ალეგრი: “ჩემი მომავალი შედეგებზე დამოკიდებული არაა”
ბევრი ჭორები ვრცელდება მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ. ჯენოასთან(4:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტები იტალიელ სპეციალისტისგან ამ საკითხზე დეტალურ პასუხებს ითხოვდნენ…
“ვიქნები თუ არა ტურინში ტრიპლეტის შესრულების შემთხვევაშიც? ჩემი მოღვაწეობა მოგებასა და წაგებაზე დამოკიდებული არაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია სტიმულის შენარჩუნება. აქ თავს კარგად ვგრძნობ. კოლექტივი იდეალურია და ყველა ვაპირებთ დაწყებული საქმის გაგრძელებას. ახლა მომავალზე ფიქრის დრო არაა. ჩვენი პრიორიტეტი ყველა ტურნირის მოგებაა..
პესკარასთან, ემპოლისთან და ჯენოასთან კარგი გამარჯვებები გამოგვივიდა. ადვილი არ იყო გენუელებთან ბრძოლა, რომელთან ახალი მწვრთნელი ყავთ და ლაციოსთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს. სკუდეტო ჩვენია? ჯერ არა, რომასთან სხვაობა მხოლოდ 8 ქულაა და წინ 5 შეხვედრა გველოდება…
კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. უნდა ვცადოთ აღებული რიტმის კონტროლი. მანჯუკიჩის საოცარი ტრანსფორმაცია? აქ საოცარია არაფერია. მარიო დიდებული მოთამაშეა, რომელიც სხვებსაც დიდ მუხტს აძლევვს. ამ პოზიციაზე ის მესამე შემტევია, რომელიც ნახევარდაცვას იდეალურად ეხმარება. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც გონსალო იგუაინმა. არგენტინელს გოლი დააკლდა, თუმცა ეს სულაც არაა პრობლემა.”
ტრაპატონის აქვს ყველა თასი მოგებული იუვესთან, სამაგიეროდ ლიპის მსოფლიო ჩემპიონატი.
მე ლიპი მირჩევნია.
დღეს ალეგრი ყველაზე ჭკვიანი მწვრთნელია ტაქტიკაში. ბოღმა კონტე არ მევასება.
ლიპი საუკეთესოა ვინც მინახავს,სერ ალექსზე მაგარიც
მანჯუ მართლა მაგარია,ცასიათით კი განდაკუთრებით უხდება იუვეს
ეგრე რა! ყველა ტურნირის მოგება უნდა იყოს მთავარი მიზანი იუვესთვის ყოველთვის და არა ლიგაზე შორს გასვლა და ა.შ. როგორ მეიმედება წლევანდელი სეზონი. მიდი, ალეგრი, ტრიპლეტი დადე რა
1. ალეგრი
2. კონტე
3. ანჩელოტი
ამ მომენტში ასეა ჩემი აზრით. იტალიელები დომინირებენ როგორც ყოველთვის.
მაშინ ესე გამოვა:
0 – ლიპი
1. ალეგრი
2. კონტე
3. ანჩელოტი
ლიპი ყველა დროის საუკეთესოა პირადად ჩემთვის. კონტე, ზიდანი და დეშამი მაგის მოსწავლეები არიან. ლიპის გარეშე მაგ დონეს ვერ მიაღწევდა ვერცერთი.
ტრაპატონი -1 :))
aq manjukichi adre bevrs ar moswonda arada umagresi fexburtelia bavariadan moyolebuli magrad momwonda da amtkicebs rom.udidesi klasis mqonea amas me kontraqts gavugrdzelebdi da xelfasac gavuzrdidi imxela samushaos aketebs gundshi. igus tols ar udebs arapershi sheidzleba centrshi uketesic ki iyos iguze realizaciis tvalsazrisit. mandragora momecona erti shexedvit kai bichi chans dzaan. forza alegrishe forza juve