ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 80 მილიონს ჩამოდის

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბიანკონერი კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელებას გეგმავს, ისევე როგორც გასულ ზაფხულს გონსალო იგუაინის შემთვევაში მოხდა.
ახალი ამბავი არაა, რომ “პსჟ-ს” იტალიელი ნახევარმცველის შეძენა “იუვენტუსს” სურს. თავის მხრივ ფრანგებს არ სურთ ვერატის გაშვება, მაგრამ “იუვეს” ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უნიჭიერესი ნახევარმცველის ხელსი ჩაგდება და ამისთვის მსუყე თანხის გამოყოფასაც გეგმავს.
La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ტურინელები უკვე დაუკავშირდნენ მარკოს აგენტს – დონატო დი კამპლის და გააცნეს მას თავიანთი გეგმა, ასევე ისიც, რომ “იუვე” თანახმაა გადაიხადოს 80 მილიონი ევრო.
ალტერნატიულ ვარიანტად ტურინელები “ლიონის” ნახევარმცველ კორენტინ ტოლისოს განიხილავენ.
“იუვენტუსის” გარდა ვერატის შეძენა მადრიდის “რეალს”, მილანის “ინტერს” და მიუნხენის “ბაიერნს” უნდათ.

წყარო:La Gazzetta dello Sport

9 thoughts on ““იუვენტუსი” 80 მილიონს ჩამოდის

  1. პოგბას გაშვება და იგუს მოსვლას ერთმანეთთან არაფერი აწ კავშირი ამ ეტაპზე ალბათ სანჩესი მეტად გვჭირდება რადგან მანჯუ აბ სტურარო მაგ პოზიციაზე რავი

    1. ჰოო ნუ პირდაპირ კავშირში შეილება არც არის, ან რა იცი)) შეილება არის კიდეც) ფაქტი ის არის, რო მიუხედავად იმისა რო ძლიერი გუნდი გვყავს მთლიანობაში, შეიძლებოოდა რო უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყოლოდა. მართალია თვითონ წავიდა ის შავ-ტარკა მარა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ რო მინიმუმ ეს სეზონი მაინც დარჩენილიყო. ეხლა რო პოგბაც გვყავდეს, მართლა სასწაული გუნდი იქნებოდა

  2. მე ტოლისო მირჩევნია , უფრო იაფიც იქნება და მერე მეორე სერიოზულ ტრანსფერსაც გავწვდებით სანჩესს ან ხამესს

  3. ეხლა ესეც თუ ისე გამოვიდა, როგორც პოგბა-იგუაინის ბარტერი დიბალას გაყიდვის ხარჯზე, მაშინ კიდევ ერთი სისულელე იქნება მაროტას მხრიდან) რავი აბა ისე ეგრევე 80 ლიმონი არამგონია გადაიხადონ თუნდაც ვერატიში, თორე კი დაგვხატავდა

  4. კარგად ივარჯიშეს ჩვენებმა და კაი განწყობაზე შეხვდებიან ლიგის თამაშს.

    იმედია ფორა დაიდება ბარსასთან.

  5. ოოოო ძალიან საინტერესოა გაიხარე ძმაო საინტერესო და კარგ სტატიებს დებ მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.