ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიალი:”მესი, ბუსკეტსი, კამპ ნოუ.. თუმცა იუვე..”

ბიანკონერის ექს ფორვარდი ჯანლუკა ვიალი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით:

“ბევრი საუბრობს, რომ დღევანდელი ფორმაციის იუვენტუსი გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მძლავრია.. მე პირადად ასე არ მიმაჩნია, თუმცა ფაქტია ისინი ჩვენ სტაბილურობაში გვარწმუნებენ.. ტურინელებს აქვთ ძლიერი ფიზიკური და ინტელექტუალური არსენალი, რასაც შესანიშნავად იყენებენ.. ამასთან ერთად წლებმა მათ გამოცდილება და მეტოქეთა მხრიდან პატივისცემა შემატა.. ახლა უკვე ყველა ხვდება თუ რას წარმოადგენს ეს გუნდი და მასთან ხუმრობა არავის გაუვა..

ბუსკეტსი და კამპ ნოუ საპასუხო შეხვედრაში დიდი ძალაა.. პირადად მე როდესაც ჩელსის ვწვრთნიდი საკუთარ თავზე გამოვცადე რაოდენ დიდი ჯოჯოხეთი სუფევს ამ არენაზე.. მაშინ შინ 3-1 გავიმარჯვეთ, თუმცა ესპანეთში პირველივე ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო ანგარიში 2-0 გახდა.. მეორე 45 წუთში გოლის გატანა მოვახერხეთ, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბარსამ მესამე გაიტანა.. და აი აქ დაიწყო ტრიბუნებიდან ნამდვილი ზეწოლა..

იუვე ამას უნდა აცნობიერებდეს და მეტოქე გულშემატკივრისგან წამოსულ აგრესიას ცივად უნდა შეხვდეს..

მესი? პირველი მატჩის შემდეგ იგი ღიად გააკრიტიკეს.. შესაბამისად არგენტინელისთვის საპასუხო დაპირისპირება პირად საქმედ იქცა.. ამიტომაც ალეგრიმ და კომპანიამ არგენტინელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

პირველი მატჩი ალეგრის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა.. ბურთის მაღლა კონტროლი, დაცვიდან ეფექტური ამოტანა და ზონური პრესინგი.. დიახ, იყო ლაფსუსები მაგრამ ბარსას წინააღმდეგ ეს ლოგიკურია.. თუ მათ იგივე ესპანეთშიც შეძლეს, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება.

მხოლოდ საკუთარ კარზე ზრუნვა დიდი შეცდომა იქნება.. მთავარია ნახევარმცველებმა ბურთის დროული და ეფექტური ამოტანა მოახერხონ, რათა გუნდმა კონტრშეტევები განახორციელოს.. ხედირაზე და პიანიჩზე ამ საღამოს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

პაუზები იქნება.. მთავარია იუვემ გოლის გაშვების შემთხვევაში თავი არ დაკარგოს.. ბუფონი ბუფონია და იგი საკუთარ საქმეს მაღალ დონეზე გააკეთებს, მაგრამ გუნდი ყველანაირი სიტუაციისთვის უნდა იყოს მზად”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
7 years ago

აქ თუ პირიქით მოხდა და ჩვენ შეუგდეთ პირველი გოლი ვაფშე ყველაფერი თავდაყირად დადგება მარა პსჟ-სთან პირველმა ბარსამ შეაგდო.პსჟ-ს რო გაეხსნა ანგარიში ბარსელონას ეგ ნაჩუქარი პენლებიც აღარ უშველიდა ისე დაეცემოდნენ ფსიქოლოგიურად.მაქსიმუმ 3-1 მოიგებდნენ.
იგუაინის გოლის სუნი მცემს ან კუადრადოსი და 1 წითელი კარტა! ჩვენ ავირტყავთ თუ ისინი არ ვიცი :givi:

lasha naxucrishvili
7 years ago

X2 და წამოწექით თვალებდახუჭული თუ გინდათ :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Exla vinc ra gindat ilaparaket me getyvit chems shedegs barsa 2-3 jve. Golebi : mesi dubls aketebs. Iguaina, (khedira/pianino) zustad ar vici romeli gaitans da kvadrata. Chem sityvebs ukan ar cavigeb ;)

ჟორჟიკა ბათუმსკი
ჟორჟიკა ბათუმსკი
7 years ago

მარკიზას ამბავი მართალია ?ანუ სათადარიგოზეც ვერაოო?თარგმნეთ კაცურად რა

maradona73
maradona73
7 years ago

ვახ როგორ იბრიქება ენრიკე :lool:

მოუწევთ ცხვირჩამოშვებულებს ბოლოს გასახდელში შესვლა და წარმომიდგენია იქ რა გარჩევები წავა, დახოცავენ ერთმანეთს. :lool: :lool: :lool:

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  maradona73

სუდიამ არაფერი მიქაროს, თორემ ისე აღარ ვნერვიულობ დიბალა ახანც იქნება.

maradona73
maradona73
7 years ago
Reply to  maradona73

საიდან გამოჩიჩქნეს ეგ ნაბისვარი სუდია, იმენა სადაც იმსაჯა ჩვენთან არ გაგვახარა რა.

maradona73
maradona73
7 years ago

ხვერებიანი ბიჭები გვყავს, ფიზიკურად გაქაჩონ 90 წუთი თორემ არა მგონია ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლონ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Xvalindeli barsa 2-3 jve darcmunebuli var

