ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 4:0 ჯენოა (მატჩის აღწერა)

მორიგი ლამაზი გამარჯვება და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ლეგენდარულ შედეგამდე. იუვენტუსი ზედიზედ მე-6 სკუდეტოს უახლოვდება…

შეხვედრის დაწყებამდე მასიმილიანო ალეგრის შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთება მოუხდა. ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო გუნდს აკლდა მირალემ პიანიჩი, რომელიც ახლად დაბრუნებულმა კლაუდიო მარკიზიომ ჩაანაცვლა, რომელიც სამი ხედირას შეუწყვილდა. პრინჩიპინომ ბუფონის და კიელინის არ ყოფნაში კაპიტნის სამკლაური მოირგო. ალენატორემ უკანაზახის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა.

ბუფონი ნეტომ ჩაანაცვლა ხოლო დაცვის ოთხეული ასამოა, ბენატია, ბონუჩი, ბარძალიმ შეადგინა. ალვეშის ნაცვლად მოედანზე გამოჩნდა სტეფან ლიხშტაინერიც. შემტევი სამეული კი მანჯუკიჩი, დიბალა, იგუაინის ტრიო გახლდათ.

შეხვედრა ლეონარდო ბონუჩის უხეში შეცდომით დაიწყო, რომელსაც მოედნის საფარზე ფეხი აუცურდა და ჯოვანი სიმეონეს გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა არგენტინელს მიზანმა უმტყუნა. სწრაფი გოლის გატანის შანსი კიდევ ერთ არგენტინელს გონსალო იგუაინსაც ჰქონდა. მე-6 წუთზე პიპიტამ ახლო მანძილიდან თავით უხეიროდ დაარტყა. არადა რომ გაეტარებინა ლეონარდო ბონუჩი და მარიო მანჯუკიჩი უკეთეს პოზიციაზე ჩასაფრებულები ელოდნენ საკუთარ შანსს.

შეცდომა მალევე გამოასწორა იგუაინმა, რომელმაც პირველი გოლის გატანის მომენტში ლომის წილი დაიდო. მოჭრილი პასით მარკიზიო მეკარეს შეატოვა, რომელმაც უხეიროდ დაარტყა, თუმცა მცველები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და მუნოზის ფეხიდან ბურთი ბადეში აღმოჩნდა 1-0. პირველი გოლიდან 2 წუთში პაულო დიბალამ ხედირასთან კედელი გაითამაშა და საფირმო ცაციათი ლამანა უსაქმოდ დატოვა 2:0.

პირველი ტაიმის დარჩენილი ნაწილი ბიანკონერების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და შეხვედრის მე-40 წუთზე მარიო მანჯუკიჩმა უპირატესობა ანგარიშშიც ასახა 3:0. ხორვარტმა მოხდენილი დარყტმით ბურთი ცხიანში მოათავსა. ულამაზესი გოლი გამოვიდა, რომელზეც ალეგრიმ მატჩის შემდეგაც ისაუბრა.

მეორე ტაიმის 53-წუთზე ბონუჩიმ სტანდარტული სიტუაციიდან შეძლო გოლის გატანა. მან დასწრებაზე კარგად ითამაშა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა, თუმცა გვერდითა არბიტრმა თამაშგარე დროულად დააფიქსირა და გოლიც გაუქმდა. ზუსტად 10 წუთში კი ლეომ ტურინული მაისურით მე-20 გოლის გატანა მაინც მოახერხა. ცენრტიდან დაწყებული სოლო რეიდი 25 მეტრიდან საოცარი გასროლი დაასრულა.

დარჩენილ ნახევარ საათში ტურინელებს კიდევ მიეცათ გოლის გატანის შანსები, თუმცა მარკიზიოს, იგუაინის და ასამოას დარტყმები ძელმა იხსნა. შეხვედრის ბოლოს კი ალეგრიმ დებიუტის საშუალება მისცა ახალგაზრდა როლანდო მანდრაგორას, რომელმაც დარჩენილ 5 წუთში შეკრებილ პუბლიკაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სერგი მუჯირი
სერგი მუჯირი
7 years ago

