ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გამარჯვება, რომელიც არავის ადარდებს..

იუვემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მდევარ რომასთნ +8 ქულიანი უპირატესობა დააგროვა.. თუმცა, ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ანგარიშზე მეტად კონკრეტული ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვადარდებს:

სალი მუნტარის უხეშობის შემდეგ პაულო დიბალა მოედანს კოჭლობით ტოვებს..

იტალიური მასმედია ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს აქვეყნებს და ამის მიზეზი არის დრო.. დიახ, დრო რადგან მანამ სანამ რაიმე კონკრეტულზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა იუვეს სამედიცინო შტაბმა არგენტინელის მდგომარეობა ჯეროვნად შეაფასოს..

უკვე გადაწყვეტილია, რომ ბიანკონერის 21 ნომერი ხვალინდელ წვრთნებს გამოტოვებს.. სავარაუდოდ მას ვინოვოს სპორტულ ცენტრში სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც ნათელი გახდება თუ რაოდენ სერიოზულია მისი დაშავება..

ალეგრის სიტყვებს ციტირებს უამრავი იტალიური გამომცემლობა:”პაულოს მცირეოდენი დაჭიმულობა აქვს და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი”.. იმედი ვიქონიოთ ალეგრის მოსაზრება გამართლდება და იუვეს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ “ჯოჯოხეთურ” დაპირისპირებაში საკუთარ გუნდს დაეხმარება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

83 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
7 years ago

ქრისტე აღსსგა გილოცავთ მრავალს დაესწარით

soni 10
7 years ago

მარადონა ძმა ეხლა წავიკითხე შენი კომენტარი ძმა ნაწერებს გადავავლე თვალი ძაან გვიან მომივიდა სამწუხაროდ.გუშინ მართლა ძალიან მაგრად წამოვიდა თამაშები იმედია თუ დადე გაურტყი და მოიგე :forza:

10_means_alex
10_means_alex
7 years ago

ქრისტე აღდგა.. ყველას გილოცავთ.

ვერ ვუყურე თამაშს და დაგვჩეხეს? ოღონდ დიბალა არ გამოგვაკლდეს და დანარჩენი ვინც გინდა რა. ისე რა პონტია ტიპები ბოოღმით სკდებიან იუვე რო ესეთ დონეზე ავიდა მაგრამ მამენტ პესკარას რა უნდა ქონდეს დასაბოღმი, მაგათთვის რამნიშვნელობა აქ პირველზე ვინ იქნება.
ისე მაგ იტალიელებზე რო ამბობენ ქართველებს გვანანო მართალია. ისტორიულად ქართველს ქართველის მეტი ვერავინ ამარცხებდა. ეგრეა მაგათი საქმეც. შიქნიდან გვიტახავენ მგონი ციხეს…..

ისე ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა რო მიიგო ტრავმა. ძაან საშინელი მოჩეხვა იყო თუ გვაქ შანსი რო ითამაშოს?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  10_means_alex

როცა წააქციეს მე მაგ დროს რამე განსაკუთრებული უხეშობა ვერ დავინახე, უკნიდან გამოსდო ფეხი. მერე რამდენიმე წუთი ითამაშა და ტკივილი იგრძნო ალბათ და თვითონ მოითხოვა შეცვლა. ჩემი აზრთ ითამაშებს ბარსასთან, უბრალოდ აგარ გარისკა და შეცვლა მოითხოვა.

ლა ჯოია
ლა ჯოია
7 years ago

ქრისტე აღსდგა. გადაწყდა დიბოს არ თამაში უკვე?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ქრისტე აღსდგა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ბარსამანიაზე დიდი სიხარულია დიბალას გამო.მახსოვს ბაიერნის საპასუხო მატჩის წინ 4-5 წამყვანი ფეხბურთელი დაიმტვრა და მსაჯებმა ძლივს მოგვიგეს.მთავარია მსაჯებმა არ გაგვწირონ და დარწმუნებული ვარ იუვე გავა შემდეგ ეტაპზე.კიდე ერთი წერს,ციტირებას ვახდენ: “არ მოვიყტუები და გამიხარდება თუ დიბალა გამოტოვებს საპასუხო შეხვედრას მაგრამ, წესით არ უნდა ვამბობდე მსგავს რამეს რადგან, ისეთი გუნდის გულშემატკივარი ვარ რომელიც იუვეს ბევრად აღემატება ტიტულებით, ისტორიით, ლეგენდებით, თუნდაც ფინანსებით ასევე რეიტინგით და ასე შემდეგ, და ამ ყველაფრის ფონზე წესით ფეხებზე უნდა მეკიდოს დიბალას ყოფნა-არყოფნა საპასუხო თამაშში, მაგრამ მიუხედავათ ზემოთ ხსენებულისა ბარსას რეალობა არანაირად არ მაძლევს მშვიდათ და თავდაჯერებულათ ყოფნის საშუალებას, ასე რომ რეალობაც ეს არის რომ მომენტში შეიძლება ვინატრო… Read more »

