ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ბარძალი:”პოგბა იუვეს ქომაგობს!”

ანდრეა “კედელი” ბარძალის განცხადებით პოლ პოგბა მას ესაუბრა და:

“ფრანგი ჩვენ ძალიან გვულშემატკივრობს.. პოლთან ვიდეო კონფერენცია განვახორციელეთ და იგი ემოციებს ძლივს მალავდა.. პოგბა ბედნიერია იუვენტუსის დღევანდელი მიღწევებით!

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა დაგვტოვა მას იუვეს თითოეული გამარჯვება აბედნიერებს..

იუვენტუსის სიძლიერე კი სწორედ ამაში იმალება.. ჯგუფი საოცრად ერთიანია და თუ შენ აქ ერთხელ მოხვდი, მაშინ შავ-თეთრი ფერების მაგიის დავიწყება შეუძლებელი ხდება..

ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც თავს შესანიშნავად ვგრძნობთ.. მზად ვართ საბოლოო ნაბიჯის გადასადგამად და თითოეული ტურნირის მოსაგებად, რომელშიც ვასპარეზობთ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ბუნებრივია ვფიქრობთ და იქ მოხვედრა, შემდგომ გამარჯვება ძალიან გვსურს.. შესაძლოა ვიღაც ვიღაცეებისთვის ეს შანსი უკანასკნელიც კი იყოს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10_means_alex
10_means_alex
7 years ago

paolo rosi – 1000000% გეთანხმები ყველაფერში, პოგბაზეც და წინასწარ ლაპარაკზეც. ესემგონია მე დავწერე სხვა ნიკით :chuvak: :chuvak: :chuvak: :forza: :forza: :forza:

ირაკლი
ირაკლი
7 years ago

არ მესმის რა გინდათ პოგბასგან? მე რომ მანჩესტერში ვთამაშობდე და თუნდაც ლიგის ფავორიტები ვიყოთ, იუვე კი სერია ბეში იყოს, მაინც გადავალ იუვეში. უბრალოდ დროის ამბავიც იყო ამის გადასვლა და ყველაზე კარგ დროს გადავიდა. ისეთ დროს და ისეთ ფასად, რომ იუვემ ამითი იხეირა და ისე დაბოღმილები ამბობთ ხოლმე ლიგაზე უყუროს ახლა იუვესო, თითქოს არ იცოდა რა თვითონ, რომ ევროპალიგა უნდა ეთამაშათ და იუვეს კიდე ლიგა. აი თქვენი საუბარი ეკუთვნის ზლატანს და მაგისთანებს. იუვე რომ დატოვეს კალჩოპოლის დროს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

არა პროსტა დღევანდელ მანჩესტერში როგორ გადავიდა, კაი რეალში ან ბარსაში რო გადასულიყო კიდე ხოო, მარა მაჩანჩალა მანჩესტერში?) ეს სეზონი რო დარჩენილიყო, თავისთვისაც უკეთესი იქნებოდა. ამასთან ერთად რო მოგვეგო ლიგა და თვითონაც მაგარი სეზონი რო ქონოდა, დიდი შანსი იქნებოდა რო ოქროს ბურთიც აეღო წლის ბოლოს, მარა ითამაშოს და იყოს თავის “ოცნების გუნდში” მეხუთე ადგილზე))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ბავშვობა მანდ აქვს გატარებული მანდ გახდა ფეხბურთელი და ანტონიო კონტეს როცა კითხეს კონტემაც თვქა პოლი ყოველთვის ოცნებობდა მანჩესტერში დაბრუნებასო . შენთვის ეხლა იუვე ხო ყველაფერია , ეგრე არის პოგბასთვის მანჩესტერი და კიდია ევროპა ლიგაა თუ რაც არისს. ბავშვობა მანდ აქვს გატარებული ტიპს და ალბათ დაბრუნების სურვილი ქონდა თან კონტემ უფრო იცის ალბათ ვიდრე მე და შენ ეგ ამბავი, მე მგონია ეგ ვარიანტია უფრო ვიდრე ფული , პოგბას კაი ხელფასს ყველა გუნდი მისცემდა რეალიდან დაწყებული ბარსადაც დამთავრებული

