ახერხებთ, რომ სანახაობრივად არ თამაშობთ და მაინც აღწევთ სასურველ შედეგებს? – ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც უნდა შეუტიო და დაიცვა თავი. ორივე კომპონენტს კარგად უნდა ფლობდე და არაფერია სამარცხვინო იმაში, კარგად იცავდე თავს. მოხარული ვიქნები, თუ ვინმე შთამბეჭდავ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ სანახაობის ნახვა თუ მომინდება, ცირკში წასვლას ვამჯობინებ. :lool: :lool:

    ლუის ენრიკემ იცით, გაეხუმრა ალეგრის – მაინც სკუდეტოს რეკორდისთვის იბრძვით და ჩვენთან თამაშში იგუაინი და დიბალა დაასვენეო. რაზეც ალეგრიმ უპასუხა – რატომაც არა, თუ მესის, ნეიმარს და სუარესს დაასვენებო. :lool: :lool: :lool:

  4. დამიჯერეთ ზის და ფიქრობს კიარა ალეგრი, ღამეც არ ძინავს მაგ მატჩის განხილვაში. ეს უბრალოდ სიტყვებია. კუადრადოს სკამზე დატოვებას რაც შეეხება არ მიმაჩნია სწორად, მეორე ტაიმში 20 წუთის მიცემას რა აზრი აქ. თავიდანვე უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი. მე იმის მომხრე ვარ რო მანჯუკიჩის ადგილას მარკიზიომ დაიწყოს, ერთი ის პრობლემაა ამ გადაწყვეტილებაში რო ჩვენი მთავარი იარაღი ბარსას წინააღმდეგ სტანდარტულები უნდა გამოდგეს, საადაც მანჯუკა გამოგვადგება :forza: :forza: :forza:

  5. ალეგრი უნდა დარჩეს თუ არა ეს ბარსელონასთან გამოჩნდება ჩემი აზრით 4-4-2 კარგი იქნებოდა ჯიჯი-კიელინი,ბონუჩი,ბარძალი,ალვეში-სანდრო,პიანიჩი,ხედირა,კუადრადო და წინ დიბალა მაგრამ არამგონია ესე გააკეთოს ალეგრიმ ნუ ნებისმიერი ტაქტიკა რითიც ითამაშებს ჯობია კუადრადო სკამზე დატოვოს და მეორე ტაიმი გაამწვავებინოს,იმიტო რო მაგან თუ პირველი ტაიმი ითამაშა მეორეში შეიძლება მარტო იაროს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.