ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი გუნდს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს

შეშლილი მაქსი გუნდს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს და უმჯობესია ფეხბურთელებმა მისი მითითება შეასრულონ.. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეშლილის კიდევ უფრო “შეშლა” მათ კარგს არაფერს უქადდის:

“ფეხბურთში ყოველთვის იყო და ასეც დარჩება მნიშვნელოვნად მომდევნო დაპირისპირება.. პესკარა კარგი, კერკეტი გუნდია რომელიც ლიდერის წინააღმდეგ თავის გამოჩენას ეცდება.. ეს არის იმ ტიპის დაპირისპირება, სადაც თავის დაკარგვა სავსებით რეალურია..

შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.. გეტყვით, რომ კარს ნეტო დაიცავს, ხოლო დაცვის ხაზში ბენატიასთან ერთად რუგანის ან ბარძალის იხილავთ.. ხედირას დასვენების საშუალება მივეცი, მაგრამ შეტევაში მანჯუკიჩი, დიბალა, იგუაინის ტრიოს ხელუხებელს დავტოვებ..

კუადრადო? საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდი მარჯვენა ფლანგზე იგი იქნება, თუ მარიო ლემინა..

დიახ, ბარსასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ თავი ამის გამო არ უნდა დავკარგოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ წინ კამპ ნოუზე ჩასატარებელი მატჩია და ჩემი ფეხბურთელებისგან არანაკლებ თამაშს ველი. იცით თითოეული გუნდის ძალა რაში იმალება? მათ ყოველი მატჩის შემდეგ კონცენტრირება უნდა შეინარჩუნონ!

დიბალა ბევრ დადებით სიტყვას იმსახურებს ბარსასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ.. ადრეც ვთქვი და ახლაც განვმეორდები.. უახლოეს წლებში იგი ნეიმართან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

118 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
8 years ago

იუვესთან ჩაწოდებებზე დამოკიდებული გუნდი უსუსური იქნება, თუ რა თქმა უნდა ახალი სტრატეგია არ შეიმუშავა ზიდანმა, რაც საეჭვოა. 2 წლის წინ როგორ თამაშობდნენ ჩვენს წინააღმდეგ გაიხსენეთ თითქმის მთლიანად ჩაწოდებებზე იყვნენ ორიენტირებული და 2 გოლზე მეტი ვერ გაგვიტანეს 2 მატჩის ჯამში. მაგის მერე კი აშკარად გაძლიერდა იუვე, ბლანკოსი კი იგივე ტაქტიკას “აწვება”. რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ უეჭველი გამოვაგდებთ რეალს, ბარსას ფანი კი არ ვარ 3-0 განადგურებამდე ვიზეიმო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ იუვეს დღევანდელი შემადგენლობა და სტილი რეალის სტრატეგიისთვის არის ღამის კოშმარი, რადგან მაღალი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც თავით თამაში კარგად შეუძლიათ. ამის გათვალისწინებით ვამბობ, რომ ბარსა გაცილებით… Read more »

forza bianconeri
8 years ago

აუ რამხელა კომენტარი დავწერე და არ დაიპოსტა, ყველაზე ცუდი ფილტრია ამ საიტზე. მოკლედ ვიტყვი, ბარსას რეალზე 6-ით მეტი გოლი აქვს გატანილი პრიმერაში და 5-ით ნაკლები გაშვებული. რეალის თამაშს თუ უყურებთ ხოლმე, გეცოდინებათ თუ რამდენჯერ გადარჩნენ ამ სეზონში ბოლო წუთზე გატანილი გოლებით, ახლაც იგივე მოხდა. რეალი ბევრ გოლს უშვებს სუსტ გუნდებთან და შეტევითი თამაშის 90% ჩაწოდებებზე და კუთხურებზე აქვთ აწყობილი. ბარსა და რეალი ერთი დონის გუნდებია დღეს. ჩემი აზრით ბარსა უკეთესიცაა. ჯერ პრიმერაში არაფერია გადაწყვეტილი, რადგან ელ კლასიკო წინაა. და ბოლოს ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენი ბულკია რეალი.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რეალის უპირატესობა სკამია, ისკო ხამესი მორატა ძალიან დიდი ფუფუნებაა რასაც ბარსაზე ვერ ვიტყვით
11 კაცით თამაშობენ ძირითადად

forza bianconeri
8 years ago

მაგაში გეთანხმები, ეს პლიუსი აქვს რეალს.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რეალი ძალიან ძლიერია ყველა რგოლში,ბარსაზე მეტად

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ნუ თავდასხმაში თანაბრად

| Newsphere by AF themes.
118
0
Would love your thoughts, please comment.x