ახლა იწყება გადამწყვეტი ფაზა იუვესთვს, სერია ა ს სამი მომდევნო რთული შეხვედრა და ლიგის ორი შეხვედრა, აქ უნდა გამოიჩინოს თავი იგუაინმა თავისი გოლებით, 90 მილიონს რაც შეეხება დამიჯერეთ მეგობრებო იუბემ ეგ ფული უკვე გაყიდული მაისურებით გაოორმაგა თუ არა გაასამმაგა და მეტი, აქ საქმე ფულში არაა, საქმე მის კლასშია და იმაში რომ მასაც უნდა გუნდს დაეხმაროს და ტიტულები მოიხვეჭოს, ცოტათი “მაზილა” არის მაგრამ მაინც როდის აფეთქდება და საიდან გაისვრს როგორ, მეტოქემ არ იცის და სწორედ ეს მოულოდნელობა აქვს მას, რაც სახიფათო თავდამსხმელად აქცევს

სერგი მუჯირი
სერგი მუჯირი
7 years ago

ეს უკაცრავად ( იუბე ) იუვე :love:

ALLENATORE
7 years ago

იმედია ეგ მკვდარი იგუაინი ლიგაზე გაიღვიძებს ) ტიპს საშინელი შედეგები აქ ) პესკარა და კიევოა მისი მწვერვალი ) მაგის კილერობას გავარტყი რა )) 29 წლის კაცში ამხელა ფულის გადახდა )) ნუ ეგ ფული რა ჩემი საქმეა მთავარია შედეგი იყოს მაგრამ არაა ეგ შედეგი ) ბარსასთან ვერავის გააკრიტიკებდი ისეთი შედეგი დაიდო მაგრამ ტიპმა 100% გააფუჭა იქნება თამაში სადაც ეგეთი მომენტი შედეგს გადაწყვიტავს ) ჯერ ჭარბი წონა აქ ნუ მიდრეკილება ) 2 წელში ეგრე გასიებული თუ დაბრუნდა კიდე არგენტინიდან სბორებზე, ნახევარი წელი დაჭირდება უკვე ფორმის დასაბრუნებლად ასაკიდან გამომდინარე ) პეკარა კიევო პალერმო და ლიგაზე დინამო ზაგრები :D:D მაგას დიდი პროფესორობა არ უნდოდა… Read more »

vakhtang karchava
7 years ago
Reply to  ALLENATORE

ზატო სკუდეტო იგუს ხარჯზეა :lool: :lool:

ALLENATORE
7 years ago

მანჯუკა მგელია ) ტიპი რას თამაშობს ყველა ზონას კეტავს ))

Gio Darja
7 years ago

ბონუჩის პირველი გოლი თამაშგარე რატო იყო მაინც ვერ გავიგე, უფრო ჯარიმის გამო გააუქმეს მგონი )) მანჯუკიჩი ეჭიდავებოდა ბურდისოს

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მიხარია რომ ვერ შევაოასე ალეგრი სწორად და საუკეთესოდ ართმევს თავს

juve amor
რეალისტი
7 years ago

მაგის გამო ლამის შეურაცხYოფა მივაყენეთ ერმანეთს,:) ხომ ვყოფილვარ მართალი ,უმიზეზოდ გყავდა ამოჩემებული და აკრიტიკებდი,:) არაუშავს სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. :)

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ამ შედეგით ალეგრიზე ცუდს ვერავინ დაწერს.უბრალოდ არ მოუნდება არავის.მართლა საუკეთესო შედეგი აქვს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Magram mainc ar mogcoms alegri ;)

juve amor
რეალისტი
7 years ago

ბოლოს მანძუმ რა ქნა დაწერეთ რა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დე შილიო მოდის იუვეში?

ALLENATORE
7 years ago

2018 ში ეწურება კონტრაკტი და მილანი გააფრთხილა რო იუვეში უნდა და კონტრაკტის გაგრძელებას არ აპირებს ) ალეგრიზეა შეყვარებული :D:D მაქსმა ათამაშა ეგ თავიდან ბავშვი რო იყო ) ნუ ცუდი ვარიანტი არაა შეავსებს შემადგენლობას თან 24წლისაა განვითარების პესპექტივა აქ ) ალეგრისთან შეილება უფრო გაიხსნას ) ისე უტვინო მცველია ეგ და დარმიანი მაგათი გაკეთებული პასი მე არ მახსენდება ქათამივით თავჩაღუნული აწვდიან ) გამოვა გამოვა რა :D:D ) მაგას ცოტა კლასი რო ქონოდა გერმანიასთან მოვიგებდით თამაშსს უაზრო პასები რო აკეთა საჯარიმოში