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ჩემი აზრით ჯამრთელად მყოფი მარკიზიო საუკეთEსო იტალუელია

juve amor
რეალისტი
7 years ago

თავიდან მეც გავბრაზდი რომ დაგვტოვა მაგრამ ახლა ცივ გონებაზე ვფიქრობ დღეს ვერცერთი ფეხბურთელი ვერ იტყვის უარს მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელად იწოდებოდეს.ხელფასს რომ თავი დავანებოთ რასაც მანიუში იღებს მარტო ამად უღირდა წასვლა და წავიდა კიდეც,იუვეს არაფერი დაკლებია ამან იდარდოს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჩემი აზრით თქვენ უვეს არაფერი არ წაგიგიათ ამის წასვლით პირველი იმიტო რო მოშნად ფული აიღეთ და მეორე ვისაც წასვლა უნდა უნდა წავიდეს მითუმეტეს ფულზე დახამებულს!! ეგ რო დარჩენილიყო შეიძლება მოტივაცია დაეკარგა!! როგორც ეხა კვერცხი დე შილიოა ჩვენთან წასვლა უნდა თქვენთან ხოდა წავიდეს მითუმეყეს სიხარულით გაგატანთ მაგის ნათამაშები არ გაიშვას არსად!! ვინც გუნდს არ აფასებს და გულით არ თამაშობს ვინც არ უნდა იყოს უნდა დაახვევინონ!!! ჯიჯი და მალდინი ავიღოთ შეაკვდნენ თავიანთ კლუბებს დავიჯერო მაგათთვის არ შეუთავაზებიათ ერთხელ მაინც დიდი ფული?!!!

lasha lasha
7 years ago

100 პროცენტიანი ხარ ყველაფერში ერთში არ დაგეთანხმები გყავდეთ ეგ დე შილიო თქვენ :lool: მალდინი და ბუფონი ვის უნდა შეადარო მასეთები ერთეულებია როგორც ბარეზი დელ პიერო რაული ეგენი მარტო მაგარი ფეხბურთელები კი არა ნაღდი კაცებიც არიან იმიტომაც სცემს მთელი მსოფლიო პატივს :up:

forza bianconeri
7 years ago

დე შილიო ნაკრებში სულ სხვა ფეხბურთელია, რადგან ბევრად მომდომებულია, ასე იქნება იუვეშიც. თუ გადმოვა 2 ტოპ დონის ძალიან გამოცდილი მარჯვენა მცველებისგან ბევრს ისწავლის, მაგრამ სკამის გათბობა მოუწევს სანამ არ წავლენ ისინი. არ უნდა მაგ კაცს გა-ჩინურ-ებულ მილანში თამაში, მაგრამ კაპიტნის სამკლაურს კი ტენიან რო დარჩეს :chuvak:

juve amor
რეალისტი
7 years ago

მარცხნივ ითამაშებს ხოლმე ,სანდროს ჩაანაცვლებს როტაციისას , ასამოა დაუბრუნდება ცენტრს და სკამს :)

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კაი ნუ იცით ეს გაჩინელებული და გამოჩირებული რა მნიშვნელობა აქვს ფულს ვინ ჩადებს, მთავარია სწორეთ წარიმათოს მენეჯმენტი და დადონ განვითარების გეგმა და თუ გინდა გვინეა პაპუას ფული იყოს და კიდევ ერთხელ სიხარულით გაგატანთ მომავალ მალდინი დე შილიოს!! )))

