ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე შილიო ტურინს უახლოვდება

ალეგრის ჯერ კიდევ თავის პირველ ტურინულ სეზონშივე სურდა დე შილიოს გადაბირება:

თუმცა, ახლა როგორც ჩანს მატიას მილანური თავგადასავალი საბოლოოდ სრულდება..

ამის მიზეზი კი გახდა ფანების აღშფოთება ფეხბურთელის მიმართ, რომელიც არ აპირებს როსონერისთან არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას..

მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით იტალიელი მილანში 2018 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ თუ იგი გახანგრძლივებაზე მტკიცე უარს განაცხადებს, მაშინ როსონერი მას უკვე ზაფხულში შეელევა.

ემპოლისთან შეხვედრაში დე შილიოს მისამართით ფანებმა ნეგატიური დამოკიდებულება საჯაროდ დააფიქსირეს, რამაც შესაძლოა საკუთარი როლი ითამაშოს ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე.

62 thoughts on “დე შილიო ტურინს უახლოვდება

  1. bolo 200celia iuves pegburtels seria..a shi 20ze meti burti ar gautania, bombardirobaze xo saertod pretenziac ki ar qonia aravis sircxvilia rodesac ambobt rom higuaini ver tamashobs da ar girs 90limoni, higu ro ar ggyavdes axl viqnebodit 2adgilze, :forza:

    1. ამ ორის შემდეგ სეზონში იუვეში თამაში თუ არა, სერია ა-ში განათხოვრება აუცილებელია. სერია ბ-ში აღარ უნდა დასტოვონ.

    1. :up:
      6 წელი ხდება ამ საიტზე ვარ და ყოველ წელს იმ სტადიონის სახელს ვიწერ სადაც ლიგის ფინალია :givi:
      მგონი წელს აგვიხდება ოცნება
      მომწიფდა,რასაც ქვია დროა რა უკვე,მეტი გაწელვა აღარ შეილება :forza:

      1. იმდენ ხანს გაიწელა ჩვენთვის ლიგის მოგება, რომ მგონი ყველა დანარჩენი კლუბი თანახმაა ჩვენ რომ მოვიგოთ წელს. :lool: :lool: :lool:

    1. როისი კი კარგია მაგრამ მაქსიმუმ 2 ტვე ითამაშოს სეზონში სუ დამტვრეულია,არადა მაგი რო ჯანზე იყოს ბადალი არ ეყოლებოდა

    1. :D თუ ოცნებაა სანე არ ვიცი მაგრამ მე ნეიმარზე არ ვიტყოდი უარს :givi: კაკრაზ ეგაა ვინც გვაკლია და რაც გვაკლია

  2. მთლად მასეც არაა საქმე, ლემარი მონაკოს ერთერთი ლიდერია და დეშამიც დიდ იმედებს ამყარებს. ეტყობა ხედავენ მასში დიდ ტალანტს. ორსოლინიმ კი სერია ბ-ში უნდა იყოჩაღოს ჯერ…

    1. რა ვიცი, შეიძლება მე ვცდები მარა რაღაც განსაკუთრებულს მე მაგ ფეხბურთელში ვერ ვხედავ, გაპიარებულია უფრო.

      აგერ 2 თამაში გვაქვს მაგათთან და კარგად გამოჩნდება რისი თავი აქვს.

    2. ლემარი მეც ძალიან მომწონს საფრანგეთის საუკეთესო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და 21-ისაა ჯერ. 12 გოლი და 13 ასისტი აქვს ამ სეზონში. იუვეს ზუსტად მაგ პოზიციაზე უჭირს და რამე უნდა მოიმოქმედოს მაროტამ.

  3. ვიკინგ,

    მე მგონი სამპდორიელი თავდამსხმელი შიკი, 1-2 წელში კაი თავდამსხმელად დადგება, დონედ.

    აი ეგაა მოსაყვანი, ჯერ ზამენაზე იქნება და ნელ-ნელა მოუმატებს.

  4. maradona73

    ჩიპრიენზე არ მსმენია რო იუვეს ინტერესი გამოეჩინა, მე რეალურ კანდიდატებზე ვაბობ. მასე რამდენიმე რჩეული მეც მყავს მარა აზრი? :)

    1. არა და ჩიპრიენი იუვეს სტილია რა, ჟილკა-ტექნიკა-სისწრაფე.

      მერმის თუ ლიგაზე მოხვდა ნიცა, მერე კი დაედება კაი ფასი მარა გვიანი იქნება.

      ისე მაინც და მაინც თუ მარცხენა შემტევზე ფიქრობენ, ფანა პიაცა ზუსტად ეგ პოზიცია არაა? ალეგრი კი ჯიუტად მარჯვნივ ტენიდა პასტაიანად, ათამაშე კაცს იქ სადაც მიჩვეულია რა და ჩვენც მართლა გვიჭირს მარცხნივ.

