ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – ჯენოა (სავარაუდო შემადგენლობა)

მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე კარტები ბოლომდე არ გახსნა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტები სავარაუდო შემადგენლობას პროგნოზირებენ…

დიდი ალბათობით კარს ჯანლუიჯი ბუფონის ნაცვლად ბრაზილიელი ნეტო დაიცავს. დაცვის ხაზში ალეგრის დიდი თავსატეხი აქვს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით ყველა იდეალურ ფორმაში იმყოფება და არჩევანის გაკეთება უჭირს. ტუტოსპორტის ცნობით, დღეს ჯორჯო კიელინის დასვენების საშუალება მიეცემა. დაცვის დუეტი კი დიდი ალბათობით ბარძალი-ბენატია იქნება, ხოლო ბონუჩის და რუგანის ხილვა ბერგამოში ივარაუდება. ალექს სანდროს და ალვეშის ნაცვლად კი ასამოა-ლიხშტაინერი გაირჯებიან.

ნახევარდაცვაში ეჭვები ნაკლებადაა. მარკიზიო მწყობრშია და შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, რომელიც მირალემ პიანიჩს შეცვლის. პრინჩიპინოს კი სამი ხედირა შეუწყვილდება.

შემტევი ოთხეულიდან კუადრადოს ყოფნა საეჭვო. ასე რომ, იგუაინი, მანჯუკიჩი, დიბალას ტრიოს პარტნიორობას მარიო ლემინა გაუწევს.

განაცხადს დაუბრუნდა ახალგაზდა მოიზე კინი. 2000-იანების წარმომადგენელი ახალგაზრდულ გუნდში ვიარეჯოს თასზე ასპარეზობდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
პინტურიჩო
პინტურიჩო
8 years ago

პიაცას რატო არ ათამაშებს დატრამვულია თუ რაშია საქმე?

vakhtang karchava
8 years ago

ჭურში ხო არ იჯექი ძმაო :) პიაცამ ისეთი ტრავმა მიიღო, მარტო აღდგენას 6 თვე სჭირდება და მოედანზე დაბრუნებას ალბათ წლის ბოლოსთვის თუ შეძლებს ნორმალურად…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პიაცა სადაა… რატო არ ათამაშებს?

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

და რატომ უნდა დაასვენონ? ტონუსში უნდა იყვნენ ფეხბურთელები მნიშვნელოვანი თამაშების წინ!

lexo doreuli
8 years ago

ბიჯოოოოოო, დაასვენეთ ეს დიბალა და იგუაინი, რამე არ მოუვიდეთ ამ მონაკოს წინ

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x