ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “მსნ-ის შეჩერება რთულია, თუმცა..”

ლეგენდარული 10-იანი ბარსელონასთან დაპირისპირებაზე საუბრობს…

“ბარსელონა ფავორიტია, თუმცა იუვენტუსი დიდი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციებს. კატალონიელებს საოცარი შემადგენლობა ყავთ. 11-11 ზე მათთან ბრძოლა ფაქტიურად წარმოუდგენელია. ისეთი ჩემპიონების წინააღმდეგ, როგორებიც მესი, სუარესი და ნეიმარი არიან, მცველებს გაუჭირდება. ერთადერთი გასაღები გუნდური თამაშია..

ბერლინის ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პირადად ჩემთვის, 2003 წელს, კამპ ნოუზე გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა ჩემპიონთა ლიგიდან. ბარსელონას თავისი ფილოსოფია აქვს: ფეხბურთელები და მწვრთნელები იცვლებიან, თუმცა იდეა და შემტევი ფეხბურთი იგივე რჩება..

დიბალა გაიზარდა და მან უკვე ბევრი რამ გააკეთა. მას მსოფლიო დონეზე მიღწევა შეუძლია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მას აქვს ტალანტი და ჭკუა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ ის ტურინში დარჩება, თუმცა მას ბარსელონასა და რეალშიც შეუძლია გაბრწყინება..

იგუაინი? მას შესანიშნავი სეზონი აქვს. ის იუვენტუსში რეკორდების დასამხობად არ მოსულა, მას გამარჯვებები სურს.”

22 thoughts on “დელ პიერო: “მსნ-ის შეჩერება რთულია, თუმცა..”

  1. ვერატი გადმოვიდეს წელს და 2 ფორვარდით დავიწყოთ თამაში ძალიან მაგარი იქნებოდა.

      1. სტერეოტიპია ეგ ძმაო, თუ გინდა 4 ფორვარდით ითამაშე, გააჩნია რა პოზიციაზე რა ხარისხის ფეხბურთელები გყავს.

        რა შრშან იფიქრებდი რომ მანჯუკიჩი ამ პოზიციაზე ითამაშებდა ეხლა? :c:

          1. დიბო არაა 9 იანი .არაა მისი სტილი იდგეს და პასს ელოდოს თამაშგარის ზღვარზე.ზუსტად იქაა მისი ადგილი სადაც დღეს თამაშობს

          2. არა და ფლანგიდან ალიან მაგრა შედის, ცაციათიც მაგრა ახვევს მარვენა კრაიდან :c:

  2. ხისტი თამაში უნდა ბარსას წინააღმდეგ.

    მოვუგებთ ეგრე მგონია, თან ფორით. ტურბო უნდა ჩართონ ბიჭებმა, დალშე მე მგონი ალეგრი წამოიცმევს მესის ასისტენტად გამხდარ ენრიკეს.

    :forza:

  3. რაღა მსოფლიო დონეზე მიღწევა მეტი რაღა უნდა გააკეთოს დიბალამ, იმედია მეტსაც გააკეთებს მარა კაი მაღალ დონეზე როა მისი თამაში ეს უკვე ჩანს

  4. ლოგიკურად და ობიექტურად საუბრობს ყოველთვის დელპო, ამაშიც კი ნამდვილი ჩემპიონია

    იმედია მოვიგებთ და ეს მართლაც მხოლოდ გუნდური სულისკვეთებით შეიძლება

    1. ეგ მინდოდა დამეწერა მეც, სისოკოები და მელბერგები რომ გვყავდა ალეს კლასით რეალს მაინც ვღუნდავდით, ეს ნახევრდაცვა და დაცვა გვყოლოდა იმ დროს :blin: :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.