ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 3-0 ბარსელონა (შეფასებები)

გთავაზობთ ტურინელი ფეხბურთელების შეფასებებს ბარსელონასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 8.5 – იგი წინ აღუდგა ინიესტას და სუარესის დარტყმულებს.. ჯიჯი რჩება იმ დიდ ფიგურად, რომელსაც მესისგან გოლი არ მიუღია..

დანი ალვეში – 7 – თავდაპირველად ნერვოზული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა თუ საერთო ჯამში შევხედავთ მოედანზე არსებულ სიტუაციას, ნათელი გახდება, რომ მან თანამემამულე ნეიმართან პრინციპული ორთაბრძოლა მოიგო.

ბონუჩი – 7.5 – ელეგანტური, უშიშარი და ცივსისხლიანი.. კარგია ართმევაზე, ზონურ ასპარეზობაში და .. გულის აჩქარების და მიუხედავად, მოკლე გადაცემებზე უარს არ ამბობდა..

კიელინი – 8.5 – შორეული 2014 წლის მუნდიალის შემდეგ არ შეხვედრია სუარეს პირისპირ.. მოგეწონათ მათი დუელი? ჯორჯომ ყველაფერთან ერთად ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში 3-0 გახადა!

ალექს სანდრო – 7.5 – მის წინააღმდეგ მესი და რაკიტიჩი ასპარეზობდნენ.. ბრაზილიელი უსაზღვროდ კონცენტრირებული და მიზადასახული ჩანდა.. საჭიროებისამებრ ცდილობდა თანაგუნდელების დახმარებას შეტევაშიც..

ხედირა – 7.5 – ტაქტიკურად განსწავლული! ჭკვიანი და პროდუქტიული.. ნამდვილი ბეტონი ბარსასთვის მოედნის ცენტრალურ ზონაში. საჭირო დროს, საჭირო ადგილას.. თქვენს წინაშეა სამი ხედირა!

პიანიჩი – 7.5. – მისი საფეხბურთო ინტელექტიდან და შესრულების დონიდან გამომდინარე მირალემი ბარსასთან გაცილებით კონსერვატიულად გამოიყურებოდა. ალეგრის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა.

კუადრადო – 8 – საჭიროებისამებრ რთავს სიჩქარეში და გუნდს სივრცეებს უქმნის. პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემა დიბალაზე სწორედ კოლუმბიელმა მიითვალა.

დიბალა – 9 – ორი გოლი სუპერ კლუბის კარში და ფასი მინიმუმ 100 მილიონი! მესი და რონალდუ.. გოლები გვერდით გადავდოთ და ჯერ მარტო მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევას მივაქციოთ ყურადღება!

მანჯუკიჩი – 8 – საგოლე გადაცემა დიბალაზე და 2-0! ბრძოლა და ინტელექტი.. როგორ დაიჭირა მესი პირველ ტაიმში? ხელის გადახვევა, არგენტინელის აგრესია და მანჯუკიჩის პასუხი! ეს ყველაფერი საფეხბურთო გალერეას დიდხანს შემორჩება.

იგუაინი – 6.5 – შანსები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა.. რაც არ უნდა იყოს იგი ამ დიდი იუვენტუსის მნიშვნელოვანი წევრია.

107 thoughts on “იუვენტუსი 3-0 ბარსელონა (შეფასებები)

  1. მე ამ შეხვედრაში გამოვარჩევდი: ბუფონს, ალექს სანდროს, კუარდადოს და დიბალას. მანჯუკიცმაც დიდი სამუშაო აგსწია.. კიელინიმ ერთი შეცდომის გარდა აგრესიულად და კარგად ჩაატარა შეხვედრა…

  2. ვიდალმა და კომანმა ბაიერნში უფრო მოვიგებთ ლიგასო არა?!ვიდალის ფეხები მ…..,რა ბილეთი გამიფუჭა

    1. პოგბა მთლა ლიგას ვერა, მარა ლიგის საგზურს კი მოიგებს:)) ასე ორ სამ წელიწადში, ჯერ ადრეა

  3. ეს ატლეტიკო და სიმეონე რა თესლი არიან . გაიტანენ გოლს და ვსო დასრულებულია თამაში მარტო ფლეშსკორეზე მიმდინარეობს. მოვუტყან სტილი და ფეხბურთი

  4. იდელურია. ცოტა წინ გავიქცევი ეხლა და ნახევარფინალში რეალი-ატლეტიკოს თხნაური, ხოცვა-ჟლეტვა და ფინალში მაინც რეალი მინდა. :lool:

  5. მანუელ დირკა :lool: :lool: მერე ჯიჯის შემიდარებენ ამას. ჯიჯისაც მოსვლია რამდენიმე შეცდომა კარიერაში, მაგრამ თვეში ერთხელ დირკას არ უშვებს მანუელასგან განსხვავებით :lool: თუ გინდა რომ ნოიერს გაუტანო შუაში უნდა დაურტყა დაბალი ბურთი :chuvak:

    1. ჯიჯის მიდარებდა ძმაკაცი ნოიერი ჯობიაო ნახებრა ბურთები გამოაზროვო და და ამ ლაპარაკის დროს ნოიერმა დირკა ჩამა იმის მერე მისი ხმა არ გამიგია

  6. არცერთის თამაში არ მომწონს და თუ გინდათ ჩემ ნათქვამს გადაჭარბებული უწოდეთ :) ისე არტურამ სად დაარტყა ტო.რეალმა მინდა რო ქნას რამე მარა . . . .
    ბაიერნის დე.დ,,აც!

  7. კაზემირო რა სიმულიანტი ტიპი ყოფილა ნერვებს მიშლის უკვე :blin: ისეთი მიმიკა ჰქონდა ორივე ეპიზოდში, ვიფიქრე კვდებოდა. დომინირებს ბაიერნი, როგორც ველოდი

    1. იუვეს მაისურით გატანილი პენალტი გამახსენდა თორემ ერთი მაგის “ტიტულების მოსაგებად” წასული გამყიდველი, ფულის მონა დედაც :chuvak: არადა როგორ მეგონა რო იუვეს შეაბერდებოდა და ბიანკონერის ლეგენდა გახებოდა :blin:

  8. მარგალიტი ბარსას საიტიდან: “გაიხსენეთ – პირველ მატჩში იუვენტუსზე ბევრად უკეთ ითამაშა პსჟ-მ ჩვენთან. გუშინ ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა, ვიდრე იუვენტუსს. თანაც ეს იმ ფონზე რომ დიდი მონდომება არ ეტყობოდა ჩვენებს. თუ ჟინით ითამაშეს დატენიან ბუფონს. დარწმუნებული ვარ. ამიტომ ვარ იმედიანად. პსჟ-სთან საერთოდ არ მეგონა გასვლა. ასე რომ, ლამაზი სანახაობა გველის” 9-ჯერ დავურტყით კარში მეოთხე გოლის ჩათვლით, სუფთა გოლი არ ჩაგვითვალეს და იგუაინს 1-1-ზე საშინლად რომ არ ეთამაშა საერთოდ 5-0 უნდა დამთავრებულიყო. ტიპებს იუვე მართლა პესეჟეს დონის გონიათ :lool:

    1. რა ინტერნეტი გაქ ძმაო გადარეკე ოფისჰი და მოვიდნენ და გაგისწორონ კი მარა ან ჰეიძლება იქიდანაც გაასწორონ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.