      ნიჭთან ერთად ბევრი ზაიობებიც აქვს ალეგრის, პირველ რიგში ზამენებზე.

      1. ალეგრი ძიებაშია. ლემინას და სტურაროს ათამაშებს ვინგერად, იქნებადა დაფარული ტალანტი აღმოვაჩინოო, მეტი არაა ჩემი მტერი :lool: :lool:

      2. ორსოლინისაც შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში. ასე რომ ლემარი ზედმეტი ფულისყრა მგონია.

        სჯობია 1-2 ტოპი მოიყვანონ 5-6 სერედნიაკის მაგივრად.

        ქვეყანა ახალგაზრდები გვყავს მიმოფანტული აქეთ-იქით.

    1. დიდი ვერაფერია, პროსტა მონაკოშია რა და საშუალო იგროკია.

      აი ჩიპრიენი ამას კლასითაც სჯობია და უნივერსალობითაც.

  5. ტომას ლემარს როგორ იცნობთ მონაკოდან? ერთერთი მთავარი კანდიდატურა არისო დუგლს კოშტასთან ერთად მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად. ნახევარფინალში კარგად უნდა დავაკვირდეო მაროტამ :))

    1. კოშტა ერთი პერიოდი მომწონდა, მარა იუვეს ინტერესის მერე კარგად რო დავაკვირდი, არც ისე მომეწონა. ცოტა უჭკუო მგონია, დაცვით ფუნქციებშიც მოიკოჭლებს მაგრად. ლემარი კი კარგი ბიჭი ჩანს.

  6. შეეშვით ამ დონარუმაზე ოცნებას, აჰა რა გინდათ მომავალ მალდინის გაძლევთ დე შილიოს სახით )))))

  7. ორივე ფლანგს თუ გაქაცავს კაი ვარიანტია. თუ არა და ნაღდად ზედმეტი იქნება მარტო მარცხენა ფლანგისთვის. ზამენაზე ასამოაცაა და მერმის მატიელოც იქნება.

  8. ქნას ეგ სიკეთე იუვემ და მოაშოროს ეს მოსიარულე გვამი მილანს არ დაუვიწყებს სრულად მილანი. გვეკუთვნის ერთი გვამის მოშორება იუვესგან ბოლო-ბოლო პირლო გაჩუქეთ უფასოდ

      1. უკეთესი ბევრი რომ არ მყავს და ამისთანებით არის სავსე გუნდი მაგიტომაც არის მილანი იმ დღეში როგორშიც უყურებ.
        არ აქვს დამიჯერე არავის პრობლემა ამის გამოშვებაზე წითელ ხალიჩას დაუფენენ წინ თუ წავა, ისედაც ბევრია მილანიდან გასაყრელი და ვინმე თუ თავისით წავა მთლად უკეთესი

  9. მოკლედ ამ წელს არა და იმის შემდეგ ანუ 2018-19 სეზონში ესეთი იუვე რო იყოს დიდი სურვილი მაქვს

    დონარუმა
    დეშილიო-ბონუჩი-კიელინი-სანდრო
    ვერატი-პიანიჩი
    ბერნადესკი-დიბალა-????
    ბელოტი

    იგუანი გაასუხარონ სანამ დროა არაფრის მაქნისი არაა ერტი 50 ლიმონადაც რო გაიყიდოს ღირს

    1. არაფრისმაქნისი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი გამომივიდა :D მარა 94 მილიონისას ნაგდად არაფერს აკეთებს ჯერჯერობით

  10. აუ ნეტა რა ნეტა მოვიდეს,ორივე ფლანგზე თამაშOბს,მარა მარჯვნივ ძაან მგელია,მითუმეტეს ალვეშისგან უფრო ბევრს ისწავლის და რო წავლენ დანი და ლიხშტა ეს დადგება მერე.
    კაროჩე ამ ზაფხულს ეს მინდა მოვიდეს,ვერატი,ბელოტი და პატარა ჯიჯი,თორე იტალიელები ძაან შეგვიმცირდა და ტეხავს

  11. დე შილიოს ალეგრი უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. მისი პლუსია, რომ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. უფრო მარცხენა ფლანგზე მოიაზრება ალბათ, ჯერჯერობით.

    მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი კადრი გვეზრდება – პოლ ლიროლა, რომელიც ბარსას ავახიეთ თვალწინ. ძალიან ძლიერია ეს ბიჭი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ალეგრის მოუთხოვია მისი დაბრუნება წელსვე და ფლაგებზე პრობლემა მოიხსნება დაცვაში.

    ალეგრი ასევე ითხოვს კალდარას დროზე ადრე დაბრუნებას, რომ იუვეს ატმოსფეროს შეეჩვიოს და მასტერკლასები უშუალოდ ბბს-ისგან მიიღოს.