lasha lasha
7 years ago

რაც შეეხება პოგბას 2 წელი ვწერდი აქ უნდა გაიყიდოს დიდი არაფერი ფეხბურტელია თქო და ფეხბურთის უვიცი ხარო მწერდნენ.რატო ვფიქრობდი რო პოგბა ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო?იმიტო რო მაგის კარგი თამაში მაგარ გუნდთან აი რო გაძღოლოდა გუნდს მე არ მახსოვს სამპასთან უდინესთან და თუნდაც ნაპოლისთან კარგი თამაში არაფერია.მორატა ბევრად უკეთესი იყო იმიტომ რომ სულ მაგარ გუნდებთან იხოდებოდა რეალი სიტი ბავარია.პოგბა კი გამოჩნდა დღეს რაცაა არ ვამბობ რო ცუდი ფეხბურთელია კარგია თან ძაან კარგი მაგრამ არა ტოპი ბევრი ზიდანსაც ადარებდა.რომ არ გაეყიდათ კი ბატონო არც ჭინააგმდეგი არ ვიყავი მაგრამ იმხელა ტანხა აიღეს რო ნამდვილად გაყიდვა ღირდა არც ვიდალზე არ მწყდება გული ერთადერთი მორატას… Read more »

lasha khvichia
G10
7 years ago
Reply to  lasha lasha

რეალი რო გამოვთიშეთ პოგბამ იფრინა მაშინ

lasha lasha
7 years ago
Reply to  G10

პოგბამ არ იფრინა კარგად ითამაშა იფრინეს მორატამ და ტევესმა :oldman:

forza bianconeri
7 years ago
Reply to  lasha lasha

:up: პოგბას ნამდვილად არ უთამაშია საუკეთესოდ. მარკიზიო ბევრად პროდუქტიული იყო ცენტრში, ხოლო ტევესმა საოცრებები აკეთა მაგ მატჩებში, მორატაზე აღარაფერს ვამბობ. პოგბას არც ბარსასთან უთამაშია მაღალ დონეზე იქაც მარკიზიომ ათრია ცენტრი.

lasha lasha
7 years ago

ჰო მეც მაგას ვამბობ პოგბაც კარგი იყო რეალთან როგორც ყველა მაგრამ მორატამ და ტევესმა მთელი რეალის დაცვა აფორთხესჯერ ის მომენტი რად ღირდა პენალს სანამ დსანიშნავდა მსაჯი ორივე რო გარბოდა და მთელი რეალის დაცვა მისდევდა მარცელომ მორატა წააქცია მაგრამ კარლიტომ შეუსრულა კარვახალს :modee: მარკიზიო კიდე ცენტრის მეფე იყო ბაზარი არაა :forza:

lasha lasha
7 years ago

ჰო კიდე სულ დამავიწყდა სტურარომ რეალთან ორივე თამაში ძაან მაგრად ითამაშა პოგბაზე ბევრად უკეთ მაშინ ჩამესახა იმედი რომ ეგ მაგარი ნახევარმცველი დადგებოდა მაგრამ კი ვხედავთ რაც გამოვიდა რა ვიცი იქნებ მოუმატოს აწი მაგრად მომწონდა ეგ ბიჭი ძაან დაკლებული აქვს იმის ნახევარიც არაა რაც რეალთან იყო და საერტოდ მაგ სეზონში

forza bianconeri
7 years ago
Reply to  lasha lasha

სტურაროზე მეც მაგ მატჩის გამო დავამყარე იმედები, მაგრამ ძალიან დიდი რეგრესი განიცადა სამწუხაროდ.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  lasha lasha

კაი ეხლა ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა რო ბანძი ფეხბურთელია)) მეც ძაან გავბრაზდი რაც გააკეთა ზაფხულში, მარა ძალიან მაგარი და უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ჩამპალ მანჩესტერში რო ვერ თამაშობს არ ნიშნავს იმას რო ბანძია