emzari beridze
7 years ago

Sosiedadma ra suftad etamasha barsas.peskaram ki gadachexa mtelu gundi.esa upativcemuloba.ar evasebat umetesobas juve da imito epyrobian ase

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  emzari beridze

მთელი იტალიის სახელს რომ მიათრევს იუვე ბოლო წლებია, მარტო მაგის გამო უნდა სცენ პატივი. დანარჩენებივით კი არ ტახსირდებიან ვიღაც გუნდებთან, თუ აგებენ ეგეც დასტოინად.

მარა სწორ საქციელს კაცობა და გაგება სჭირდება, ზემანს და მისნაირ მერდებს მაგდენი არ ესმით სამწუხაროდ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ქრისტე აღსდგა მრავალს დაესწარით უფალი გფარავდეთ.

maradona73
maradona73
7 years ago

ჭეშმარიტად აღსდგა!

გვფარავდეს ყველას!

იუვესაც )))

forza bianconeri
7 years ago

რა აჭრილია ბარსა, თავიანთ სანუკვარ ბურთის ფლობასაც კი აგებენ :lool: და სოსიედადი უფრო მეტ სახიფათო შეტევას ახორციელებს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

აჭრილია კი არა ძალების დაზოგვა ქვია მაგას ) ქრისტე აღსდგა

ჯიჯი1
ჯიჯი1
7 years ago

ტუმცა იქაც აზროვნებს ნამდვილი ფეცბუტის მცოდნე ადამიანი

forza bianconeri
7 years ago
Reply to  ჯიჯი1

ბარსას ფანები ბევრად უფრო ობიექტურები და შეგნებულები არიან ვიდრე რეალის ფანები, ეგენი გასულები არიან საერთოდ. უმრავლესობა ჩ.ლიგის ტიტულების რაოდენობის გამო გულშემატკივრობს მაგ გუნდს და რას ლაპარაკობენ თვითონაც არ იციან. მახსოვს 2 წლის წინ მადრიდისტების 95% დარწმუნებული იყო რომ მადრიდში მოიგებდნენ და იუვეს გამოაგდებდნენ, მას შემდეგ რაც ტურინში წააგეს და თან იუვეს სისუსტეზე ამახვილებდნენ ყურადღებას და დაგვცინოდნენ :lool: 10-მაგად გამისწორდა რეალის გამოგდება ეგეთი უცოდინარი ფანების გამო

ჯიჯი1
ჯიჯი1
7 years ago

ბარსამანია.გე საბალგეტია რაა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ბარსამანია.გე საბალგეტია რაა

maradona73
maradona73
7 years ago

დიბალა რაომ არ იყოს და მაგის გამო გამოვარდეთ ბარსასთამ, აი მერე მართლა გაირჭონ ეს მეექვსე სკუდეტო ირბინონ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  maradona73

:mrgreen::mrgreen: ალეგრის არაფერს ვაბრალებ ეხლა . ან რო არ მიიღე ტრავმა არაფერს იტყოდა არავინ ყველა ტაშსსს დაუკრავდა ) უბრალოდ ამ პესკარას ვუყურე მე მილანთან და ძაან უხეში გუნდია ტიპები მარტო ჯარიმებზე თამაშობდნენ იგივე ნაპოლისთანაც ვუყურე პესკარას ) ხოდა რო იგებ უკვე 2-0ს მოაშორე რა ეგ დიბალა ) თან იცი ხშირად აქვს ტრავმები

forza bianconeri
7 years ago

andre gomes მართლა ცუდი ფეხბურთელია, მთელი სერიოზულობით სტურაროც მაგას. სოსიედადთან 2-ს თუ უშვებენ ჩვენც უნდა მოვახერხოთ მაგდენივე გოლის გატანა და მერე უკვე ნამდვილად უშანსოდ იქნებიან :forza:

forza bianconeri
7 years ago

სტურაროც ჯობია თქო უნდა დამეწერა. ბარსას დღევანდელმა თამაშმა უფრო დამამშვიდა

maradona73
maradona73
7 years ago

რინკონი რისთვის იყიდეს თუ ვინმე ამიხსნის?

