ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფალკე: “პიანიჩი და ბონუჩი ტოპები არიან, თუმცა ჩვენ გვყავს ბელოტი”

ტორინოს შემტევი იაგო ფალკე მოახლოვებული ტურინული დერბის წინ იმედიანადაა განწყობილი. შეგახსენებთ ბიანკონერები ხარებს 6 მაისს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან…

“ბელოტი? ის გრანდისთვის მზადაა. ტორინო დიდი გუნდია, რომელსაც ევროპულ დონეზე ასპარეზობა შეუძლია. სულ მალე იუვენტუსთან დერბი გველის და კონცენტრირება ამაზე უნდა მოვახდინოთ. ბიანკონერები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და ვიმედოვნებ ეს მათ ძალებს წაართმევს..

პიანიჩი? ის საოცარი მოთამაშეა. მათ დაცვითი კუთხით მოუმატა. ჩემი აზრით ტორინოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვის წინააღმდეგ მოუწევს თამაში..

ბონუჩი? ვნახე მისი თამაში ბარსელონასთან და ის ტოპ დონის მოთამშეა. უმაღლესი დონე, ისევე როგორც ჩემი ექს თანაკლუბელი მირალემი. მას ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთელს სჭირდება..

ბელოტი ნამდვილი ფორვარდია. მან მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა, თანაც ამის გაკეთება იტალიის ჩემპიონატში შეძლო, სადაც გატანა არც ისე მარტივია. ჩვენი მისი იმედი გვაქვს.”

1 thought on “ფალკე: “პიანიჩი და ბონუჩი ტოპები არიან, თუმცა ჩვენ გვყავს ბელოტი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.