    შესაძლოა სპინაცოლაც მოიყვანონ. ალეგრის, ალბათ, საზაფხულო შეკრებაზე უნდა ბიჭები ერთად შეკრიბოს და ავარჯიშოს. გადახედავს და მერე გადაწყვეტს, ვინ უნდა დატოვოს და ვინ უნდა გაანათხოვროს პრაქტიკის მისაღებად. ერთერთი ასეთი ბენტანკური იქნება. ამ ბიჭზე ამბობენ ინიესტას ტექნიკა და ზიდანის მოედნის ხედვა აქვსო, მაგრამ სამხრეთამერიკელებს მეტი დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის და სავარაუდოდ სამპდორიაში გაუშვებენ. თავის მხრივ სამპდორია პატრიკ შიკს გვითმობს, რომელსაც ნედვედი კურირებს.

    ბევრი ნახევარმცველი გვიგროვდება შუა ხაზში, მანდრაგორამაც დაიწყო თავისი კარიერა იუვეში, + ვერატი/ტოლისოდან ერთერთი და ამდენს ვერ დაიტოვებს გუნდი, ამიტომ მოუწევს ზოგიერთებს დამშვიდობება.

    ალეგრის უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და იცის სწორი მიდგომა. იუვეში კი ბევრმა ტალანტმა მოიყარა თავი და კარგი სპეციალისტი სჭირდებათ განვითარებისთვის. კლუბი კარგად აფასებს მაქსის შესაძლებლობებს და უკეთეს კონტრაქტსაც დაუდებენ ახლო მომავალში. :juvee:

      1. )) დეშილიო სასტავს შეავსებს და ეგაა თან 24წლისაა და შეილება ალეგრისთან მოუმატოს ) მითუმეტეს კაპიკებში იყიდიან ან საერთოდ უფასოდ ) მაგრამ მაგის კლასის რა გითხრა ეგ და დარმიანი ერთი კლასის და ჭკუის არიან :D ცხენივით დარბიან წინ უკან და ეგაა ) არანაირი კლასი არ აქვთ თავჩაღუნული სირბილი და პასებია მაგათი კლასი ) დეშილიოს ცოტა კლასი რო ქონოდა იტალია შედეგს დადებდა გერმანიასთან ტიპს ბევრჯერ მისცეს ცარიელ ზონაში პასი და თავ ჩაღუნული აკეთებბდა პასებს :D ) იყო მომენტი როცა პელეზე ელემენტალური პასის გაკეთება გოლი იქნებოდა 99% მაგრამ არ აქვს მაგ ბიჭს ინტელექტი არანაირი ) შემადგენლობას შეავსებს და ეგ იქნება. კალდარა სხვა თემაა , კალდარა მაგარი მცველი დადგება იუვეში )) ვისაც ახსოვს ბონუჩი და რანოკია ბარიში დამეთანხმება ალბათ რო რანოკია გაცილებით მაღალი კლასის ჩანდა უბრალოდ ცუდ გუნდში მოხვდა და ეგაა ეხლა კიდე საერთოდ დაიკარგა ტიპი თავის დროზე ეგრე დაემართა ბარძალისაც პარმადან ამოყო თავი გერმანიაში ) კალდარასთვის იუვე იდეალური ადგილია ))

    1. სტურარო-ლემინა-რინკონს არაცდებათ შემცირებაში მოყოლა.ლემინა მენანება მაგრამ ამ ახალ ტაქტიკაში სამწუხაროდ არაა მისი ადგული და სკამის ხეხვას ჯობია სადმე განათხოვრდეს.

  12. მაგრად გამისწორდება დე შილიო, ორივე ფლანგზე თამაშობს და განსაკუთრებით მარჯვნივ გვჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელი )) ალვეშიც და ლიხტშტაინერიც ასაკში არიან უკვე

  13. დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის, იმედია გაამართლებს. რამდენიმე წლის წინ არ მომწონდა, თუმცა კოპა იტალიის ფინალში საოცარი თამაშის მერე დავრწმუნდი, რომ დიდი პოტენციალი აქვს. ზოგადად იუვესთან ბოლო თამაშებში ძალიან კარგი იყო. ბონუჩი როცა მოვიდა ბარიდან არც ის იყო ტოპი, ტოპი კი არა საშუალო დონის ძლივს იყო, მაგრამ უდიდესი პროგრესი განიცადა და დღეს საუკეთესოა. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ დანი ალვეშია გუნდში და ახლა უნდა მოიყვანონ ახალგაზრდა, რომელიც ბევრს ისწავლის ბრაზილიელისგან.

    1. ისე გარკვეულწილად სარისკოა, რადგან ამან თუ არ გაამართლა და ვერაფერი ისწავლა ალვეშისგან, ძალიან დიდ შესაძლებლობას გაუშვებს გუნდი, ანუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველის “მემკვიდრის” შექმნის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.