პესკარასთანაც თუ არ ენდობი ძირითადს რაღა ჩემს ხლეთ უნდათ???

მერე წავა აქ ქება და დიდება მაროტა-პარატიჩის …

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  maradona73

თუ ძმა ხარ რა , რინკონი 10 წუთით გამოვიდა ბარსასთან და 10შეცდომა დაუშვა , იგივე ლემინამ ) მაგას ერნანესი ჯობდა აშკარად ) მეგონა ვინმე უკეთესი მოიყვანეს

forza bianconeri
7 years ago

ბარსა ყველასთან უშვებს გოლს, სოსიედადმაც გაუტანა ახლა. არ უნდა გაგვიჭირდეს 1 გოლის გატანა კამპ ნოუზე, თუმცა დიბალაც თუ იქნება ბევრად გაგვიადველდება ეს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დიბალა დიდი დანაკლისი იქნება ) იუვემ აუცილებლად უნდა გაიტანოს ბარსაში თუ დავდექით დაცვაში და შეტევაში ვერ გადავედით 3-0 ჰანდიკაპიც არ გვიშველის ) ბარსა უამრავ მომენტს შემქნის გულშემატკივრებიც მხარდაჭერაც ექნებათ მაგარი, პლიუს შეილება მსაჯელონაც იყოს ) მაგათ ხო ყველა 50-50 ეპიზოდში არბიტრები უარს ვერ ეუბნებიან ისე გორავენ მსახიობებივით მინდორზე ნეიმარი და მისი ძმები )) იმედია იქნება დიბალა დიდი პლიუსია არგენტინელი ეგეთ შეხვედრებში ) არც იგუაინია რაიმეს შემქმნელი და არც მანჯუკიჩი ) 2 კაცია დღეს იუვეში რომელიც კრეატივს ქმნის კუადრადო და დიბალა

Sandro
Sandro
7 years ago

მოკლედ აქ პოზიტიურს მაშინაც არ დაწერს ხალხი როცა ლიგას მოიგებს იუვე :) ქართველი სულ იპოვის გასაკრიტიკებელს..

კრეაწივის შექმნა ერთი გადაცემითაც შეიძლება როცა კონტრშეტევაზე წამოიცვა კაწალანიელებს )) ამ თამაში კიდევ სივრცეები ექნებათ და გამოიყენებენ ბიჭები როგორც საჭიროა.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Sandro

რა დავწერე აქ არაპოზიტიური ) რეალობაა ეგ ) 3-0 გვაქ ჰანდიკაპი მაგრამ მოდუნება არ შეილება , ბარსელონა ყველაზე ბინძური და პროვოკატორი გუნდია მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი ) მსაჯებიც კარგად ვხედავთ მაგათ ჭკუაზე დადიან რახან მესია და და ნეიმარი მიეკარო უკვე ჯარიმაა , ბუსკეტცე და სხვა პროვოკატორებზე საერთოთ არ ვწერ არაფერს ) დიბალა კიდე გუნდსი კრეატვი და პანტაზია როა კუადრაროსთან ერთად რად უნდა მაგას კამათი ) კრეატივის გარეშე კიდე ჩაიკიდება გუნდი საკუთარ ნახევარზე და დააჯდება თავზე ბარსა რინკონით და მანჯუკიჩით გინდა გააკეთო კონტრშეტევა ? ) გოლი გვინდა ბარსაში და არ უნდა გვქონდეს კარგი გადასვლა კონტრშეტევაზე დიბალათ მაგის გაკეთება კიდე გაცილებით ადვილია ამიტომ… Read more »

forza bianconeri
7 years ago

:up: გეთანხმები

Sandro
Sandro
7 years ago

ერთ ადგილას აკოცონ ბარსელონელებმა მანჯუკიჩს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ბარსას უნდა დაუყენო სტურარო ლემინა რინკონი მოჭიდავე სასტავი :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ისე რინკონი რაღად უნდოდათ ამდენ ნახევარმცველებში

forza bianconeri
7 years ago

სავსეა გუნდი ნახევარმცველებით, ამდენი რინკონის მოყვანას 1 ისკო მოეყვანათ როცა სკამზე იჯდა და უკმაყოფილო იყო რეალში

irakli morchadze
7 years ago

3-5-2 არ დააყენებს დიბალას გარეშეც, სავარაუდოდ პიანიჩს დააყენებს დიბოს ადგილზე და მარკიზიოს უკან ხედირას შეუწყვილებს.