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

და ვინ დაწერა რო ბანძია?გადახედე არსად წერია მსგავსი რამ უბრალოდ ძაან გაპიარებული იყო და რა ფასადაც გავყიდეთ ნამდვილად არ ღირდა

lasha lasha
7 years ago

ყველას გაუმარჯოს დიდი ხანი არ ვწერდი არაფერს ისე თვალს ვადევნებდი ეხლა რო ვკითხულობ კომენტებს სურვილი გამიჩნდა პატარა კომენტარის.ბიჭებო ცოტა ადრე ხომ არ ვზეიმობთ?ჯერ არაფერი არ მოგვიგია კიი ეხლა ყველაფერი კარგადაა და ღმერთით მაგრად მივდივართ მაგრამ ერთი ფეხის დაცდენა და არაფერი არ შეგვრჩება ხელში მონაკო ყველაზე საშიში გუნდია ამ სამში მე თუ მკოთხავთ რეალიც მერჩივნა და ატლეტიკოც უბრალოდ მეშინია დაუფასებლობა ძვირად არ დაგვიჯდეს ბევრი წერს უკვე ფინალში ვართო და რამე რო მოხდეს მერე წავა ალაგრის და ბევრი ფეხბურთელის ლანძღვა როგორც ადრე იყო ხშირად ჰოდა მოდით ნუ ვიბაქიბუქებთგუნდი მაგარ ხოდზეა მწვრთნელის ხელიც ეტყობა და ღმერთმა ქნას წელს ყველა ტურნირი მოვიგოთ ნამდვილად ვიმსახურებთ… Read more »

forza bianconeri
7 years ago

დარწმუნებული ვარ არ ნანობს იუნაიტედში გადასვლას, რადგან 18 ლიმონი აქვს ხელფასი. იუვე მაქსიმუმ მაგის ნახევარს თუ გადაუხდიდა. იუნაიტედის ნაირი გუნდები აფუჭებენ ფეხბურთს, ამიტომ მინდა რომ სერია ა-მ გაუსწროს პლ-ს რეიტინგით. მაროტა და პარატიჩი რო არ ყავდეს იუვეს რომასავით და იუნაიტედივით “ფარჩაკი” გუნდი იქნებოდა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეეძლო ეთამაშა, მაგრამ სხვა გზა აირჩია და დაჯერდეს უნდა გულშემატკივრობას. ალბათ ფიქრობს ერთი წელი მაინც დავრჩენილიყავიო :დ

ლიგაზე ფალკაო-მბაპეთი გვაშინებენ ჯიგრებო :დ ვითომ ერთი კვირის წინ შიგ ბარსელონაში ნეიმარი-მესი-სუარესი არ გაგვეჩერებინოს :დ ოოხ მინაკოს უნდა ვაჩვენოთ რას ნიშნავს დაბალანსებულ, ძლიერ უნდთან თამაში. მთელი სეზონი ტულუზებს, ნანსებს ეთამაშებიან და ლიგაზე კიდე ნორმალურ გრანდთან არ მოუწიათ შეხვედრა. მთავარია იუვემ თავისი მოტივაცია შეინარჩუნოს და არამგონია მაგის მხრივ პრობელმა შეექმნას გუნდს, რომელმაც ლიგა ბოლოს 21 წლის წინ მოიგო.

წელს ტრიპლეტი უნდა დაიდოს, მხოლოდ ეს იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე :forza: :forza:

Gio Darja
7 years ago

ესენი შეილება კი სცემენ პატივს, მე კიდე მძულს ტიპი, ასეთ დროს წასვლა უდიდესი ღალატი იყო მაგის მხრიდან ) მაგრამ შესაძლოა გუნდი მეტად შეკრული გახდა ამ ყველაფრის მერე, უძლიერესები ვართ წელს

მაქს
მაქს
7 years ago

კი იფიქრებს იუვეზე :) ნაბიჯვარმა დაგვტოვა და ჩაჯმულ მანიუში გადავიდა. მოკლედ რაც არ გკლავს გაძლიერებსო ის ბაზარი, სევეცი მე ამ პოგბას

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

პოგბა შორიდან დატკბეს იუვეს ტრიუმფით :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

პოგბა შორიდან დატკბეს იუვეს ტრიუმფით :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x