ფიცხელა
ფიცხელა
7 years ago

რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად არ უნდა დაეცენ, ამიტომ მევასება ძუნძულიჩი სულ კიდია ვის ეთამაშება და სად ეთამაშება, კიელინიც მაგარი მოტივატორია, ჯიჯიზე არაფერს არ ვამბობ, ალვეშს ვერაფრით ვერ შეაშინებ ტიპს ზე კარიერა აქ დადებული, ცხენდოც ანალოგიურია, კვადრატას კი ნერვი საერთოდ არაა აქ, დბალა იგუ პიანიჩი და განსაკუთრებით სანდრო უნდა იყვნენ წნეხის გარეშე

lasha naxucrishvili
7 years ago

აფსოლიუტურად მართლი ხარ.შეილება ზოგს გაუკვირდეს მარა ვიდალი გვყავდა ეგეთი ჩემპიონთა ლიგაზე როცა რაღაც ვერ მიგვდიოდა ძაან ნერვებზე იყო ხოლმე და ვერაფრით მოდიოდა აზრზე.ლიხტშტაინერი კიდევ დაცვაში.შეშინებულები არა მარა ნერვებზე იყვნენ ხოლმე ძაან ვარდებოდნენ ანუ სხვა ფეხბურთელებთან შედარებით.

Vega
7 years ago

მთავარია მანდრაჟით არ გავიდნენ ბიჭბი ხვალ. თუ 20 წუთი გავუძელით მერე ჩაო ბამბინო ბარსა.

დღეს მინდა რეალს გადაუარონ და გაათახსიროონ მიუხედავად იმისა რეალი მირჩევნია შეგვხვდეს ვიდრე ბავარია, რეალის ფანების გამო მინდა რო გადაუარონ. რეალს ფანი კი არა ცირკები ჰყავს რა. მათი აზრით უკვე თასი აღებული აქვთ, ბარძალი კიელინი მესი და ნეიმარი ფეხბურთელები არიანო.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

damesizmra juvem moigo pirvel taimshi gaitana dybalam ori goli golebic maxsovs da vidzaxdi ra 5.5 kushgi gavmaze rogor ar davdetqo. ramdeni damesizmra imdeni dajda da vapireb 2 ianis dadeebas

მაქს
მაქს
7 years ago

10_means_alex

ბოლოს რაც მახსოვს უგოლოდ ბოლოს 2 წლის წინ წააგეს (0 1). თითქმის ყველა თამასში გოლი გააქვთ კამპ ნოუზე და ამიტომაცაა ფატკასტიკის სფერო უგოლოდ მოგება, მითუმეტეს ლიგის 1/4 ფინალში, სადაც პირველი თამაში გუნდი განადგურდა, ეს ღირსების საკითხია და მინიმუმ გოლს მაინც გაგვიტანენ, თუ არ მოგვიგეს

10_means_alex
10_means_alex
7 years ago

გოლის არ გაშვება ფანტასტიკის სფერო რატოა ვერ ვხვდები. ტურინშიც იგივე კამანდა არ ყავდათ? რათქმაუნდა ძნელია გასვლაზე თამაში მაგრამ ფანტასტიკის სფეროს ვერ დავარქმევ

7 years ago

მეც მგონია რომ იგუაინი შეაგდებს და მეორე გოლს პიანიჩი-ხედირადან ერთ-ერთი.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to 

Barsa 2-3 jve golebi igu, (khedira pianino) ert erti da erts kvadrati gaitan barsadan mesi aketebs dubls

ჟორჟიკა ბათუმსკი
ჟორჟიკა ბათუმსკი
7 years ago

ერთი გოლი და მეორე ტაიმს მივაძინებთ მისი ტრიბუნებიანად,.პირველ მატჩზე ვთქვი მატჩუს გმირები დიბი და ჯიჯი იქნებიანთქო და ასეც მოხდა,ეხლა გოლსაც ვიტყვი:პიანი>მასტერი.ფორცა იუვე,ფორცა რაგაციი :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჩემი აზრით პრესინგი უნდა VEთამაშოთ ))

lasha khvichia
G10
7 years ago

იუვე ყოველთვსი უკეთ თამაშობს გასვლაზე ვიდრე შინ . . გაიხსენეთ ბაიერნი , დორმტუნდი (სად ბარსას ფანობა და სად დორტმუნდის) , მანამდე მანამდე სიტი , იუვეს მაგარი კიდია არენის ეფექტი . . მე ვაპირებ იუვეს მოგებაზე დადებას

მაქს
მაქს
7 years ago

ვაპშემ არ მინდა გოლი გაგვიტანონ კატალონიელებმა, მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროა… მთავარია ფორით არ წავაგოთ, საკუთარ არენაზე არიან და შესაბამისად მაგარი დამუხტულებიც იქნებიან. მისტერის სასწაული გვჭირდება მომდევნო :forza:

vakhtang karchava
7 years ago

უნდა ითამაშონ ისე, თითქოს 1-0 მოვიგეთ და გოლი გავიტანოთ პირველივე ტაიმში. პრინციპში მასე რო მორჩენილიყო, ხო უნდა გვეთამაშა? დარწმუნებული ვარ, ალეგრიც მასე განაწყობს ბიჭებს, რომ ანგარიშს ყურადღება არ მიაქციონ და მაქსიმალური შედეგი დადონ.

lasha naxucrishvili
7 years ago

ისე 1 გოლი მაინც რო ვერ გაუტანოთ (საჭიროების შემთხვევაში) აი მაგარი მოსაკლავები ვიქნებით რა.მგონი გონსალო შეაგდებს.

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x