ჯერ ერთი უკვე დიდი ხანია გადაერთო გუნდი 4-2-3-1 ზე და არამგონია 1 ფეხბურთელის გამო ღიდეს გადაწყობა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

შეიძლება ისიც, რომ დიბომ არ ისურვა ზედმეტი რისკი და მოითხოვა შეცვლა.

ვნახოთ იმედია ითამაშებს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ვაბშედა მე თუ მკუთხავთ დიბალამ თავად დაიზღვია თავი,ანუ ყოველ მიღებაზე ეუხეშებოდნენ და არაა გამორიცხული… აღარ გაერისკა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ისე ეგ ალეგრისაც უნდა შეენიშნა და მეორე ტაიმში შეეცვალა

irakli morchadze
7 years ago

სავარაუდოდ 70-ე წუთამდე გააჩერებამდე მაქსიმუმ და შეცვლიდა კიდეც. ყველაფერს ალეგრის ვერ დავაბრალებთ, რომ არ გამოეყვანა დიბალა და ვერ მოგვეგო, მერე იტყოდით მანდ შეცდაო. უბრალოდ არ გაგვიმართლებს, თუ ბარსასთან არ ითამაშებს. რას ვიზამთ ფეხბურთია

ფორცა

juve amor
რეალისტი
7 years ago

ეგ სურთი მოაშორე თუ ძმა ხარ შემიწუხდა გული ))

irakli morchadze
7 years ago

რატო შეგიწუხდა, მასკა ენდ ჯიმ ქერი. კლასნი სურათია )))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

2:0 ვიგებდით ღრმა აუტსაიდერთან და ვფიქრობ აღარ იყო საჭირო დიბალა ასეთი უხეშობის ფონზე მითუმეტეს
ეხლა ისე გამოდის ურემი რა გადატრიალდება გზა მერე გამოჩნდებაო მაგრამ აღარ ღირდა რა გარისკვა ერთადერთი ეგ ბრალია ალეგრის

irakli morchadze
7 years ago

მეკარე+დაცვის ოთხეული+ხედირა დაასვენა. დარჩა პიანიჩი,მანძუ,იგუ,დიბო და კუადრადო. ყველას ხო არ დაასვენებდა, შეცვლიდა კიდეც მეორე ტაიმში,მაგრამ არ დასცალდა და რა ქნას ალეგრიმ ეხლა.

სვანჩიკა
სვანჩიკა
7 years ago

3-5-2 დააყენებს ალბათ ალეგრი ბარსასთან თუ დიბალა ვერ შეძლებს თამაშს (იმედია ასე არ იქნება)თუმცა 3-0 აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება ბარსას პრაქტიკულად არამგონია 99%, 3-5-2 ბიჭებმა კარგად იციან და არამგონია ამ სქემით ბარსასთან გაუჭირდეთ,თავდასხმა მანჯუ-იგუ ეყოლება და არაა ბიჭებო საგანგაშო მდგომარება ასე მგონია დიბალამაც რომც ვერ შეძლოს თამაში

lasha khvichia
G10
7 years ago

პიანიჩს აწევს და მარკიზიოს ათამაშებს ძირითადში

dybala123
dybala123
7 years ago

დიბოო ითამაშებს დიდი იმედი მაქვს ასეთი თამაშს არ გამოტოვებს მჯერა დიბოოო :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჯობია მოგებისთვის ვითამაშოთ თავიდანვე, ოღონდ არა “თავქუდმოგლეჯილებმა”. კონტრები ხელსაყრელად გამოსაყენებელია. უნდა ვეცადოთ ვაფშე იქით “გადავარტყათ”

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დიბალამ თავისი გააკეთა უკვე ბარსასთან და ტრაგედიას ვერ ვხედავ თუკი გამოტოვებს
ბარსას ერთ კონტრატაკას მაინც დავუჭერთ და 5 გოლის გამშვები მემგონი არავართ

| Newsphere by AF themes.
83
0
Would love your thoughts, please comment.x