ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯუზეპე მაროტა:”გამარჯვების გარეშე ეს ყოველივე დროებითი პოზიტივი იქნება”

ჯუზეპე მაროტა.. იუვეს ქართველი ტიფოზერია მის საქმიანობას მუდამ აკრიტიკებს.. ასე იქნება მომავალშიც, რადგან ამ ადამიანის გადაწყვეტილებები თავდაპირველად ბევრისთვის შოკისმომგვრელია, თუმცა რეალობას რომ თვალი გავუსწუროთ ხორხე მარტინესის გარდა ყველაფერი სწორი იყო.. ეს ხორხე მარტინესი და მასში გადახდილი 14 მილიონამდე კი აშკარად ფულის გათეთრება იყო ან ვალის დაბრუნება კატანიისთვის (რომელი ვალის არ ვიცით, უბრალოდ ვარაუდია):

“ალეგრისთან ამ ეტაპზე ფორმალური კუთხით, რომ შევხედოთ ხელშეკრულება გათვლილია 2018 წლამდელ.. მაგრამ ჩვენ შორის იმდენად კარგი ურთიერთობა სუფევს, რომ კონტაქტის გაწყვეტაზე არც არავინ ფიქრობს.. შედეგად, ერთმანეთის მიმართ პოზიტიური გაწყობის დროს ფორმალური მხარე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დროებით მეორე პლანზე გადადის.

სრულიად დამსახურებულად გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა თუ გამარჯვების მოპოვებას ვერ მოვახერხებთ მაშინ გამოდის რომ ეს დროებით პოზიტივი იყო.

დიდი სამუშაო გავწიეთ ამაში ორი აზრი არაა.. ბუნებრივია არ შეიძლება ჩემპიონატის დავიწყებაც, სადაც მძიმე თვე გამოვიარეთ და ვფიქრობ სეზონის წინ დასახულ მიზანს რეალურად მივუახლოვდით.

ჩვენი ძლიერი მხარე საერთაშორისო მენტალურობაა.. ფაქტია, ფეხბურთელები რომლებიც აქამდე ლიგის თასის და მსოფლიო თასის გამარჯვებულები იყვნენ, შესანიშნავად შეუერთდნენ ტურინულ კლუბს მისი ტრადიციებით..

კლუბის მიზანია ალეგრის საქმე გაუადვილოს, რისი შედეგიც დღევანდელი მდგომარეობაა.. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ორჯერ გავედით 1/2 ფინალში.. არ შეიძლება ასევე მიუნჰენის დავიწყება, რომელიც დღემდე მტკივნეულად გვახსოვს.. 2006 წლის შემდეგ იუვემ საკუთარ თავში სწორი მიდგომა იპოვა და ახლა უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპის 5-6 საუკეთესო კლუბს შორის შევდივართ.

დიბალა ჩემპიონია და ამაზე ორი აზრი არ არის, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ დანარჩენი ფეხბურთელები.. თუნდაც ისინი ვისაც ლიგაზე დიდი დრო არ გაუტარები. ბედნიერი ვარ არგენტინელის გამო.. მახსოვს როგორ გვაკრიტიკებდნენ მისი შეძენისას.. ბევრს პაულოში გადახდილი თანხა ჰაერზე გადაყრილი მოეჩვენა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Babaia81
Babaia81
7 years ago

მონაკო კარგი გუნდია მაგრამ უნდაწავიდეთ კარდიფფში :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x