იუვენტუსი 3-0 ბარსელონა (შეფასებები)

გთავაზობთ ტურინელი ფეხბურთელების შეფასებებს ბარსელონასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:
ბუფონი – 8.5 – იგი წინ აღუდგა ინიესტას და სუარესის დარტყმულებს.. ჯიჯი რჩება იმ დიდ ფიგურად, რომელსაც მესისგან გოლი არ მიუღია..
დანი ალვეში – 7 – თავდაპირველად ნერვოზული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა თუ საერთო ჯამში შევხედავთ მოედანზე არსებულ სიტუაციას, ნათელი გახდება, რომ მან თანამემამულე ნეიმართან პრინციპული ორთაბრძოლა მოიგო.
ბონუჩი – 7.5 – ელეგანტური, უშიშარი და ცივსისხლიანი.. კარგია ართმევაზე, ზონურ ასპარეზობაში და .. გულის აჩქარების და მიუხედავად, მოკლე გადაცემებზე უარს არ ამბობდა..
კიელინი – 8.5 – შორეული 2014 წლის მუნდიალის შემდეგ არ შეხვედრია სუარეს პირისპირ.. მოგეწონათ მათი დუელი? ჯორჯომ ყველაფერთან ერთად ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში 3-0 გახადა!
ალექს სანდრო – 7.5 – მის წინააღმდეგ მესი და რაკიტიჩი ასპარეზობდნენ.. ბრაზილიელი უსაზღვროდ კონცენტრირებული და მიზადასახული ჩანდა.. საჭიროებისამებრ ცდილობდა თანაგუნდელების დახმარებას შეტევაშიც..
ხედირა – 7.5 – ტაქტიკურად განსწავლული! ჭკვიანი და პროდუქტიული.. ნამდვილი ბეტონი ბარსასთვის მოედნის ცენტრალურ ზონაში. საჭირო დროს, საჭირო ადგილას.. თქვენს წინაშეა სამი ხედირა!
პიანიჩი – 7.5. – მისი საფეხბურთო ინტელექტიდან და შესრულების დონიდან გამომდინარე მირალემი ბარსასთან გაცილებით კონსერვატიულად გამოიყურებოდა. ალეგრის დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა.
კუადრადო – 8 – საჭიროებისამებრ რთავს სიჩქარეში და გუნდს სივრცეებს უქმნის. პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემა დიბალაზე სწორედ კოლუმბიელმა მიითვალა.
დიბალა – 9 – ორი გოლი სუპერ კლუბის კარში და ფასი მინიმუმ 100 მილიონი! მესი და რონალდუ.. გოლები გვერდით გადავდოთ და ჯერ მარტო მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევას მივაქციოთ ყურადღება!
მანჯუკიჩი – 8 – საგოლე გადაცემა დიბალაზე და 2-0! ბრძოლა და ინტელექტი.. როგორ დაიჭირა მესი პირველ ტაიმში? ხელის გადახვევა, არგენტინელის აგრესია და მანჯუკიჩის პასუხი! ეს ყველაფერი საფეხბურთო გალერეას დიდხანს შემორჩება.
იგუაინი – 6.5 – შანსები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა.. რაც არ უნდა იყოს იგი ამ დიდი იუვენტუსის მნიშვნელოვანი წევრია.
მართლა რეალს ვბალეშიკობთ იმიტომ რომ ამ იუვეს ბაიერნის გარდა ვერავინ დაამარცხებს
იგუაინს მეტი ეკუთვნოდა ისე სამრთლიანი შეფასებებია
ჟარდიმი აშკარად იუვეს პრაგმატულ სტილს აკოპირებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ალეგრი გენიოსია და ჩემი აზრით საუკეთესოცაა. პირველ რიგში დიდი ზეწოლის და პრესინგის ხარჯზე შეყარეს გოლები. შეუძლიათ შეტევა, მაგრამ დაცვაში ზიან მთელი გუნდით და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა იშვიათად როცა შანსი ეძლევათ ძალიან პროდუქტიულ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ფაქტიურად იუვე 2-ია მონაკო. ფალკაოს რა იგუაინი დაემართა ცარიელ კარს ააცილა
მარა მბაპე და 1-3. მგონი მონაკომ გაინაღდა შემდეგი ეტაპი
მაგარი დაბალი დონის თამაშია…. ტეხავს ლიგის მე-4 ფინალი რომაა ეს თამაში :/ კია შეტევები და გოლები მარა დავალი კლასია ორიცე მხარეს
Dges marchelo lipis dabadebis dge yofila.gilocav marchelo.magari kaci xar
იგუაინს უფრო მაღალ შეფასებას დავუწერდი. გოლი ვერ გაიტანა მაგრამ გუნდზე ძაან ბევრი იმუშავა და ბურთსაც კარგად ანაწილებდა, პირველი საგოლე შეტევაც მაგან დაიწყო.
მაქს
აი ეხლა გვინდა ლიგა როგორც არასდროს ზუსტად მაგის გამო.ფეხბურთელიბიც კიდევ უფრო მაგრად იგრძნობენ თავს იუვეში და ეგაა :) ჰო და მგონი წელს მოვიგებთ მგონი!
ბარსა-რეალად უნდა იქცეს გუნდი, ყველა უნდა ოცნებობდეს იუვეში თამაშს (როგორც ახლა ბარსა რეალზე ხდება) :)) აი, მჯერა მალე დადგება ეს დრო :) მე თუ მკითხავთ ასეთი ძლიერი იუვე ევროტურნირებზე 96 მერე არც გვყოლია… იუვე ბრენდად ქცევის პროცესშია
Chemi azrit alegris meti shepaseba unda dauwerot
დორტმუნდი რა საკითხზეა საერთოდ რაუნდა
კურიოზული თამაშია, მაგრად ვხალისობ
ჯერ მსაჯებმა რა შეცდომები დაუშვეს და მერე ბენდერმა გენიალური გოლი შეაგდო თავის კარში. ისე 2 წლის წინ მონაკოზე ბევრად მარტივად გამოვაგდეთ დორტმუნდი ჯამში 5-1 ანგარიშით, შესაბამისად ჩვენთვის უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა მონაკოც არ უნდა იყოს რთულად დასაძლევი ბარიერი. არასდროს დამავიწყდება გასვლაზე ვითომ საუკეთესო ფანებმა წაგებული ფინალი რო შეგვახსენეს და ზუსტად მაგის გამო დაუნდობლად რო ამოვტენეთ თავიანთ არენაზე, თანაც ლამაზი გოლებით. 2-0-ის მერე ნახევრად დაცარიელებული იყო სიგნალ იდუნა პარკი, არადა კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. “საუკეთესო ფანები”
თუ სწორად მახსოვს ბოლო წლებში ეგრე სამარცხვინოდ არავისთან წაუგია დორტმუნდს 
გილოცავთ ბიჭებო დიბალამ 2021 მოაწერა ოფიციალურად
7 m per year 
მეც გილოცავ მარა ძაან დიდ რამეს აღარ ნიშნავს ეგ ფეხბურთში.ხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ მარა მაინც მაგარი ინფოა

