ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტე:”ჩემს კარიერაში ეს უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული გახდება”

კონტეზეა ნათქვამი წავიდა და დაგვივიწყაო.. ვამეტებთ ალბათ ჩვენი მხრიდან, რადგან ანტონიოა ის პიროვნება ვინც დღევანდელ იუვეს იმ ბიძგი მისცა, რომელმაც საბოლოოდ დიდ შედეგამდე მიგვიყვანა.. შედეგად ადამიანი რომელიც ახლა ინგლისშია ბუნებრივია გაიხარებს საკუთარი მორიგი გამარჯვებით:

“დიახ, ორი აზრი არაა რომ ეს ტიტული ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან პრემიერ ლიგის მოგება იოლი არავისთვისა და მითუმეტეს ჩვენს პერიოდში..

იგი დიდი იქნება, როგორც მწვრთნელისთვის ასევე ფეხბურთელებისთვის და მთლიანად კლუბისთვის.. თითოეულმა ჩვენთაგანმა დიდი საქმე გავწიეთ, მაგრამ თუ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა გვსურს, მაშინ კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ..

დიდი სეზონისთვის არ კმარა, უბრალოდ კარგი მატჩების ჩატარება.. საჭიროა ფანტასტიური ქმედებები!

ფული? ვფიქრობ, ამ მხრივ ჩელსიმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მილიონების ჰაერზე სროლა საქმეს არ შველის.. ჩემი არ გჯერათ? მაშინ ორ მანჩესტერულ კლუბს შეხედეთ.. ჩვენი მიზანი კი გახლავთ კლუბის ეტაპობრივი განვითარება და შემდგომ.. იმ მომაკვდინებელ იარაღად ქცევა რომლისკენაც მივისწრაფვით.

ბუნებრივია არ შემიძლია იუვენტუსის დავიწყებაც.. ტურინში არაჩვეულებრივი პერიოდი გავატარე.. პირველი სკუდეტოს ემოცია დღემდე მახსოვს.. ეს იყო გამარჯვება ერთი მარცხის გარეშე და თან პირველსავე სეზონში გრძელვადიანი ჩაგდებული პერიოდის შემდეგ..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

45 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჯერ მოიგე და მერე ჰოპლა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Conte shen xar dzma! Nagdad ver davinaxe am statiashi rom kontes ekidos juve… Piriqit … Ubralod tqva rom umnishvnelovanesi iqnebao da es ar nishnavs juves skudetoze mnishvnelovaniao … Monacos rac sheexeba ubralod metad gagvimartla vidrem reali an atletiko vin ras daikideba mgkebivit arian bichebi… Buffoni alvesi xedira markizio iseti gamovdili tipebi gvyavs rom ver warmomidgenia vinme fuqrobdes gavedito piriqit lomebivit iqnrbian bichebi! Nu alegri tavidtavad

| Newsphere by AF themes.
45
0
Would love your thoughts, please comment.x