ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი: “მზად ვართ შევქმნათ დიადი მომავალი”

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ სიტი ლეონარდო ბონუჩის ხელში ჩასაგდებად ახალ იერიშებს ამზადებს, თუმცა თავად იტალიელი მცველი სულ სხვა აზრზეა. მას სწორედ ბიანკონერებთან ერთად სურს ტიტულების მოგება და მწვერვალების დაპყრობა…

“ჩემი მეოცე გოლი იუვეს მაისურით? ეს შესანიშნავი გავიდა, თუმცა სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფურორის შემდეგ წარმატებული სვლა სერია ა-შიც გაგვეგრძელებინა..

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრწყინვალე გუნდი ვართ. ჩვენ დიადი მომავლის შექმნა გვსურს. ალეგრის ჟესტი გოლის შემდეგ? ის რაც მოხდა, წარსულში დავტოვეთ. წინ სეზონის კიდევ უფრო რთული ნაწილი გველის. მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა დაგვრჩა. ახლა ველოდებით ჩემპიონატის 3 და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
7 years ago

რა მაგარია ბარძალი და წარმოიდგინეთ ერთერთი უძლიერესი მცველი მსოფლიოში, ზოგჯერ ძირითადში რო ვერ ხვდება )) რა დონის დაცვა უნდა გყავდეს! სტატისტიკაც მეტყველებს, როგორც ლიგაზე, ისე სერიაშიც. ბონუჩი მოუნდაო სიტის, რაც გამორიცხულია, ასეთ კედელს არ დაშლიან, ინდივიდუალურად ხო უმძლიერესები არიან, მარა მაინც მათი სიძლიერე ერთიანობაშია, რა დონეზე უგებენ ერთმანეთს. მოკლედ N1, N2 და N3 მცველები ჩვენ გვყავს და ვინ რომელზეა რთული გასაგებია )) + N4-საც ზრდიან და N5-საც ველოდებით )) მომავალი 10 წელიც საუკეთესო დაცვა გარანტირებული გვაქს! :juvee:

P.S. ბონუჩიმ წუხელ ისე ითამაშა, 60 მილიონი არ ეყოფა სიტის, მეორე მაგდენის გაღება მოუწევს განხილვა რო დაიწყონ მაინც )))
:love: :love: :love:

თორნიკე
თორნიკე
7 years ago

ra moxda golis mere?

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x