მინიმუმ 100 მილიონს ნიშნავს და ვიდალივით 30ად არ გაგვეყიდება
მარა ჭკვიანი ბიჭია და ხვდება ალბათ, რომ იუვეს ეპოქა იწყება და სხვაგან გადასვლა სისულელეა და აქ უნდა დარჩეს და თავისი სიტყვა თქვას ფეხბურთის ისტორიაში, არამხოლოდ იუვეს, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
Monakos maladec.magari gundi sheikra.
ისე რა ბანძი თამაშია ძალით ვუყურებ
მართლა მაგარი ბანძობაა.
აი მეორე ტაიმში არ ვიცი რა იქნება.
ბერდერი არავის გინდათ იუვეში ჰაა?
ჯიგრობენ სუდიები, მონაკოს გვიმზადებენ
შენ გვჭირდება მარადონა შენ ოღონდ უფრო ახალგაზრდა
კაგავა გვჭირდება, ჰონდა და სუძუკი

კაგავა
ისე დორტმუნდს რანაირად მიიჩნევდნენ ფავორიტად არ მესმის, ბუნდესლიგაში ლაიფციგი და ჰოფენჰაიმი უსწრებენ. მონაკომ სითი გამოაგდო და ლიგა ერთს დომინირებს. ნახევარფინალში, რა თქმა უნდა, ყველა ძლიერია, მაგრამ მაინც ამ წყვილიდან საუკეთესო მირჩევნია რო შეგვხვდეს. ჩემი სიმპათიის მიუხედავად ლესტერი მგონი უშანსოდაა, რადგან ატლეტიკო ალეგრის იუვესავით პრაგმატული გუნდია.
და თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალეს ახლა მონაკოს
ასეთი რამე იუვეს რო უქნან გავგიჟდები. ცოდოა დორტმუნდი, ძალიან დაიჩაგრა
Fაბინიოზე უკეთესი დამრტყმელი არ ყავს მონაკოს?
ისე ძალიან უსამართლოდ აჩუქეს პენალტი ფრანგებს შემეცოდა პაპასთატოპულისი
სუარესი არ ტოვებს იუვესთან თამაშს?
პესეჟესთან ხო გაყვითლდა და გუშინ კიდევ
არაო, 1 ყვიტელი გაუბათილა უეფამო.
მანჯუს და ხედირასაც უნდა გაუბათილონ წესით…რა უაზროდ აძრობდა ყვითლებს სუდია
კონტეს არაფერი კომენტარი არ გაუკეთებია ნეტავ? ძალიან მაინტერესებს მაგის შეფასება.
დღეს რეალს ვბალელშიკობთ
ლევანა არ ყავს ბავარიას, ეგ კარგია.
Barsas saitze weren ro marto mwvrtnelit jobia juve psj,sxva arafrito.titqmis yvela rgolshi ufro wlieria juve psj-ze da amatma marto alegria magario.bufoni mainc etqvat
8-9 წლის კულემ რახან თქვა ეგრეა :)
ბოლო 20 წუთს გაძლებაზე ვთამაშობთ, ეს შეიძლება მოწინააღმდეგემ გამოიყენოს სამწუხაროდ. მორატა რომ არ წასულიყო რას დაგვხატავდა, პიაცაც რა ცუდ დროს გაიტრამვა ისევ.
ზამენის არქონის ბრალია ეგ. თუ შემტევს ვერ ცვლი შემტევით იძულებული ხარ დაცვა გააძლიერო
ბრუციანის ბრალია ეგ.