მაქს
მაქს
7 years ago

ვითხოვ ალეგრიზე ცუდის დამწერს უხსენებელი თუარა ბანი მაინც დავადოთ :chuvak: (ამ სეზონში))))

მაქს
მაქს
7 years ago

ესეთი იუვე რაც ვარსებობ არასდროს მინახავს :lool: ერთადერთი დიდი ტურნირი რაც ჩემმა ფავორიტმა გუნდმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატია 2006 წელს :) მგონი 11 წლის მერე გვეღირსება საღირსებელი :forza:

vakhtang karchava
7 years ago
Reply to  მაქს

გაცილებით ბევრი მინახავს მაქს :), მაგრამ ასეთი ლაღი, გაწონასწორებული და უნაკლო არასდროს ყოფილა იუვე!
:forza:

მაქს
მაქს
7 years ago

მე ასაკმა არ შემიწყო ხელი :) თუმა მგონი ყველაფერი წინ მაქვს :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  მაქს

2000წლიდან იუვეს ვგულშემატკივრობ და მაგ ასპექტში გეთანხმები,რომ ასეთი იუვე დელპიეროს და ნედვედის დროს არმინახავს…ვფიქრობ წელს არავის შეუძლია იუვეს გაჩერება…

10_means_alex
10_means_alex
7 years ago

ვა შიკს რა გოლი გაუტანია – “შიკ ი ბლესკ” :chuvak: :chuvak: მეორე ბერკამპი გვყოლია სერია-ა ში :chuvak: :chuvak: :chuvak:

vakhtang karchava
7 years ago
Reply to  10_means_alex

ნედვედი კურირებს მაგ ბიჭს და დიდი ალბათობით ტურინში ამოყოფს თავს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Karoche alegris klashi echvi ar mepareboda magram sezonis daskvnit nacilshi gaiyvana gundi formis pikze. Rac mis profesionalizmze usvavs xazs. Ser aleqs fergisons hqonda es tviseba sezonis daskvnit nacilze gayavda gundi formis pikze

Vega
7 years ago

მე მაგრა მეიმედება მანდრაგორასი და პიაცასი. უბრალოდ ერთ რაღაცაზე მწყდება გული შარშან იკარდი რო ვერ დავითრიეთ.

ლაჯოია
ლაჯოია
7 years ago

მანდრაგორასთვის ცოტა მეტი დრო უნდა მისცეს ალეგრიმ რა. და მიეცემა კიდეც. პროსტა ცუდია რო ჯერ მოსულები არ არიან ეს და პიაცა და საშინელი ტრამვები აირტყეს. ამან მაგრა შეუშალათ ხელი თორემ კარგ პრაქტიკას მიიღებდნენ რომელსაც მომავალში გამოადგებოდათ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მანდრაგორა მაგრად მეიმედებოდა თავიდანვე და როგორ დაიმტვრა მაგრად დამწყდა გული. იმედი მაქვს თავის სათქმელს იტყვის ეგ ბიჭი და ვერატიზე ნაკლები არ დადგება. ტექნიკა მართლა ძალიან მაგარი აქვს, უნდა განვითარდეს სწორად, მაგისთვის კიდე ყველაფერი ექნება იუვეში.

რუგანი, კალდარა, ორსოლინი, მანდრაგორა, პიაცა, კინი, ბენტაკური რავიცი ამათგან ნახევარმა მაინც რომ გაამართლოს(რუგანის გარდა, მაგან უკვე გაამართლა) მშვენიერი შევსება გვექნება ახალგაზრდებით.

სწორად ვითარდება იუვენტუსი და ეგ არის ყველაზე კარგი.
წელს პროსტა ლიგა მოგვაგებინა, თუ ასე მოხდა, დიდი ალბათობით ტრიპლეტიც დაიდება. მაგარი შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ :forza: :forza:

soni 10
7 years ago

Mandragoram gaamartlos ra imedebi xo sheidzleba wels ise ar jobda gaenatxpvrebinat da exla moeyvanat

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x