შეშლილი მაქსი:”ჯერ ჯენოა, შემდეგ მონაკო და ბოლოს ფინალი!”
ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე შეშლილს ბუნებრივია მონაკოზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება:
“ფრანგებს ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდი ჰყავთ.. შესანიშნავი ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული და ბუნებრივია მათთან ჭიდილი ფრიად რთული იქნება..
თუმცა, თავდაპირველად მოახლოებულ მატჩებზე ვართ კონცენტრირებულნი.. ჯენოასთან შეხვედრა ფაქტიურად საჩემპიონო დაპირისპირების დატვირთვას ატარებს!
რა არის ახლა გუნდში გამოსასწორებელი? ბურთის კონტროლზე მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ.. რიგ ეპიზოდებში კონცენტრირებას ვკარგავთ და იმის ნაცვლად, რომ შევინარჩუნოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
ვინ იასპარეზებს თავდასხმის ხაზში? ვფიქრობ ოთხეული არ შეიცვლება, მაგრამ კუადრადოს მდგომარეობა ჯერ კიდევ შესაფასებელი გვაქვს. ნუ დაგვავიწყდება, რა მოხდა პირველ დაპირისპირებაში როდესაც 30 წუთში სამი ბურთი მივიღეთ..
მარკიზიო? ჯვარედინი მყესის პრობლემის შემდეგ ადრეც ვთქვი, რომ იტალიელს მინიმუმ 1 წელი დაჭირდებოდა, რათა უწინდებურ კონდიციებს დაუბრუნებოდა.. ჯენოასთან მას მინდორზე ვიხილავთ.. აღდენითი პროგრამა პროგრესულად ვითარდება და კლაუდიო ეტაპობრივად იღდგენს ფორმას.
ჩემპიონთა ლიგა? ფინალის საგზური აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ! ხოლო შემდგომ შევეცადოთ საკუთარ თავში იმ ძალის მოძიება, რომელიც დაგვეხმარება სანუკვარი მიზნის მიღწევაში!
ბენტანკური? ბრწყინვალე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც იუვეში პროგრესირებას განაგრძობს. ივლისიდან საქმეს უკვე ერთად ტურინში შევუდგებით”.
მომწონს ნახევარფინალში რომ ვართ, მაგრამ არ მომწონს მონაკოს სუსტ გუნდად რომ აფასებენ. უმჯობესია მტერზე უფრო მეტი წარმოდგენა გქონდეს ვიდრე სინამდვილეშია და პორიქით, უფრო ნაკლები წარმოდგენა ქონდეს შენზე, ვიდრე სინამდვილეში ხარ. პირადად მე, მონაკოსთან არ მინდოდა შეხვედრა. საფინალო წყვილია ორივეს თამაშიდან გამომდინარე. ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე მსაჯრიდის რეალი ან ატლეტიკო. უფრო სამართლიანი იქნებოდა რეალი შეხვედროდა მონაკოს და მაგათთან თამაშით დაემტკიცებინა, რომ ფინალს იმსახურებდა. ზუსტად ვიცი, გაცდებოდა კიდეც. ახლა კი ძალიან მეცოდება მონაკო იმისთვის, რომ ფინალი ატლეტიკომ ან რეალმა ითამაშონ და თვითონ ნახევარფინალით დაასრულოს.
ერთი სიტყვით, მოხიბლული ვარ მონაკოთი და ნაწყენი ვარ კენჭისყრაზე.
კალდარაზე გუშინ გავიფიქრე, ამხელა კონკურენციის ფონზე დაცვაში, შემდეგ სეზონში ალეგრიმ საყრდენის პოზიციაზე. ხო არ მოსინჯოსთქო.
4-3-3 სქემაში პიანიჩის და ხედოს უკან შეიძლება კარგად ჩაჯდეს.
რავიცი აბა.. ჩემი აზრით იდეალური პოზიცია და სამუშაოა კუადრადოსთვის ნამდვილი თავის ტკივილია ნებისმიერი გუნდისთვის
საკაიფო იგრა იყო ისე.. იკარდი რა კლასნია სულით სიკო რო არ იყოს..
სიკო რბილად ნათქვამია.
მარა მომენტებში მაგის საქციელი მავიწყდება და ერთი წუთით გავივლებ ხოლმე თავში და რომ ეს რომ იყოს იუვეში კარგი იქნებოდა მეთქი
ეგ ახლა ჩვენთან რომ იყოს ) ჰმ.. მაგიტომაც ეცადნენ თავიდან მაგის დათრევას სანამ იგუზე გაიასნდებოდა :)
3 ლიგა დასდოს ზედიზედ იუვემ და მერე მშვიდად მოვკვდები
კიდევ კარგი ერთმანეთი ჰყავთ მილანურ გუნდებს რომ ცხრილში მაინც ჩაიხედონ რა ადგილზე არიან და მთლად ყველა წაგება ჩვენ არ დაგვაბრალონ.
საღოლ ფიორეს, 15 წუთში 4 გოლი გაუტანეს პრინტერს.
ინტერს მორიგი ჩაჟმა დატრაწი დამართვნია
აუ დავიით ;დდდდ სამსახურიდან ნელა ვთარგმნი და რამდენი დავამთავრებ იმდენი შენი სტატია მხვდება იგივე ;დდდ სტანდარტულებს უნდა შევეშვა აწი რამე ისეთი ვთარგმნო ;დდდ
მე და შენ დრო უნდა გავიყოთ და ეგაა :დ